კონსტიტუციის 73-ე მუხლის შესაბამისად, საქართველოს პრეზიდენტი ნიშნავს ეროვნული უშიშროების საბჭოს წევრებს, ასევე, მთავრობასთან შეთანხმებით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან გადააყენებს საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსს და სხვა მხედართმთავრებს. გიორგი მარგველაშვილის გადაწყვეტილებით გენერალურ შტაბს, ბრიგადის გენერალი, ვახტან კაპანაძე უხელმძღვანელებს. ჯერჯერობით, პრეზიდენტის ადმინისტრაციაში კომენტარი არ კეთდება, თუმცა კულუარებში ამ ინფორმაციას ადასტურებენ.
თავდაცვის უწყებაში გენერალური შტაბის უფროსად ვახტანგ კაპანაძის შესაძლო დანიშვნას არც უარყოფენ და არც ადასტურებენ. როგორც თავდაცვის სამინისტროში აცხადებენ, გენერალური შტაბის უფროსის დამტკიცება ახალი მთავრობისთვის უფლებამოსილების მინიჭების შემდეგ მოხდება. ამ ეტაპზე გენერალური შტაბის უფროსი ისევ ირაკლი ძნელაძეა, ხოლო მოადგილე ვახტანგ კაპანაძე.
რაც შეეხება, პოლკოვნიკ ირაკლი ძნელაძეს, ჩვენს ხელთ არსებული ინფoრმაციით, ის გენერალურ შტაბში გააგრძელებს მოღვაწეობას. ირაკლი ძნელაძე, რომელსაც დასავლური განათლება აქვს მიღებული, გენერალური შტაბის უფროსად ყოფილმა პრეზიდენტმა მიხელ სააკაშვილმა გენერალ კალანდაძის დაკავების შემდეგ დანიშნა. ძნელაძე ორივე მხარისთვის მეტ-ნაკლებად მისაღები პიროვნება იყო. თუმცა მაშინვე გავრცელდა ინფორმაცია, რომ ის დროებითი იყო დანიშნული ამ თანამდებობაზე და ახალი პრეზიდენტის არჩევის შემდეგ მას მოუწევდა თანამდებობის დატოვება.
აღსანიშნავია, რომ ამ თანამდებობაზე თავდინავე თავდაცვის მინისტრმა ვახტანგ კაპანაძეზე შეაჩერა არჩევანი, თუმცა კანდიდატურის წინააღმდეგი მიხეილ სააკაშვილი იყო, რომლის უფლებამოსილებაში შედიოდა გაერთიანებული შტაბის უფროსის დანიშვნა. როგორც უსაფრთოების საკითხებში ექსპერტი, თეონა აქუბარდია აცხადებს, ამიტომაც მოხდა გადაწყვეტილების მიღება პოლკოვნიკ ძნელაძესთან დაკავშირებით.
„შესაბამისად არსებული გადაწყევტლება არ იყო მოულოდნელი. საპარლამენტო არჩევნების შემდეგ ყველა ელოდებოდა, რომ გენერალური შტაბის უფროსი იქნებოდა გენერალი კაპანაძე, თუმცა იქიდან გამომდინარე, რომ მთავარსარდალს არ ჰქონდა ამის სურვილი, ამიტომ ვერ მოხდა მისი წარდგენა. გენერალ კაპანაძეს მიღებული აქვს შესაბამისი განათლება და გამოცდილებაც ამ სფეროში. ის სამხედრო რანგი, რაც მას გააჩნია (ის არის ბრიგადის გენერალი), მისაღებია, რომ ის გახდეს აწ უკვე გენერალური შტაბის უფროსი და არა გაერთიანებული შტაბის უფროსი. როგორც იცით კონსტიტუციური ცვლილებების ამოქმედებიდან, უკვე გაერთიანებულ შტაბს გადაერქვა სახელი და ეწოდა გენერალური შტაბი“, - აცხადებს for.ge-სთან საუბრისას თეონა აქუბარდია.
მისივე განცხადებით, როდესაც საუბარია მიზანშეწონილობაზე, პრეზიდენტი მარგველაშვილი აცხადებს, რომ მასზე მაღალი რანგით იქნება წარმოდგენილი ამ თანამდებობაზე, რაც აბსოლუტურად სწორია. მისი თმით, გენერალ კაპანაძეს საკმაოდ დიდი გამოცდილება აქვს მიღებული შტაბის საქმიანობაში, ის იყო ერთხელ უკვე ამ თანამდებობაზე ირაკლი ოქრუაშვილის მინისტრობის პერიოდში.
პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის ხელმძღვანელი ამბობს, რომ შეიარაღებულ ძალებში ვახტანგ კაპანაძე ყველაზე მაღალი წოდების მქონე და ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული უმაღლესი რანგის ოფიცერია.
„ძალიან კარგი განათლება აქვს მიღებული, ღირსეული წარსული აქვს. ყველაფერთან ერთად მას აქვს საკმაოდ დიდი ავტორიტეტი შეიარაღებულ ძალებში, რასაც ასევე ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. აბსოლუტურად დარწმუნებული ვარ, რომ მისი ხელმძღვანელობის ქვეშ შეიარაღებული ძალები გაძლიერდება და განვითარდება. მოგეხსენებათ, რომ ეს პრეზიდენტის პრეროგატივაა, პრეზიდენტმა უნდა მიიღოს გადაწყვეტილება და შესაბამისად, თუ უმაღლესი მთავარსარდალი ასე თვლის, ამას მხოლოდ მივესალმები.
რანგით ვახტანგ კაპანაძე უფრო მაღლა დგას, ვიდრე დღეს მოქმედი გენერალური შტაბის უფროსი ძნელაძე და ამასაც ერთგავრი მნიშვნელობა აქვს, არ გეგონოთ, რომ ეს არ იყოს ერთ-ერთი მთავარი ფაქტორი, როდესაც სხვა ქვეყნის გენერალური შტაბის უფროსთან ხდება შეხვედრა, ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს წოდებას. ბატონი ვახტანგი რამდენადაც გენერალი გახლავთ, ესეც ერთგავრი დამატებითი ფაქტორი არის. ყოველთვის გამოირჩეოდა კარგი მმართველობით, ძალიან ძლიერი თეორიტიკოსია და მას ამ სფეროში დიდი ავტორიტეტი აქვს, შესაბამისად, ბუნებრივი იყო მისი წარსდგენა ამ პოსტზე“, - აცხადებს for.ge-სთან საუბრისას ირაკლი სესიაშვილი.
ვახტან კპანაძემ 1978-1983 წწ დაამთავრა თბილისის სახელწმიფო უნივერსიტეტი, გეოგრაფია-გეოლოგიის ფაკულტეტი, სპეციალობა - ოკეანოლოგია;
1996-1997 წწ: - ჯ.მარშალის სახელობის სამხედრო ბიუჯეტის დაგეგმარებისა და უსაფრთხოების კოლეჯი (გერმანია) წარჩინებით;
1998-1999 წწ: - უკრაინის ეროვნული სამხედრო აკადემია ოპერატიულ-ტაქტიკური ფაკულტეტი, ოქროს მედლით;
2002-2003 წწ: - აშშ-ის სახმელეთო ძალების ომის წარმოების კოლეჯი;
1983-1990 წწ: - საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ვახუშტი ბაგრატიონის სახელობის გეოგრაფიის ინსტიტუტი; კასტროლოგია-სპელეოლოგიის ლაბორატორია, მეცნიერ-მუშაკი;
1990-1991 წწ: - საქართველოს თავდაცვის მინისტრის მოადგილე;
1991-1992 წწ: - ავღანეთის ვეტერანთა ბატალიონის შტაბის უფროსი;
1992 წელი - სპეციალური დაზვერვის ბატალიონის მეთაური;
1993-1995 წწ: - საქართველოს გენერალური შტაბის საჯარისო დაზვევრის სამმართველოს განყოფილების უფროსი;
1995-1999 წწ: - დაზვევრის მთავარი სამმართველოს საჯარისო დაზვერვის სამმართველოს უფროსი;
1999-2001 წწ: - საქართველოს შეიარაღებული ძალების მე-11 მოტომსროლელი ბრიგადის მეთაური;
2001-2002 წწ: - საქართველოს გენერალური შტაბის ჟ-2 დაზვევრის დეპარტამენტის უფროსი;
2003-2004 წწ: - საქართველოს გენერალური შტაბის სახმელეთო ძალების (სწრაფი რეაგირების ძალების) შტაბის უფროსი;
2004-2005 წწ: - საქართველოს გენერალური შტაბის უფროსი;
2005-2006 წწ: - საქართველოს პრეზიდენტის სამხედრო მრჩეველი;
2006 წელი - აფხაზეთის მთავრობის ანალიტიკური დეპარტამენტის უფროსი;
2006 წელი - აფხაზეთის მთავრობის მინისტრის მოადგილე;
2007 წელი - საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს საგანგებო დავალებათა ელჩი;
2007- 2008 წწ: - სრულუფლებიანი და საგანგებო დესპანი პოლონეთის რესპუბლიკაში;
2008- 10.2012 წწ: - საქართველოს საგარეო დაზვევრის სპეციალური სამსახურის უფროსის მოადგილე;
2012 წლის ოქტომბრიდან - გაერთიანებული შტაბის უფროსის პირველი მოადგილე;