პოლიციამ აქციის მონაწილეების წინააღმდეგ წყლის ჭავლი კიდევ ერთხელ გამოიყენა

პოლიციამ აქციის მონაწილეების წინააღმდეგ წყლის ჭავლი კიდევ ერთხელ გამოიყენა

პოლიციამ აქციის მონაწილეების წინააღმდეგ წყლის ჭავლი კიდევ ერთხელ გამოიყენა. დემონსტრანტებმა გზის სავალი ნაწილი სხვადასხვა საგნით ჩახერგეს. წყლის ჭავლი აქციაზე დაახლოებით 2 საათის წინაც გამოიყენეს, რასაც წინ უძღოდა დემონსტრანტებს და სამართალდამცველებს შორის ფიზიკური დაპირისპირება.

აქციის მონაწილეთა ნაწილმა იუსტიციის სახლის მიმდებარედ გადაინაცვლა, სადაც ასევე გზა გადაკეტა.

დღეს შსს-მ განცხადება გაავრცელა, სადაც ნათქვამია, რომ აქცია სრულად გასცდა მანიფესტაციის ფარგლებს, გახდა ძალადობრივი და საზოგადოებრივი წესრიგის აღდგენის მიზნით, შსს იწყებს კანონმდებლობით გათვალისწინებულ ღონისძიებებს.