შეხვედრა სასტუმრო "ქორთიარდ მარიოტში" პრეზიდენტის ინაუგურაციის ფარგლებში გაიმართა. იაპონიის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ტაკაო მაკინომ ირაკლი ღარიბაშვილს საქართველოს პრეზიდენტის ინაუგურაციის დღე მიულოცა.
თავის მხრივ ირაკლი ღარიბაშვილმა მადლობა გადაუხადა იაპონიის დელეგაციას ინაუგურაციის ღონისძიებაზე დასწრებისთვის. მხარეებმა ორ ქვეყანას შორის არსებული მჭიდრო ურთიერთობების ასპექტებსა და სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივებზე ისაუბრეს. საუბარი შეეხო ეკონომიკური ურთიერთობების გარღმავების შესაძლებლობებსა და საერთაშორისო ორგანიზაციებში ურთიერთმხარდაჭერის საკითხებს.