ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ჯგუფის 39-ე შეხვედრა გაიმართა

ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ჯგუფის 39-ე შეხვედრა გაიმართა

ქართულმა მხარემ დღეს გამართულ შეხვედრაზე ერგნეთი-დიცისა და ატოცი-კნოლევის მონაკვეთებზე გავლებულ მავთულხლართებსა დაღობეებზე ისაუბრა, რაც მნიშვნელოვან პრობლემებს უქმნის როგორც ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად, ასევე ოკუპირებულტერიტორიაზე მცხოვრებ ადგილობრივ მოსახლეობას.

შეხვედრაზე საუბარი ასევე შეეხო 27 ოქტომბერს საქართველოში საპრეზიდენტო არჩევნების დღეს სოფელ დიდ ხურვალეთში განვითარებულმოვლენებს, როცა რუსეთის საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა ადგილობრივ მკვიდრ დ. ვანიშვილს ცეცხლსასროლი იარაღის მუქარითფიზიკური შეურაცხყოფა, ხოლო რამდენიმე უცნობმა პირმა ტელეკომპანია "მაესტრო“-ს ჟურნალისტს პირდაპირი ეთერის დროს სიტყვიერიშეურაცხყოფა მიაყენა.

შეხვედრაზე აგრეთვე განიხილეს საქართველოს იმ მოქალაქეთა საკითხი, რომლებიც ცხინვალის ციხეში უკანონო პატიმრობაში იმყოფებიან. ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ჯგუფის მომავალი შეხვედრა მიმდინარე წლის 9 დეკემბერს გაიმართება.