მეოთხე მექანიზირებულ ბრიგადაში სამხედროებმა დაზვერვის დღე აღნიშნეს. ბაზის ტერიტორიაზე საჩვენებელი წვრთნა მოეწყო. სამხედროებმა სადაზვერვო ქვედანაყოფების საჩვენებელი ტაქტიკური სწავლება გამართეს.
მოგვიანებით კი ბრიგადაში კონცერტი ჩატარდა. დაზვერვის დღისადმი მიძღვნილ კონცერტში მეოთხე მექანიზირებული ბრიგადის სამხედროები მონაწილეობდნენ. სამხედრო მოსამსახურეებმა ფოლკლორული სიმღერები და ცეკვები შეასრულეს.
საზეიმო ღონისძიებას გაერთიანებული შტაბის უფროსი, პოლკოვნიკი ირაკლი ძნელაძე და მისი მოადგილე, ბრიგადის გენერალი ვახტანგ კაპანაძე დაესწრნენ.
დაზვერვის დღე 1991 წლის 18 ნოემბერს, თავდაცვის მინისტრის ბრძანებით დაზვერვის სამმართველოს შექმნას უკავშირდება.