ახალ პრემიერ-მინისტრს, რომ ცვლილებების გატარება აუცილებლად მოუწევს, ამას ბიძინა ივანიშვილის მრჩეველი, გია ხუხაშვილიც ადასტურებს. იყო მოსაზრებაც, რომ კონკრეტული მინისტრების შეცვლით კოალიციაში ბალანსი დაირღვეოდა. თუმცა თანხმდებიან იმაზე, რომ ამ რთულ პერიოდში საჭირო იყო კოალიციის ერთიანობის შენარჩუნება და შესაძლებალია, სწორედ ამის გამო არ განხორციელდა კონკრეტული სამთავრობო ცვლილებები. for.ge-სთან საუბრისას გია ხუხაშვილი აცხადებს, რომ ლოგიკური არ იქნებოდა რომელიმე მინისტრის უახლოეს ორი სამი თვის განმავლობაში შეცვლა.
იზიარებთ ღარიბაშვილის განცხადებას, რომ მთავრობამ ერთი წლის განმავლობაში აჩვენა კარგი მუშაობა და სწორედ ამიტომ არ განახორციელა ძირეული ცვლილები მთვარობის შემაგენლობაში...
გია ხუხაშვილი: ამ მთავრობამ, ის ამოცანები რაც მის წინაშე იდგა, პრინციპში, გადაწყვიტა. უნდა გვესმოდეს ერთი რამ, რომ სახელისუფლებო სისტემა ისეთ მძიმე მდგომარეობაში ჩაიბარა დღევანდელმა ხელისუფლებამ, რომ მისი რეორგანიზაცია, ტრანსფორმირება სერიოზული რყევების გარეშე ისე, რომ მთლიანობაში არ დაგვეზიანებინა, ძალიან რთული იყო. მე ვფიქრობ, რომ ამ ადამინებმა ძალიან ღირსეულად გაართვეს თავი ამოცანებს. შეიძლებოდა თუ არა უფრო სწრაფად რამის გაკეთება, რომ დღეს უფრო წინ ვყოფილვიყავით? ეს საკამათო თემაა. მე აქ კატეგორიული არ ვიქნები. შესაძლოა, შეიძლებოდა კიდევაც, იდეალური არავინ არაა. რაც შეეხება იმას, რომ მან არავინ არ შეცვალა, ესეც სავსებით ლოგიკურია.
ირაკლი ღარიბაშვილი ამ ადამიანებთან ერთი წლის განმავლობაში მუშაობდა, ძალიან კარგი კომუნიკაცია იყო მათ შორის. ირაკლი ღარიბაშვილს თავისი გუნდი რომ მოეყვანა, ვფიქრობ, რომ ეს ძალიან უცნაური იქნებოდა იმიტომ, რომ ამ გუნდში მუშაობს და მათთან ერთად აგებდა ის პასუხს ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებზე. ეს პასუხისმგებლობა მასზე გადადის უკვე, მისი სტატუსი იცვლება ამ მთავრობაში.
ერთადერთი ახალი სახე ეს არის შს მინისტრი, ნაკლებად ცნობილი ფიგურაა, ის არაა გამოცდილი კადრი, რასაც უწუნებენ ირაკლი ღარიბაშვილს...
- ახალგაზრდა კაცია. ჩემთვის აქ მნიშვნელოვანია, რომ ხაზგასმა მოხდა არაპოლიტიკური ფიგურის, თვითონ შსს-ს გაგებით ეს არაა გამოცდილი კადრი. ეს არის ხაზგასმა იმისა, რომ მოხდება პოლიციის დეპოლიტიზირება, ამის ფინალური ეტაპია. ნებისმიერი გამოცდილ ან ცნობად ადამაინს თეორიული შანსი ყოველთვის რჩება, რომ საკუთარი კარიერით და პოლიტიკური ამბიციით დაკავდეს. მე ვფიქრობ, რომ ამ შემთხვევაში ეს არის პოლიტიკური ხაზგასმა იმისა, რომ პოლიცია საბოლოოდ ხდება დეპოლიტიზირებული და ესეც კარგია.
მთავრობის ეფექტურ მუშაობას რაც შეეხება, უმრავლესობის ლიდერმა მუშაობა დაუწუნა ფინანსთა და გარემოს დაცვის მინისტრებს. ის თვლის, რომ გაცილებით ეფექტურად შეეძლო ამ უწყებებს, რომ ემუშავათ. როგორ ფიქრობთ, რამდენად სამართლიანი იყო საგანელიძის კრიტიკა?
- ყველას შეეძლო უკეთესად ან უარესად ემუშავა. ფინანსთა მინისტრი ხელისუფლების გაგებითაც ყოველვის არის არაკომფორტული ადამაინი, იმიტომ, რომ შეუძლებელია ფინანსთა მინისტრით ვინმე კმაყოფილი იყოს. იმ ბიუჯეტის პირობებში ძალიან რთულია ამ ამოცანების გადაწყვეტა. ვფიქრობ, რომ ნოდარ ხადური არის კარგი მინისტრი. უკეთესი არ დაილევა, მაგრამ დღეს მისი შეცვლის საჭიროება ნამდვილად არ იდგა. ის ღირსეულად მუშაობდა. მან ძალიან ცუდ მდგომარეობაში ჩაიბარა ეს სამინისტრო და ძალიან ბევრი გააკეთა. შეიძლება კრიტიკული გამოსვლები იყოს მის მიმართ, მაგრამ არა მგონია, რომ საგანელიძეს მისი შეცვლის საკითხი დაეყენებინა.
მისი შეცვლის საკითხი ნამდვილად არ დაუყენებია...
- ფინანსთა მინისტრის კრიტიკა ჩვეულებრივი ამბავია ნებისმიერ ქვეყანაში იმიტომ, რომ არც ერთი დეპუტატი არასოდეს კმაყოფილია არაა ფინანსთა მინისტრით, იმდენად, რამდენადაც ეს არის ადამიანი, რომელიც ანაწილებს ფულს და რომელიც არავის არ უყვარს.
საპარლამენტო უცირესობა მთავრობის შემადგენლობასთან შეხვდრით უკმაყოფილოა. შს მინისტრის კანდიდატს ჩიორა თაქთაქიშვილმა ოროსანი უწოდა, არც ზაქარეიშვილის მიმართ ჰქონდათ კითხვები, საერთო ჯამში მინისტრებით უკმაყოფილოა ოპოზიცია...
- უმცირესობა რიტორიკას არ მოიშლის. „ჩემი შენ გითხარი“-ს პრინციპით მოქმედებენ. ჩემი აზრით, ჩიორა თაქთაქიშვილი საერთოდ ქართულ პოლიტიკაში სერიოზული პაროდიული ფიგურაა, თან ისეთი, რომ თვითონაც არ იცის სადაა, თავის სამყაროში ცხოვრობს, თამაშობს თავისთვის თავის როლს. ფაფხურობენ, ვაძლევთ საშუალებას და ფაფხურობენ, ამის უფლება აქვთ.
პირადად თქვენ მთავრობის ყველა წევრის მუშაობას დადებითად აფასებთ? კითხვები არ გაქვთ?
- რა თქმა უნდა, მაქვს შენიშვნები და ყველას ერთნაირად არ ვუყურებ. ისეთი, რომ სერიოზული დასკვნები კეთდებოდეს, ან რაიმე საჯარო განცხადება გავაკეთო, ამის საფუძველი არ მაქვს. იგივე დავით საგანელიძემ თავისი უკმაყოფილება დააფიქსირა გარემოს დაცვის მინისტრის მიმართ... მეც მაქვს რაღაც შენიშვნები ამ სამინისტროს მიმართ. ვფიქრობ, რომ ხშირ შემთხვევაში ისინი ე.წ. გარემოს დამცველი საზოგადოებრივი ორგანიზაციის პოზაში დგებიან, ვიდრე სახელმწიფოს პოზიციაში. ეს თავისთავად ცუდი არაა.
მათ გარემო უნდა დაიცვან, მაგრამ ჩვენ უნდა გვესმოდეს, რომ იმისათვის, რომ სახელმწიფოში რაღაცა გაკეთდეს, რაღაცა რაღაცის ხარჯზე ყოველთვის ხდება. ნებისმიერი ეკონომიკური აქტივობა, ფაქტია, რომ გარემოსთვის საზიანოა. აქ სწორი კვეთაა მოსაძებნი, გარემოს დაცვამ ეს ფუნქცია უნდა შეასრულოს, რომ მინიმალური ზარალით ხდებოდეს. ასეთი მომენტები ამ სამინისტროს ბიოგრაფიაში იყო, თუმცა საერთო ჯამში ისეთი კატასტროფა არ ყოფილა, რომ ამის გამო საკადრო ცვლილება გამხდარიყო საჭირო. ასევე ნებისმიერ მინისტრათან შეიძლება მქონდეს ჩემი დამოკიდებულება, თუმცა ჯერ-ჯერობით გარეთ გამოსატანს ვერაფერს ვერ ვხედავ. შენიშვნები ცოტა ყველასთან მაქვს.
ექსპერტები თვლიან, რომ ღარიბაშვილი ძალიან ფრთხილობს მთავრობის შეცვლასთან დაკავშირებით, თუმცა მათი ვარაუდიდ სამთავრობო ცვლილება ვილნიუსის სამიტის შემდეგ გარდაუვალია...
- ლოგიკურად არ მიმაჩნია, რომ უახლოეს რამდენიმე თვეში ეს ცვლილება მოხდეს. შეიძლება ეს მოხდეს ერთ თვეში და კი ბატონო, ასეთი პროცესები ჩვეულებრივი ამბავია. ყოველშემთხვევაში დღეს ლოგიკური არ იქნებოდა რომელიმე მინისტრის შეცვლა უახლოეს ორი-სამი თვის განმავლობაში. ახალ მთვარობაში ყველას უნდა მიეცეს კიდევ ერთი შანსი. ის, რომ ირაკლი ღარიბაშვილი ფრთხილობს, მე ამაშიც ვერ ვხედავ ლოგიკას იმიტომ, რომ ირაკლი ღარიბაშვილის გუნდიდან არიან ეს ადამიანიები, მათ მიმართ არ ყოფილა სერიოზული წარუმატებლობის ბრალდება.
ის რაც დღემდე ხდებოდა ამ მთავრობაში, ირაკლი ღარიბაშვილი ყველაფერზე სოლიდარულად აგებდა პასუხს ამ მინისტრებთან ერთად. ასე მუშაობს მთავრობა და მინისტრთა კაბინეტი. ამ სიტუაციაში მისი მხრიდან რაიმე რადიკალური ცვლილება სიფრთხილით კი არაა განპირობებული, ამავდროულად - საღი აზრიც არის. ნებისმიერ სხვა გადაწყვეტილებაში, ჩემი აზრით, ლოგიკა არ იქნებოდა. რამდენიმე თვეში უკვე ახალი სტატუსით მოუწევს ამ ადამიანს თავის მეგობრებთან მუშაობა. ახალი სტატუსიდან გამომდინარე, რაღაც პერიოდის შემდეგ შეიძლება გამოჩნდეს მუშაობაში ხარვეზები. ანუ ახალი სტატუსიდან გამომდინარე რამდენად კოფორტულად იგრძნობს ამ ადამიებთან თავს. ეს უახლოეს ორ-სამ თვეში არ მოხდება.
რაც შეეხება თქვენს სტატუსს... ჯერ ისევ პრემიერ-მინისტრის მრჩეველი ხართ?
- რაღაც კომისიებში ვარ, მაგრამ ეს არის ფორმალური. გახსოვთ, როცა ამ პროცესში შევედი, ვთქვი, რომ პროცესის დასრულების შემდეგ გამოვალ-თქო. პირველ ოქტომბერს გამოვაცხადე, რომ მოვდივარ-მეთქი, მაგრამ გამიძნელდა. მას შემდეგ, რაც უკვე პრეზიდენტი არჩეულია, ჩემი ხელისუფლებაში დარჩენა ძალიან უცნაური იქნებოდა და თან ეს არაფერი მჭირდება. ჩამოვყალიბდი სხვაგავარად მოაზროვნედ. ყოველთვის ვიყავი სისტემის ოპონენტი, სისტემის შიგნით ცხოვრება ჩემთვის ძალიან რთულია.
დისიდენტური აზროვნება ჩამოყალიბდა და სისტემისთვისაც საზიანო იქნება ჩემისთანა ადამიანების შიგნით ყოფნა. მაქსიმალისტი ვარ და ძალიან სწრაფად და იდეალურად მინდა ყველაფერი. ეს, რა თქმა უნდა, სისტემასთან იწვევს კონფლიქტს, სისტემაში უნდა იყოს კონფლიქტი, მაგრამ არ უნდა იყოს მწვავე, რადგან ეს ხელს უშლის სისტემის ნორმალურ ფუნქციონირებას და ძაბავს სიტუაციას. მე თავიდანვე ვიცოდი რომ ასე იქნებოდა. უბრალოდ ახლა მომეცა ამის საშუალება. სააკაშვილის წასვლის შემდეგ ხელისუფლება სტაბილურია და მას სჭირდება გარედან დაბალანსება. ამ გარედან დაბალანსებაში მივიღებ მონაწილებას.
რა ფორმით იქნებით ჩართული ხელისუფლების გარედან დაბელანსებაში?
- კონკრეტულ თემაზე არ ვიჩქაროთ. მგონია, რომ არაა ეს საჩქარო. მით უმეტეს, ორი-სამი თვე ჩვენ უნდა დავაკვირდეთ როგორ განვითარდება პროცესები. ამის შემდეგ ჩამოვყალიბდები, რა სეგემნტით და რა ფორმით ვიქნები პროცესში ჩართული.
რაც შეეხება სასამართლო დავას... თქვენი სარჩელი ლაშა ამირეჯიბის წინააღმდეგ სასამართლომ წარმოებაში მიიღო. ჩანიშნულია სასამართლო პროცესი?
- პროცესი ჩანიშნულია და ძალიან მაინტერესებს რა არგუმენტებს წამოაყენებს. მე მას ტელეეთერით შევთავაზე, რომ თუ დაასახელებდა დამკვეთს, ამ შემთხვევაში მზად ვიყავი სარჩელი გამეტანა. ლაშა ამირეჯიბი ჩემთვის არის უმნიშვნელო ფიგურა, არაფერში მჭირდება მისი რეაბილიტაცია. მე ვფიქრობ, რომ ამაზე მაღლა ვდგავარ. მაგრამ ჩემთვის საინტერესოა, რა და ვინ იდგა ამ სიბინძურის უკან.