ალექსი პეტრიაშვილი კადეტთა სამხედრო ლიცეუმში

ალექსი პეტრიაშვილი კადეტთა სამხედრო ლიცეუმში

დღეს, კადეტთა სამხედრო ლიცეუმს ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი, ალექსი პეტრიაშვილი ეწვია. შეხვედრას სამივე კურსის 240 კადეტი დაესწრო. ღონისძიება ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის მიერ იყო ორგანიზებული.

ახალგაზრდებს სახელმწიფო მინისტრმა საჯარო ლექცია წაუკითხა. ალექსი პეტრიაშვილმა საქართველოს შეიარაღებულ ძალებში მიმდინარე წარმატებულ რეფორმებზე, რეგიონულ უსაფრთხოებაზე, ევროკავშირსა და ნატოში ინტეგრაციის საკითხებზე, ასევე ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმებისა და ვილნიუსის სამიტის შესახებ ისაუბრა.

შეხვედრის ბოლოს ალექსი პეტრიაშვილმა ლიცეუმის მსმენელების შეკითხვებს უპასუხა. კადეტების კითხვები რეგიონული უსაფრთხოების საკითხებს, თანამედროვე პოლიტიკურ პროცესებსა და საქართველოს ალიანსის წევრობის პერსპექტივებს უკავშირდებოდა.

ღონისძიების დასასრულს, სახელმწიფო მინისტრმა კადეტთა სამხედრო ლიცეუმის ინფრასტრუქტურა დაათვალიერა და კადეტების საცხოვრებელ პირობებსა და საგანმანათლებლო პროგრამას გაეცნო.