„სტალინი, რუზველტი და ჩერჩილი ვერასდროს ვერ წარმოიდგენდნენ, რომ მათი დაფუძნებული გაერო ვიღაცების უკანალების დამცავ ორგანიზაციად გადაიქცეოდა“

„სტალინი, რუზველტი და ჩერჩილი ვერასდროს ვერ წარმოიდგენდნენ, რომ მათი დაფუძნებული გაერო ვიღაცების უკანალების დამცავ ორგანიზაციად გადაიქცეოდა“

2017 წლიდან ერთნაირსქესიანთა ქორწინების დაკანონება შეიზღუდა და საქართველოს კონსტიტუციაში პირდაპირ ჩაიწერა, რომ ქორწინება, ეს არის ქალისა და მამაკაცის კავშირი ოჯახის შექმნის მიზნით. თუმცა, ამის მიუხედავად, შეიძლება აღმოვჩნდეთ რეალობის წინაშე, როდესაც ქვეყანას მოსთხოვენ ე.წ. „სამოქალაქო პარტნიორობის“ დაკანონებას. საქართველოს შემთხვევაში უკვე იყო ისეთი შემთხვევაც, როდესაც უცხოელების მხრიდან ადგილი ქონდა ტერმინოლოგია „ქალისა და მამაკაცის და გენდერული თანასწორობის“ შემოღების მოთხოვნას, რაც ნიშნავდა, რომ მდედრობითისა და მამრობითის გარდა, ქვეყანას ოფიცალურად სხვა სქესიც უნდა ეღიარებინა.

დღეს, მსოფლიოში ფსევდოლიბერალები ილაშქრებენ ისეთი ტერმინების წინააღმდეგ, როგორიცაა „დედა“ და „მამა“, „ცოლი“ და „ქმარი“ და ა.შ. ითხოვენ ე.წ. „გენდერულად ნეიტრალური“ ტერმინოლოგიის დანერგვას, როგორიცაა „მშობელი 1“ და „მშობელი 2“ და ა.შ. ამის ლოგიკური გაგრძელებაა პასპორტიდან სქესის შესახებ ჩანაწერის ამოღება. მმართველი გუნდი არ მალავს, რომ გარე ძალები საქართველოში ყოველწლიურად ცდილობენ, თავს მოგვახვიონ ე.წ. „პრაიდი“ მაშინ, როდესაც სოციოლოგიური კვლევები ადასტურებს, რომ საქართველოს მოსახლეობის 90% მეტი ამას, სრულიად სამართლიანად, პროპაგანდად აღიქვამს და ე.წ. „პრაიდის“ ჩატარების წინააღმდეგია. შესაბამისად, ამგვარი აგრესიული პროპაგანდის აკრძალვას ხელისუფლება კანონით გეგმავს. როგორც ცნობილია, „ქართულმა ოცნებამ“ მიიღო გადაწყვეტილება, მოამზადოს საკანონმდებლო ინიციატივა, რომელიც საზოგადოებას „ფსევდოლიბერალური იდეოლოგიისგან და მისი გარდაუვალი მავნე შედეგებისგან დაიცავს“. მმართველ გუნდში აცხადებენ, რომ საქართველო შეიძლება აღმოჩნდეს იმ სამწუხარო რეალობის წინაშე, როდესაც მოითხოვენ ე.წ. „სამოქალაქო პარტნიორობის“ დაკანონებას. შესაბამისად, მისი აკრძალვის შესახებ, კანონპროექტი მომზადდება და პარლამენტში დაინიცირდება. ხელისუფლების შფოთს უსაფუძვლოს უწოდებენ ოპოზიციაში და თვლიან, რომ საქართველოში ლგბტქ+ პროპაგანდის პრობლემა არ დგას და მიაჩნიათ, რომ ხელისუფლება უმცირესობის უფლებების შელახვით იწყებს საარჩევნო კამპანიას.

მოვლენების ქრონოლოგია ადასტურებს, რომ ვითარება იმაზე რთულია, ვიდრე ერთი შეხედვით ჩანს: „თბილისი პრაიდის“ ორგანიზებით ჩატარდა სემინარი, რომელზეც განიხილეს, როგორ უნდა გააპროტესტონ მმართველი გუნდის ლგბტ პროპაგანდის საწინააღმდეგო ინიციატივა, მას შემდეგ, რაც ის კანონპროექტად იქცევა. გაეროს განვითარების ფონდის წარმომადგენლობა ადასტურებს, რომ „თბილისი პრაიდის“ მიერ გამართული აღნიშნული სემინარი მათი და ნორვეგიის მთავრობის მხარდაჭერით დაიგეგმა. როგორც ორგანიზაციაში აცხადებენ, სემინარის მთავარი მიზანი იყო ადამიანის და, ზოგადად, უმცირესობების უფლებების დაცვა და ცნობიერების ამაღლება. „თბილისი პრაიდმა“ კი თემად რუსული დეზინფორმაცია დაასახელა.

როგორც ირკვევა „ვილა მოსავალში“ შეკრებილებმა იმსჯელეს იმაზე, როგორ უნდა გაასაღონ აღნიშნული კანონპროექტი რუსულად. გარდა ამისა, გეგმის ერთ-ერთი ნაწილია ევროპული მომავლის საფრთხეზე საუბარი. ე.წ. „თბილისი პრაიდის“ წარმომადგენელი მარიამ კვარაცხელია ამბობს, რომ „ვილა მოსავალში“ მიმდინარე სემინარი ეხებოდა რუსულ დეზინფორმაციას საქართველოში და აქვე დასძენს, რომ მსგავსი შინაარსის შეხვედებს ყოვეთვიურად ატარებენ, რომელიც ეხება ადამიანის ფუნდამენტალურ უფლებებთან დაკავშირებულ საკითხებს.

ეს არაა პირველი შემთხვევა, როდესაც გაეროს განვითარების ფონდისა და ნორვეგიის მთავრობის მხარდაჭერით საქართველოში ტარდება ლგბტქ+ აქტივობები, მეტიც, აფინანსებენ სახელმძღვანელოებს, რომლებიც შემდეგ სხვადასხვა სასწაველებლებში, დაწესებულებებში და საზოგადოებრივ თავშეყრის ადგილებში რიგდება.

„ხალხის ძალის“ წევრის გურამ მაჭარაშვილის განცხადებით, გაერო-ს განვითარების ფონდმა დაადასტურა „თბილისი პრაიდის“, ანუ ლგბტ პროპაგანდის დაფინანსება, რაც უკვე ნიშნავს, რომ ეს ხალხი გადავიდა აშკარა შეტევაზე საქართველოს იდენტობის წინააღმდეგ.

„რაც შეეხება შეფუთვას, თითქოს ეს კანონპროექტი, რომელსაც ჩვენ დავაინიციირებთ, შეიძლება იყოს რუსული და ა.შ. ჩვენ შეგვიძლია პირდაპირ ვთქვათ, რომ ლგბტ - გაუკუღმართებულ ცხოვრებას ეთნოსი არ გააჩნია. ის ებრძვის ქართულსაც, რუსულსაც, ამერიკულსაც, მსოფლიო კაცობრიობას ებრძვის. ლგბტ გაუკუღმართებული ცხოვრების წესი ყველას ებრძვის. ტყუილად ნუ შეეცდებიან, რომ რუსული დაარქვან, ან ნებისმიერი სხვა წარმოშობა, რადგან ეთნოსი ასეთ გაუკუღმართებულ ცხოვრებას არ გააჩნია“, - აღნიშნა გურამ მაჭარაშვილმა.

საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, ფსევდოლიბერალური პროპაგანდის წინააღმდეგ კანონპროექტთან დაკავშირებით ოპოზიცია საკუთარი პოზიციის დაფიქსირებისგან თავს იკავებს და აშკარად არის აქცენტების გადატანის მცდელობა.

„ოპოზიცია დღემდე თავს არიდებს საკუთარი პოზიციის დაფიქსირებას იმ კანონპროექტთან დაკავშირებით, რომელიც მზადდება საპარლამენტო უმრავლესობის მიერ. ეს არის მათი პოლიტიკური გადაწყვეტილება. საზოგადოება დააკვირდება ამ პროცესებს და ამის მიხედვით ჩამოიყალიბებს საკუთარ პოზიციას, როგორც მმართველი პარტიის მიმართ, ასევე ოპოზიციური პარტიების მიმართ“,- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, გივი მიქანაძის განცხადებით, „თბილისი პრაიდის“ შეკრების მთავარი მიზანი არის ის, რომ სტრატეგიულად ჩამოყალიბდნენ, რა კუთხით გააგრძელებენ ანტისახელმწიფოებრივ საქმიანობას.

„ამ ადამიანებმა ძალიან კარგად იციან, სად გადის ადამიანის უფლებების სტანდარტი და ზღვარი. მათი შეკრების მთავარი მიზანი, ალბათ, ის არის, რომ სტრატეგიულად ჩამოყალიბდნენ, რა კუთხით გააგრძელებენ საკუთარ ანტისახელმწიფოებრივ საქმიანობას, რომელიც მიმართულია იმისკენ, რომ ქართული ტრადიციული ცხოვრების წეს-ჩვეულებებისთვის დამახასიათებელი ღირებულებებისა და სიწმინდეების საწინააღმდეგოდ იმოქმედონ“, - აღნიშნა გივი მიქანაძემ.

მაშ ასე, ოპოზიცია მხარს უჭერს ლგბტ პროპაგანდას, მაგრამ ახლა მთავარია, რა ნაბიჯების გადადმისკენ მოუწოდებენ უცხოელი ლობისტები და ამჯერადაც გარისკავენ თუ არა ქართული საზოგადოების ნების წინააღმდეგ წასვლას. ანალიტიკოს ედიშერ გვენეტაძის განცხადებით, 79 წლის წინ შეიქმნა ორგანიზაცია, რომლის სახელი არის საერთაშორისო ორგანიზაცია, რომლის მთავარი ამოცანა იყო დაეცვა მსოფლიო უშიშროება და უსაფრთხოება.

„გაერო - აი, ეს ორგანიზაცია შექმნა სამმა უდიდესმა პოლიტიკოსმა - სტალინმა, რუზველტმა და ჩერჩილმა. დღეს, მათ მიერ დაარსებული ორგანიზაცია გადაიქცა ლგბტ-ს საკრებულოდ. ვერასდროს ვერ წარმოიდგენდნენ მისი დამფუძნებელი მამები, რომ გაერო ვიღაცეების უკანალების დამცავ ორგანიზაციად თუ გადაიქცეოდა. ეს არის მარაზმი, არაფერში არ წერია. გადაგვარების პროცესია. როდესაც მიმდინარეობს ომი, ბავშვები, ქალები, კაცები, მოხუცები იხოცებიან უკრაინასა და ღაზაში, ამ დროს გაერო და მისი მესვეურები ე.წ. დასავლეთის ელჩები საქართველოში ფიქრობენ ვიღაცეების უკანალების დაცვაზე.

როგორც დათა თუთაშხია იტყოდა - „კახპა დედაკაცების საქმეში ჩარევა რა ვაჟკაცის საქმეაო“, ნაღდმა კაცებმა, რომლებიც, საბედნიეროდ, არიან დედამიწაზე, ესენი როგორ უნდა გაატარონ სადმე? ამით დადასტურდა ერთი მეტად მნიშვნელოვანი რამ - დასრულდა მსოფლიოს ის მოწყობა, რომელიც იყო იალტაპოსტამის სისტემის სახით და უნდა შეიქმნას თვისობრივად ახალი სისტემა, რომელიც უპირველესად დაფუძნებული იქნება ზნეობაზე და სამართლიანობაზე. სხვა დანარჩენმა ამოწურა განვითრების საშუალება“, - აცხადებს ანალიტიკოსი.

ედიშერ გვენეტაძე დარწმუნებულია, რომ კანონპროექტის განხილვა ხმაურისა და დაპირისპირების ფონზე წარიმართება და მიზანმიმართულად ხდება ამ კანონის რუსულ კანონად გამოცხადება.

„ატეხენ ერთ ამბავს - არ შეიძლება ამ კანონის მიღება, წინააღმდეგ შემთხვევაში ამ კანონს რუსულად გამოვაცხადებთო. კი ბატონო, თუკი რუსეთში მოქმედებს ასეთი კანონი, რომლის მიღებასაც საქართველოს ხელისუფლება აპირებს, მაშინ მე მივესალმები რუსეთს. როდესაც იულიუს კეისარი მოადგა რომს, მდინარე რუბიკონის სანაპიროს, მას უთხრეს, რომ ძალიან მძიმე იქნება რუბიკონის გადალახვაო. მან კი თქვა - „წილი ნაყარია, რუბიკონი გადალახულია“ - გადალახა და შევიდა რომში. ასევე არის დღეს საქართველოს ხელისუფლება. ამათთან იწილო-ბიწილო არ შეიძლება.

ჩემისთანა ასი ათასობით მოქალაქე ამბობს, რომ არ მინდა ჩემი ბიჭი, ბიჭის უკანალს უყურებდეს! არ მინდა, რომ ჩემი შვილიშვილი გოგონა იყოს უზნეო! არ მინდა ჩემი მომავალი თაობა აკეთებდეს იმას, რაც ჩვენი მამაპაპათთვის მიუღებელი იყო! ამიტომ, ახლა ყოფნა-არყოფნის საკითხი დგას. ჩვენ გვინდა საქართველოს ყოფნა იმ ტრადიციებით, იმ წეს-ჩვეულებებით და იმ ზნეობრივი ხასიათით, რომლითაც დღევანდელ დღემდე მოაღწია ამ ქვეყანამ. ბოლოს და ბოლოს ღვთისმშობლის წილხვედრი ქვეყანა ვართ და ამას საქმით დავამტკიცებთ!

გვეუბნებიან მოვდივართ და თუ ბიჭები ხართ დაგვხვდითო! კი ბატონო, ვხვდებით! ქართველები ვართ და დავხვდებით ქართულად! ამ თვალსაზრისით, დღევანდელი ხელისუფლების კრიტიკას ვერ გავიზიარებ - დავით აღმაშენებელს ერთი დიდგორი მოუწია და შეძლო ქვეყნის გაერთიანება, დღევანდელ ხელისუფლებას ყოველდღე აქვს დიდგორი. დღეს, პატრიოტულად მოაზროვნე საზოგადობა დგას ხელისუფლების გვერდით, ვინაიდან ის იღებს ისეთ კანონს, რომელიც აუცილებელი არის საქართველოს ისტორიის, კულტურის და მთელი ქართველი ხალხის მომავლის გადასარჩენად“, - აღნიშნა for.ge-სთან საუბრისას ედიშერ გვენეტაძემ.

 

 

ლაზი წყალმა წაიღოს გაეროც, მისი განვითარების ფონდიც, ევროკავშირიც, ნორვეგიაც და ყველა, ვინც ღვთისმიერ შექმნილი საკაცობრიო წესრიგის გადაგვარებას დაუჭერს მხარს.
8 თვის უკან
ლევკოთეა დათა თუთაშხიამ კი თქვა ნამდვილად ეგ. მაგრამ მაგ მოგონების ავტორი, მგონი თიყვა, იმასაც ამბობს, აბა ის ვინ იყო, დათა რომ მეძავის საქმეში ჩაერია და დაიცვა (მგონი, ფოთში, მეზღვაურებისგან), ნეკა თითი მოაჭამეს მაშინ დათასო. :)
ამ კანონს რაც შეეხება, ნამდვილად დროულადაა მისაღები. ეგაა, მთლად კეისარის ,,წილი ნაყარია"-ს და დიდგორის ბრძოლას (ფაქტიურად, ყოფნა-არყოფნას) ნუ შევადარებთ.
8 თვის უკან
ლევკოთეა ამ საიტის განათლებულ მკითხველს არ ვაკადრებ, მაგრამ რიგი ქართველი ანალიტიკოსები რომ დიდი ანალიზით არ გამოირჩევიან ამიტომ გავიხსენებ, რას ნიშნავს იდიომა - რუბიკონის გადალახვა.
რუბიკონი ,,ძალიან მძიმედ გადასალახავი" კი არაა (არაა დიდი მდინარე) და ამან კი არ ათქმევინა კეისარს, წილი ნაყარიაო.
უბრალოდ, რომში მისვლამდე, იტალიის საზღვართან (მდინარე რუბიკონთან) კეისარს უნდა დაეშალა რომაული ჯარი სენატის მოთხოვნით, რადგან ლეგიონერებით რომში შესვლა საკუთარი ქვეყნისთვის ომის გამოცხადებას ნიშნავდა. კეისარმა ეს არ გააკეთა, ჯარით გააგრძელა რომისკენ სვლა და ფაქტიურად, ამით დაიწყო კიდეც სამოქალაქო ომი.
8 თვის უკან