ბრიუსელის შეხვედრის დეტალები - საშიში გეგმა სომხეთთან დაკავშირებით

ბრიუსელის შეხვედრის დეტალები - საშიში გეგმა სომხეთთან დაკავშირებით

ბრიუსელში, სომხეთის, ევროკავშირისა და ამერიკის შეერთებული შტატების 5 აპრილის, სამმხრივი შეხვედრის დეტალები ირკვევა. ამის შესახებ Report.az წერს. გამომცემლობის ინფორმაციით, სომხეთის პრემიერ-მინისტრმა, ნიკოლ ფაშინიანმა დახურულ კარს მიღმა ხელი მოაწერა ევროკავშირისა და აშშ-ს მიერ წარდგენილ სამხედრო უსაფრთხოების შესახებ პაკეტს. ფაშინიანთან შეხვედრის შემდეგ, აშშ-ს სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა და ევროკომისიის ხელმძღვანელმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა აზერბაიჯანის პრეზიდენტთან ილჰამ ალიევთან სატელეფონო საუბარში განაცხადეს, რომ ბრიუსელის შეხვედრა ბაქოს წინააღმდეგ არ იყო მიმართული. Report.az-ის ინფორმაციით შეხვედრაზე მხოლოდ ეკონომიკური თანამშრომლობის საკითხები განიხილეს.

პრესაში გავრცელებული ინფორმაციით, შეერთებულმა შტატებმა ბრიუსელში ერევანს შესთავაზა ახალი სამხედრო დოქტრინის შემუშავება. ეს პუნქტი ორ ქვეყანას შორის სამხედრო თანამშრომლობის გაღრმავებას ითვალისწინებს. ახალი სამხედრო დოქტრინა მოიცავს სომხეთის წინა თავდაცვის სტრატეგიების გადახედვას. აშშ-ის ხელმძღვანელობას კარგად ესმის, რომ სომხეთი არ არის იმ მდგომარეობაში, რომ აზერბაიჯანთან ახალი ომი აწარმოოს. ამიტომ, აშშ მიზნად ისახავს ერევნის კრემლის ორბიტიდან გამოყვანას. ასევე, ორმხრივი სამხედრო თანამშრომლობა გულისხმობს სომხეთის პარტნიორობის გაფართოებას ნატოსთან. საუბარია პერსონალური პარტნიორობის პროგრამაზე (PARP) და ოპერატიული შესაძლებლობების კონცეფციაზე (OCC). ეს სომხეთის გარშემო სერიოზული სცენარების ჩამოყალიბებაზე მიუთითებს. რა თქმა უნდა, რუსეთი სომხეთს ადვილად არ დატოვებს. ასევე, ხელშეკრულები პაკეტი ითვალისწინებს ნატოსთან ფართომასშტაბიან ერთობლივ წვრთნებს, გამოცდილების გაცვლას და სამხედრო პოტენციალის გაძლიერებას. გამომცემლობის ინფორმაციით, ხელშეკრულებაში ერთ-ერთი საკითხი საზღვრის კონტროლის უსაფრთხოებას ეხება.

Report.az წერს, ირანი არ დაუშვებს ნატოს წვრთნები მის საზღვრებთან განხორციელდეს. გამომცემლობის ინფორმაციით, სომხეთიდან რუსი სამხედროების გაყვანის შემდეგ, აშშ შეძლებს სომხეთიდან ირანის წინააღმდეგ უფრო ფართო სადაზვერვო ოპერაციების ჩატარებას. ირანის უმაღლესი ლიდერის მრჩეველი საერთაშორისო საკითხებში, ალი აკბარ ვილაიათი თქმით, აშშ და ნატო კონფლიქტის მოგვარების საბაბით რეგიონის საქმეებში ჩარევას ცდილობენ. ირანისთვის საშიში ის არის, რომ აშშ სომხეთში ანალიტიკურ ჯგუფებს გაგზავნის. ჯგუფი ხელახლა შეაფასებს სომხეთის საჰაერო თავდაცვის შესაძლებლობებს. შეერთებული შტატების სურვილია შეამციროს რუსეთისა და დსთ-ის გავლენა რეგიონში. ამას მოწმობს საფრანგეთის მიერ სომხეთში გაგზავნილი სარადარო სისტემებიც. ამ კონტექსტში, შეერთებული შტატები გეგმავს გადამწყვეტი როლის შესრულებას სომხეთის საჰაერო თავდაცვის გაძლიერების პროცესში, რითაც ის აპირებს შეამციროს რუსეთის სამხედრო გავლენა ერევანში.

 

ლევკოთეა მე მგონი, ყველა მხარე მოწადინებულია სომხეთმა რომ კონფლიქტი წამოიწყოს მომავალში და მხოლოდ ფაშინიანია წინააღმდეგი. იმიტომ ურეცხავენ ტვინს.
1 კვირის უკან
trampi ისე ეგ ფაშინიანი ტრაკს რო ათამაშებს იმიტომაც დაადო პუტინმა ნივრიანი და იმიტომაც მიუშვა აზერბაიჯანი თავის ნებაზე
რუსეთს ამერიკის შემოსვლა კავკასიაში ძალიან ძალიან არ უნდა ..
..თურქეთს რაღაცას მოუხერხებს
1 კვირის უკან