თავდაცვის მინისტრის შეხვედრა სტუდენტებთან

თავდაცვის მინისტრის შეხვედრა სტუდენტებთან

საქართველოს თავდაცვის მინისტრი ახალგაზრდებთან შეხვედრებს განაგრძობს. დღეს, ირაკლი ალასანია გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტში იმყოფებოდა.

თავდაცვის უწყების ხელმძღვანელმა სტუნდეტებთან საქართველოს შეიარაღებული ძალების განვითარების კონცეფციაზე, საქართველოს უსაფრთხოების განმტკიცების საკითხზე, სამხედროების სწავლის დონის ამაღლებასა და მათი პროფესიონალიზმის დახვეწის გეგმებზე ისაუბრა. ირაკლი ალასანიამ ლექციის მსვლელობისას ასევე, ყურადღება გაამახვილა საქართველოს სწრაფვაზე ჩრდილო-ატლანტიკურ ალიანსში. მოგვიანებით სტუდენტებთან შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში გაგრძელდა და ირაკლი ალასანიამ სტუდენტების შეკითხვებს უპასუხა.

შეხვედრაზე თავდაცვის მინისტრმა სტუდენტების მაღალი მომზადების დონე აღნიშნა და ახალი მთავრობისთვის განათლების პრიორიტეტულობაზე გაამახვილა ყურადღება. როგორც ირაკლი ალასანიამ აღნიშნა, ახალგაზრდებს უნდა ჰქონდეთ მეტი ინფორმაცია საქართველოს შეიარაღებულ ძალებში მიმდინარე რეფორმებზე. ასევე, გაზიარებული უნდა იყოს მათი ინიციატივები ქვეყნის უსაფრთხოების განმტკიცების სფეროში.