გიორგი ვოლსკი: „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონს რუსული კანონის მსგავსი არანაირი ელემენტიც კი არ გააჩნია

გიორგი ვოლსკი: „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონს რუსული კანონის მსგავსი არანაირი ელემენტიც კი არ გააჩნია

პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერი გიორგი ვოლსკი აცხადებს, რომ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონს რუსული კანონის მსგავსი არანაირი ელემენტიც კი არ გააჩნია.

„ამ ყველაფერს აერთიანებს ერთი მთავარი გეგმა - ეს არის დესტაბილიზაცია, ვინაიდან არჩევნებში არანაირი პერსპექტივა არ გააჩნია ამ პოლიტიკურ გუნდს. როგორი სტრატეგიული და ტაქტიკური გადანაცვლებაც არ უნდა მოხდეს, საზოგადოებისთვის და ახალგაზრდების უმეტესი ნაწილისთვის ზუსტად არის ცნობილი, რა ხდება ჩვენს ქვეყანაში. ამ კანონს რუსული კანონის მსგავსი არანაირი ელემენტიც კი არ გააჩნია“, - აღნიშნა ვოლსკიმ.