შსს-ს აჭარის ა/რ სამხარეო მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა ბათუმსა და გონიოში ერთდროულად ჩატარებული სპეციალური ოპერატიული ღონისძიებების შედეგად ბათუმსა და გონიოში მდებარე 14 სასტუმროს მეპატრონეები და ადმინისტრატორები პროსტიტუციისასთვის ადგილის გამოყოფის ბრალდებით დააკავეს.
აღნიშნული პირები გარკვეული გასამრჯელოს სანაცვლოდ ქალბატონებს პროსტიტუციისათვის ოთახებს სისტემატურად უთმობდნენ.
სასტუმროებსა და კლუბებში მომუშავე პერსონალი და ქალბატონები მოწმის სახით დაიკითხნენ.
პროსტიტუციისათვის ადგილის გამოყოფის ბრალდებით 14 პირია დაკავებული. გამოძიება პროსტიტუციისთვის ადგილის გამოყოფის ფაქტებზე მიმდინარეობს (სსსკ-ის 254-ე მუხლით).