ირაკლი ღარიბაშვილმა ჯეიმს აპატურაისთან შეხვედრა გამართა

ირაკლი ღარიბაშვილმა ჯეიმს აპატურაისთან შეხვედრა გამართა

საქართველოს პრეზიდენტის ინაუგურაციის ფარგლებში, დღეს ირაკლი ღარიბაშვილი კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში ნატოს გენერალური მდივნის სპეციალურ წარმომადგენელს, ჯეიმს აპატურაის შეხვდა.

მხარეებმა ნატოში საქართველოს ინტეგრაციის პერსპექტივები განიხილეს. როგორც შეხვედრაზე აღინიშნა, საქართველოში მაღალ დონეზე ჩატარებული საპრეზიდენტო არჩევნები ამ მიმართულებით უდაოდ წინგადადგმული ნაბიჯია. ჯეიმს აპატურაიმ კიდევ ერთხელ დაადასტურა ჩრდილოატლანტიკური ალიანსის მზაობა, განაგრძოს საქართველოს ევროატლანტიკური მისწრაფებების მხარდაჭერა.