ნინო ნადირაძე: მოიმღერ-მოიცეკვებენ მოსკოვებს, რუბლებს ევროზე დაახურდავებენ, პარტმუშაკი წინაპრების ფოტოებს გახედავენ და წამიკითხავენ ლექციას სიმართლეზე და ევროპულ ღირებულებებზე

ნინო ნადირაძე: მოიმღერ-მოიცეკვებენ მოსკოვებს, რუბლებს ევროზე დაახურდავებენ, პარტმუშაკი წინაპრების ფოტოებს გახედავენ და წამიკითხავენ ლექციას სიმართლეზე და ევროპულ ღირებულებებზე

მოიმღერ-მოიცეკვებენ მოსკოვებს, რუბლებს ევროზე დაახურდავებენ, პარტმუშაკი წინაპრების ფოტოებს გახედავენ და წამიკითხავენ ლექციას სიმართლეზე და ევროპულ ღირებულებებზე, - ამის შესახებ „ვივამედის“ გენერალურმა დირექტორმა, ნინო ნადირაძემ სოციალურ ქსელში დაწერა.

„ადამიანები, რომლებიც ამტკიცებდნენ, რომ მე ვკლავდი, ვწამლავდი, ვარჩენ დემენციას, მალაბსორბციას, დღეს მიმტკიცებენ, რომ რუსეთისკენ მივექანებით, ხვალ, თუ დაგჭირდათ, პუტინსაც აკოცებთ ერთ ადგილზე. ბევრჯერ მინახავს ეს, მოიმღერ-მოიცეკვებენ მოსკოვებს, რუბლებს ევროზე დაახურდავებენ, პარტმუშაკი წინაპრების ფოტოებს გახედავენ და წამიკითხავენ ლექციას სიმართლეზე და ევროპულ ღირებულებებზე“, - წერს ნადირაძე.