„ბიძინა ივანიშვილს საქართველოს რკინიგზისა და პორტის „დათრევა“ სურს“

„ბიძინა ივანიშვილს საქართველოს რკინიგზისა და პორტის „დათრევა“ სურს“

ყოფილი პრემიერი ბიძინა ივანიშვილი პირობას დებს, რომ პოლიტიკურ პროცესებს კულისებიდან არასოდეს მართავს, რადგან ამას საკუთარ ქვეყანას და გუნდს არ აკადრებს, რომელსაც უაღრესად დიდ პატივს სცემს.

კოალიციის ყოფილი ლიდერი პოლიტიკიდან წასვლის შესახებ ოფიციალურ განცხადებას 24 ნოემბერს გააკეთებს, მაგრამ უკვე ამბობს, რომ მისი საქმიანობა იქნება სრულიად გამჭვირვალე, თუმცა, ამავდროულად, მას ექნება გარკვეული გავლენაც.

„ყველაზე დიდი აბსურდი, რასაც მომაწერენ, არის ის, რომ თითქოს, მეშინია, პასუხისმგებლობას გავურბივარ და ამიტომ, მივდივარ პოლიტიკიდან“, - აცხადებს ივანიშვილი.

თუ რას ფიქრობენ მმართველ გუნდში მიმდინარე პროცესებზე, „ნაციონალურ მოძრაობაში“, ამის გარკვევას for.ge დეპუტატ გივი თარგამაძესთან შეეცადა:

ტრადიციისამებრ, ოპოზიციამ მთავრობას ნდობა არ გამოუცხადა. ხელისუფლების ეკონომიკურ პოლიტიკას აკრიტიკებთ და საბიუჯეტო სახსრებისგარღვევაზეაპელირებთ. სხვა მხრივ, აღმასრულებელ ხელისუფლებასთან კითხვები არ გაქვთ?

- მთავრობას მხარი იმ კატასტროფული შედეგებიდან გამომდინარე არ დავუჭირეთ, რაც მათ ერთი წლის განმავლობაში ქვეყანაში დააყენეს. ქვეყნის სათავეში ყველაზე წარუმატებელი მთავრობაა, რომელმაც მილიარდიანი „გარღვევა“ მოახერხა. შესაბამისად, ჩვენი უნდობლობა ტრადიციის ახირებული გამოვლინება არ იყო. ახალმა ხელისუფლებამ ყბადაღებული სამართლიანობის აღდგენა ისეთი ტიპის სამართალში გადაიყვანა, რომელზეც მთელი მსოფლიო ლაპარაკობს. ყველასთვის ნათელია, რომ საქართველოში გაჩერებულია ეკონომიკა და არ ხდება ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელება. ყველაფერს „ნაციონალურ მოძრაობას“ აბრალებენ, მაგრამ ამას რესურსი აქვს და ხალხს ყელში ამოუვა ბრალდება, რომ ყველაფერი ჩვენი ბრალია. მსგავსი რიტორიკა, მათ არაკომპეტენტურობას ასახავს.

თუმცა, ფინანსთა მინისტრი აცხადებს, რომ ეკონომიკის დაღმასვლა იმ ზეწოლას უკავშირდება, რასაც თქვენი მმართველობით დროს ჰქონდა ადგილი. ნოდარ ხადური ამბობს, რომ ბიზნესი ერთი კაბინეტიდან იმართებოდა და ამჟამად, ბიზნესინაციონალური შოკიდანგამოდის.. .

- სასურველია, ფინანსთა მინისტრმა თქვას ამ „შოკიდან“ გამოსვლას თუ რამდენი ხანი დასჭირდება. ნოდარ ხადური საქმის კეთების ნაცვლად, ჩვენზე ლაპარაკით არის დაკავებული. ალბათ, ის იძულებულია, რომ კლოუნობით იყოს დაკავებული, რადგან მას არავინ ეკითხება თუ როგორ მართოს ეკონომიკა. ჩვენი ხელისუფლების დროს, ბიზნესი ერთი კაბინეტიდან მართლა არ იმართებოდა, მაგრამ ახლა, ყველაზე მძიმე ის არის, რომ ბიზნესი კაბინეტიდანაც არ იმართება და ყველაფერს ერთი სახლიდან აკონტროლებენ, რაც მძიმე შედეგების მომტანი იქნება.

ერთ სახლშიბიძინა ივანიშვილს გულისხმობთ, რომელიც სამოქალაქო სექტორში მიდის? შეგიძლიათ, ერთი მაგალითი დაასახელოთ, რომელიცერთი სახლიდანბიზნესის კონტროლს ადასტურებს?

- არ ვიზიარებ ფორმულას - ბიძინა ივანიშვილი სამოქალაქო სექტორში მიდის. ეს, რას ნიშნავს?! ბიძინა ივანიშვილს საზოგადოება ჯარი ჰგონია თუ, ორგანიზაცია?! რას ჰქვია გადადის, აქამდე საზოგადოების წევრი არ იყო?! ბიძინა ივანიშვილი პოლიტიკურ პროცესებზე გავლენას, როგორც ოლიგარქი ისე მოახდენს, რომ მას არანაირი პასუხისმგებლობა არ ექნება. ივანიშვილი რასაც ცდილობს, ეს ყველასთვის გასაგებია. სინამდვილეში, მისი ოცნება არც ქართული იყო და არც რუსული. მას წმინდა წყლის ოლიგარქიული ოცნება ჰქონდა. ივანიშვილის მსგავსად, საქართველოსგან ბადრი პატარკაციშვილსა და ბორის ბერეზოვკისაც იგივე სურდათ. ბიძინა ივანიშვილს პოლიტიკური პროცესების მართვა პასუხისმგებლობის გარეშე ისე სურს, რომ თან საქართველოს რკინიგზა და პორტი „დაითრიოს“. ამდენი ხანი ლაზიკას პორტზე დაგვცინოდნენ, მაგრამ ამ პორტს, თავად ანაკლია დაარქვეს. ასეთი ტიპის ტყუილები სირცხვილია.

თქვენს ლოგიკას რომ მივყვეთ, თუ ივანიშვილს პორტისა და რკინიგზისდათრევასურდა, მას ეს თქვენი ხელისუფლების პირობებშიც შეეძლო, რადგან თქვენი მმართველობის პირობებში, რამდენიმე სტრატეგიული ობიექტი გასხვისდა...

- ფაქტია, რომ უკვე „ითრევს“. ჩვენი ხელისუფლების პირობებში, მას რკინიგზასა და პორტს, ექსკლუზიურად არავინ მისცემდა. თავის დროზე, იგივე მოლაპარაკებები ბადრი პატარკაციშვილთანაც მიმდინარეობდა, მაგრამ იქედან გამომდინარე, რომ ის განსაკუთრებულ, მონოპოლისტურ წინაპირობებს აყენებდა, ეს მოლაპარაკებები არ შედგა. შესაბამისად, მსგავსი მოლაპარაკებები არც ბიძინა ივანიშვილთან შედგებოდა, მაგრამ მას ამის სურვილი არც გამოუვლენია. ივანიშვილის გეგმაა, როცა განაგებს სიტუაციას, ეს ობიექტებიც მაშინ „დაითრიოს“.

რაც შეეხება ახალ პრემიერ-მინისტრს, პარლამენტი მთავრობის დამტკიცების თაობაზე ორი დღის განმავლობაში მსჯელობდა და ირაკლი ღარიბაშვილმა ნაციონალებიდაგტუქსათკიდეც. ახალი მთავრობის პირობებში, რა პროცესების განვითარება ელით?

- მართალი გითხრათ, ირაკლი ღარიბაშვილს ისტერიკა სჭირდა, რომლის ფონზეც ის, პოლიტიკურ ოპონენტებს აშკარად სიძულვილის ენით ელაპარაკებოდა. მის პოზიციებში კონსტრუქციული ნაბიჯები არ გამოიკვეთა. შესაბამისად, ეჭვი მეპარება, რომ მან ამ გუნდით, მძიმე სიტუაციის გამოსწორება შეძლოს. მთავრობის მხრიდან, გაუთავებელი საუბარი იქნება იმაზე - თუ როგორ დავანგრიეთ ქვეყანა და ყველაფერში დამნაშავეები ჩვენ ვართ. ალბათ, ის სპეც-ეფექტებიც იქნება, რომლითაც ისინი ხელისუფლებაში მოვიდნენ, მაგრამ ხალხს ეს ტყუილები მოსწყინდება.

სიძულვილის ენა ახსენეთ და ამაზე მიხეილ სააკაშვილი გამახსენდა... ამჟამად, სად იმყოფება ექსპრეზიდენტი? თქვენი ლიდერი საქართველოში დაბრუნებას, როდის აპირებს?

- სიძულვილის ენაზე სააკაშვილი რატომ გაგახსენდათ?

ამ ფორმას ხშირად მიმართავდა და ამიტომ...

- სააკაშვილი მიმართავდა? მის დროს, პოლიტიკური ოპონენტების დაპატიმრება არ მახსოვს. სააკაშვილი სიძულვილის ენას კრიმინალებთან მიმართებაში იყენებდა და არა პოლიტიკური ოპონენტების მიმართ, რასაც ადგილი ირაკლი ღარიბაშვილის შემთხვევაში აქვს. ხომ არ გავიწყდებათ, რომ ამ ხელისუფლებამ კრიმინალები გაათავისუფლა და მათ პოლიტდევნილის სტატუსი მიანიჭა?! რაც შეეხება მიშას ადგილსამყოფელს, მას ახლა მაინც აქვს იმის უფლება, რომ ყოველდღიური გადაადგილების შესახებ ანგარიში საზოგადოებას არ ჩააბაროს და საკუთარი შეხედულებისამებრ იაროს.

აკაკი ბობოხიძე მიხეილ სააკაშვილს ურჩევს, საქართველოში დროებით არ ჩამოვიდეს, რომ ხელისუფლებას ხელი არ წაუცდეს და არ დააკავოს. თქვენი ლიდერი, აქტიურ პოლიტიკაში დაბრუნებას აპირებს?

- მიშა სააკაშვილს არაფერს ვურჩევ, რადგან მას საკმაო ალღო აქვს იმისათვის, რომ გადაწყვეტილებები თავად მიიღოს. ამ ასაკისა და ამ დონის პოლიტიკოსი პოლიტიკას ვერ მოსწყდება. ვფიქრობ, რომ ეს ასეც იქნება.

აქტიურ პოლიტიკაში მიხეილ სააკაშვილის დაბრუნებას არ გამორიცხავთ, მაგრამნაციონალური მოძრაობიდანკადრების გადინება კვლავ გრძელდება. მიმდინარე კვირას, თქვენი რიგები დავით ბეჟუაშვილმა დატოვა და for.ge- ინფორმაციით, მას კობა ნაყოფიაც მიბაძავს. დარწმუნებული ვარ, კადრების გადინებასპოლიტიკურ ზეწოლასუკავშირებთ, მაგრამ ბეჟუაშვილი გიორგი მარგველაშვილის საზეიმო მიღებაზე იმყოფებოდა და მასზეც ზეწოლა განხორციელდა?

- ამას ბეჟუაშვილი იტყვის თუ არა, არ ვიცი, მაგრამ ვისაც ბიზნესი აქვს, სწორედ მათი დაშანტაჟება ხდება. ბეჟუაშვილი ამბობს, რომ ის დამოუკიდებელ დეპუტატის სტატუსს შეინარჩუნებს.

თუმცა, for.ge- ინფორმაციით, ფრაქციის შექმნის თაობაზე მარიკა ვერულაშვილი ნაყოფიასთან და სწორედ ბეჟუაშვილთან აწარმოებდა მოლაპარაკებებს...

- ამის შესახებ ინფორმაციას არ ვფლობ, მაგრამ მარიკა ვერულაშილი მძიმე შემთხვევაა.

ქვეყანას ახალი შინაგან საქმეთა მინისტრი ჰყავს. თქვენ ალექსანდრე ჭიკაიძეს კითხვით მიმართეთ - „მიუღია თუ არა უკანონო ბრძანება და შეუსრულებია თუ არა უკანონო ბრძანება?“. თქვენი ინფორმაციით, ახალგაზრდა მინისტრი 26 მაისის აქციაზე იმყოფებოდა. ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ ჭიკაიძე აქციაზე იმყოფებოდა, მაგრამ დარბევაში მონაწილეობა არ მიუღია. რა ინფორმაციას ფლობთ, მისი საქმანობის შესახებ?

- 26 მაისის ღონისძიებაზე, ყველაზე სწორი პოზიცია სოციალური ქსელის ერთ-ერთ მომხმარებელს ჰქონდა, რომელმაც დაწერა, რომ „თუ იქ აქციის დაშლაში არ იღებდა მონაწილეობას, აბა, რას აკეთებდა, აშველებდაო?!“ ამ ღონისძიებაში მონაწილეობას ჭიკაიძე ისევე ჩვეულებრივად იღებდა, როგორც ყველა სხვა დანარჩენი. არ ვთვლით, რომ მან რაიმე უკანონობა ჩაიდინა. მას, როგორც პოლიციელს, კარგად ახასიათებენ. მან პოლიციაში ყველა საფეხური საკმაოდ მძიმე შრომით გაიარა. მიუხედავად იმისა, რომ მამამისი შევარდნაძის დროინდელ პოლიციაში მუშაობდა, მასაც არ ახასიათებენ ცუდად, რაც იშვიათი გამონაკლიასია. ჭიკაიძეს პარლამენტში ორი დღის განმავლობაში ვუყურებდით და მან აღმოაჩინა, რომ მინისტრობა დააბრალეს. ყველა ვცდილობდით, რომ მისთვის კითხვები არ დაგვესვა, რადგან ძალიან წვალობდა. ამას გარდა, მისგან მიუღებელი და ულამაზო ნათქვამი იყო, როცა ღარიბაშვილის სიტყვები გაიმეორა და თქვა, რომ „უკანონო ბრძანება ვინც გასცა, ახლა საპატიმროში არისო“. ის ყოველთვის ვანო მერაბიშვილის მადლიერი იყო, რომ კარიერული ზრდის საშუალება მიეცა. ლამაზი არ არის, როცა ღარიბაშილის სიტყვებს თუთიყუშივით იმეორებს. სამწუხაროდ, მომავალში, კერძო სახლიდან ჯერ ისტერიულ ადამიანს უბრძანებენ, შემდეგ კი, ჭიკაიძეს იხმობენ. ეს სისტემა, ოჯახურ წრეში ჩაიკეტა და ასეთი საქმიდან კარგი არ გამოვა. შეიძლება, ჭიკაიძე კარგი პიროვნება იყოს, მაგრამ ის ცუდ ამბავშია მოხვედრილი.