შაბათს, 13 აპრილს, ისრაელზე ირანის მხრიდან თავდასხმა პასუხი იყო დამასკოში ისლამური რესპუბლიკის საკონსულოზე განხორციელებული ავიაიერიშის საპასუხოდ. კვირას ირანმა 300-ზე მეტი უპილოტო თვითმფრინავი და რაკეტა გაუშვა ისრაელის მიმართულებით, თუმცა მათი 99% ისრაელისა და აშშ-ს სამხედროებმა ჩამოაგდეს. მოგვიანებით, BBC-ზე IDF-ის სპიკერმა, გენერალმა პიტერ ლერნერმა განმარტა, რომ თავდასხმაში მონაწილეობდა 170 თვითმფრინავი, 30 საკრუიზო რაკეტა და 120 ბალისტიკური რაკეტა. რამდენიმე ბალისტიკურმა რაკეტამ მოახერხა ნევატიმის საჰაერო ბაზაზე დარტყმა სამხრეთ ისრაელში. რაც შეეხება მშვიდობიან მოსახლეობას, ამ დროისთვის ცნობილია, რომ მხოლოდ ერთი გოგონა დაიჭრა.
ირანიდან გაშვებულ რაკეტებსა და უპილოტო თვითმფრინავებს სამიზნემდე დიდი მანძილის ფრენა მოუწიათ. ისრაელში ჩასვლამდე მათ რამდენიმე ქვეყანაში მოუწიათ ფრენა. CNN-ის მიხედვით, ამერიკელებმა AEGIS საჰაერო თავდაცვის სისტემით სამი ბალისტიკური რაკეტა ჩამოაგდეს. იორდანიის საჰაერო ძალებმა კი მის ტერიტორიაზე ათობით თვითმფრინავი ჩამოაგდეს.
ისრაელელი პოლიტიკოსები თანხმდებიან, რომ ირანის თავდასხმის მოგერიება მნიშვნელოვანი წარმატება იყო. მათ ეთანხმებიან საერთაშორისო დამკვირვებლებიც.
„ირანის პასუხი სტრატეგიული შეცდომა იყო“, - წერს The Economist-ის ახლო აღმოსავლეთის კორესპონდენტი გრეგ კარლსტრომი X-ში. მისი აზრით, ბოლო თვეებში ისრაელი სულ უფრო იზოლირებულია, ირანი კი კონფლიქტში პირდაპირ ჩართვას ერიდება და წარმატებით მოქმედებდა რეგიონებში მარიონეტული ძალების მეშვეობით, თუმცა შაბათის შეტევამ ძალთა ბალანსი შეცვალა - ირანი ახლა სუსტად და არაეფექტურად გამოიყურება.
მიუხედავად იმისა, რომ ირანის თავდასხმას ისრაელისთვის სერიოზული ზიანი არ მიუყენებია, თეირანის სახელმწიფო მედია და პოლიტიკოსები მიჩნევენ, რომ მათი ქმედება ისრაელისთვის დაშინების კარგი მაგალითი იყო. „პირველად ისტორიაში ირანული რაკეტები გამოჩნდა ცაში ალ-აქსას მეჩეთის თავზე, ოკუპირებული პალესტინის დედაქალაქ იერუსალიმში“, - წერს სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტო IRNA და აქვეყნებს რაკეტების ვიდეოს.
თუმცა, კრიტიკოსები აღნიშნავენ, ირანი არასწორად მოიქცა. „ირანული თავდასხმის წარუმატებლობის მთავარი ელემენტი იყო „სასაცილო, გაფრთხილება“, - ამბობს დიმი რადერი, მემარცხენე და ოპოზიციური ისრაელის ჟურნალის +972 დამფუძნებელი.
„შენ მოიგე. მიიღეთ თქვენი მოგება“
ღაზას ომი 2023 წლის 7 ოქტომბერს დაიწყო, როდესაც „ჰამასის“ ბოევიკებმა შეუტიეს ისრაელს, მოკლეს 1200 მოქალაქე და კიდევ 250 მძევლად აიყვანეს. „ჰამასის“ მიერ კონტროლირებადი ხელისუფლების ცნობით კი, ისრაელის სამხედრო ოპერაციის დროს ღაზაში 33000-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა. ღაზას ომის მასშტაბებმა და ხანგრძლივობამ გამოიწვია სერიოზული განხეთქილება ისრაელსა და მის დასავლელ მოკავშირეებს შორის.
ისრაელის პოზიციის საპირისპიროდ, მარტის ბოლოს ამერიკელმა დიპლომატებმა არ დაბლოკეს გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუცია ღაზაში ცეცხლის დაუყოვნებლივ შეწყვეტის შესახებ. ისაელზე თავდასხმა სხვადსხვა ქვეყნის ლიდერებმა დაგმეს, მათ შორის უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმერ ზელენსკიმაც. „უკრაინაში ძალიან კარგად ვიცით მსგავსი თავდასხმა როგორი საშნელებაა, რადგან იგივე განვიცდით რუსეთის მხრიდან“, - წერს ზელენსკი სოციალურ ქსელში.
ამერიკული გამომცემლობა Axsio-ს წყაროს თანახმად, ბაიდენმა გააფრთხილა ნეთანიაჰუ, რომ ის არ დაუჭერს მხარს საპასუხო დარტყმას: ამერიკა მასში მონაწილეობას არ მიიღებს. „შენ მოიგე, მიიღეთ მოგება“, - უთხრა ამერიკელმა ლიდერმა ისრაელს, წერს Axios
როგორ უპასუხებს ისრაელი?
თუმცა, ისრაელის თავდაცვის მინისტრმა, იოავ გალანტმა განაცხადა, რომ ირანთან დაპირისპირება ჯერ არ დასრულებულა. ისრაელის ვებგვერდის Ynet-ის ცნობით, ისრაელის ხელისუფლებაში საუბარია თუ როგორ უნდა შეფასდეს თეირანის ქმედებები - განზრახვებით თუ შედეგებით. ამავე გამოცემის ინფორმაციით, ირანის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსი, გენერალი მოჰამედ ბაგერი კვლავ იმუქრება. „თუ ისრაელი საპასუხო მოქმედებებს განახორციელებს, ჩვენი შემდეგი ოპერაცია გაცილებით მასშტაბური იქნება“. ის ასევე იმუქრება, რომ თავს დაესხმება ამერიკულ ბაზებს ახლო აღმოსავლეთში, თუ ისრაელი ამერიკის მხარდაჭერას მიიღებს.
კვირას განვითარებული მოვლენების გამო, ღაზაში ცეცხლის შეწყვეტის შესახებ მოლაპარაკებები, კაიროში კიდევ ერთხელ ჩიხში შევიდა.