სახლხო დამცველის ბრძანებით, „მონიტორინგისა და პრევენციის დეპარტამენტის“ უფროსი, ნათია იმანაძე და მისი მოადგლე, ოთარ კვაჭაძე დაკავებული თანამდებობიდან განთავისუფლდნენ. სახალხო დამცველი „შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის“ საფუძვლად, იმნაძის და კვაჭაძის მიერ „მოვალეობის ბრალეულ შეუსრულებლობას“ უთითებს. თავად იმნაძე არ გამორიცხავს, რომ მისი გათავისუფლების ერთ-ერთი მიზეზი, შესაძლოა, მის მიერ სასჯელაღსრულების სისტემის ღია კრიტიკა გამხდარიყო. იმნაძე სახალხო დამცველის ბრძანების სასამართლოში გასაჩივრებას აპირებს.
თავის მხრივ საქართველოს სახალხო დამცველის აპარატი ადასტურებს სახალხო დამცველის პრევენციის და მონიტორინგის დეპარტამენტის უფროსის, ნათია იმნაძის გათავისუფლების შესახებ ინფორმაციას. სახალხო დამცველი ამბობს, რომ ნათია იმანძის და მისი მოადგილის განთავისუფლების გადაწყვეტილება მან პირადად მიიღო. თუმცა მიზეზებზე არ საუბრობს, ის ამბობს, რომ სახალხო დამცველს ჰქონდა ამ გადაწყვეტილების სრული უფლება. როგორც უჩა ნანუაშვილი აცხადებს, საფუძველი და არგუმენტი სახალხო დამცველს გააჩნდა და მან ამ განკარგულებით იმოქმედა.
ნათია იმნაძესთან და ოთარ კვაჭაძის გათავისუფლების შემდეგ სახალხო დამცველის აპარატი საკუთარი განცხადების საფუძველზე დატოვეს ეროვნული მექანიზმის სამმა თანამშრომელმა, მაია გიგინეიშვილმა, ამირან ნიკოლაიშვილმა და გურამ ბენდიაშვილმა. მათი თქმით, სამსახურის დატოვების ბევრი მიზეზი არსებობდა, თუმცა კულმინაცია იმნაძისა და კვაჭაძის უკანონოდ გათავისუფლება იყო.
ნათია იმნაძის განცხადებით, სამსახურის დატოვებამდე მათ გათავისუფლების შესახებ განცხადების დაწერას აიძულებდნენ.
„ჩვენ გვაიძულებდნენ, ჯერ წინადადებით მოგვმართეს და შემდეგ დაჟინებულად გვაჯერებდა პაატა ბელთაძე, რომ ჩვენთვის უკეთესი იქნებოდა თუ სამსახურს ჩვენივე განცხადების საფუძველზე დავტოვებდით. გვეუბნებოდა სად სამსახურიდან გათავისუფლებულები რომ იქნებით და სად თქვენი ნებით რომ წახვალთო, მაგრამ უარი განვაცხადეთ, რასაც მოჰყვა ჩვენი უკანონოდ გათავისუფლება“, - აცხადებს ნათია იმნაძე.
ნათია იმნაძე მისი და კვაჭაძის განთავისუფლების ერთ-ერთ მიზეზად ასევე ასახელებს სახალხო დამცველთან არსებული სპეციალური პრევენციული ჯგუფის წევრის თეა თუთბერიძის მიერ, მონიტორინგის დროს, მსჯავრდებულ ბაჩო ახალაისთან შეხვედრას. თავად თუთბერიძე კი აცხადებს, რომ საერთოდ ვერ ხვდება, რა კავშირია ნათია იმნაძის გათავისუფლებასთან მისი რომელიმე პატიმართან შეხვედრა.
„პრევენციის ეროვნული მექანიზმის ექსპერტს რა უფლებები აქვს, ეს მე ძალიან კარგად ვიცი. მით უმეტეს, მაშინ, როდესაც მასთან შეხვედრას ითხოვს პატიმარი, მნიშვნელობა არ აქვს, ვინ არის ეს პატიმარი“, - აცხადებს თეა თუთბერიძე.
აღსანიშნავია, რომ ნათია იმნაძემ სახალხო დამცველის ოფისში მოღვაწეობა სოზარ სუბარის ომბუდსმენობის დროს დაიწყო. მიუხედავად იმისა, რომ ქართულ ციხეებში არსებული უმძიმესი მდგომარეობის შესახებ უფლებადამცველები ღიად საუბრობდნენ, რატომღაც სახალხო დამცველის „მონიტორინგის დეპარტამენტი“ ამაზე ღიად და საჯაროდ არ საუბრობდა, მეტიც, არ შესაბამისი რეკომენდაცია არ არსებობს.
აღსანიშნავია, რომ სახალხო დამცველის აპარატიდან სასჯელაღსრულების დაწესებულებაში შესული განცხადების რაოდენობა ასე გამოიყურება -2010 წელს იმნაძემ მხოლოდ 46 წერილით მიმართა სასჯელაღსრულების დაწესებულებას, 2011 წელს 80 წერილით, 2012 წლის 1 ინავრიდან 31 ოქტომბრის ჩათვლით 75 წერილი, ხოლო 2012 წლის 1 ნოემბრიდან 1 ნომბრის ჩათვლით 372 წერილით მიმართა სასჯელაღსრულების დაწესებულებას. აქიდან, ნათლად ჩანს, რომ მას შემდეგ, რაც ქართულ ციხეებში მდომარეობა შედარებით გამოსწორდა, იმანძის მიერ იმატა განცხადებების რაოდენობამ. სახალხო დამცველის აპარატიდან სასჯელაღსრულების დაწესებულებაში შესული წერილების რაოდენობას რაც შეეხება, მაგალითად 2010 წელს შესულია 1302 წერილი, 2011 წელს 1 128, 2012 წლის 1 ინავრიდან 31 ოქტომბრის ჩათვლით 909, ხოლო 2012 წლის 1 ნოემბრიდან 1 ნომბრის ჩათვლით - 1914 წერილი.
„ცოტა უცნაური განცხადებებიც იყო, მაგალითად, ვიღაცა პატიმარი ჩივის, რომ მას ადეკვატურ საათებში არ მიეწოდება კვება. 12 საათის ნაცვლად, 12 საათზე და 30 წუთზე მიეწოდება საკვები და ამაზე, მონიტორინგის დეპარატმენტიდან მოდიოდა წერილი, რომ გაგვარკვიეთ რა ხდება თქვენთანო. რატომ არ ხდებოდა დაინტერესება იგივე 2011 წელს, როცა ცემით კლავდნენ ყველა პატიმარს, როცა წამებით მოხდა სერგო თეთრაძის მკვლელობა და ა.შ. ამაზე, ალბათ, თვითონ გასცემს პასუხს“, - აცხადებს სასჯელაღსრულების მინისტრი სოზარ სუბარი.
სახალხო დამცველის აპარატის „მონიტორინგის სამსახურის“ ხელმძღვანელის ნათია იმნაძისა და ოთარ კვაჭაძისთვის სამსახურებრივი უფლებამოსილების შეჩერება ოფიციალურად მოითხოვეს ყოფილმა პოლიტპატიმრებმა. მათი თქმით, ამ ადამიანებს სასჯელაღსრულებითი დაწესებულებიდან არ გამოჰქონდათ სხვადასხვა საერთაშორისო და ადგილობრივი უფლებადაცვითი ორგანიზაციების სახელზე შეტანილი წერილები.
პოლიტპატიმრებმა უჩა ნანუაშვილს ოფიციალური წერილით ჯერ კიდევ მაისის თვეში მიმართეს იმნაძის და კვაჭაძის სამსახურიდან ჩამოშორების შესახებ. გარდა ამისა, ყოფილი პოლიტპატიმრები მოითხოვდნენ, რომ დაწყებულიყო შიდაუწყებრივი მოკვლევა მათ საქმიანობაზე და, თუ სისხლის სამართლის ნიშნები გამოიკვეთებოდა, მათი საქმეები პროკურატურას გადასცემოდა.
ლევან გოგიჩიშვილი პირად ინფორმაციაზე დაყრდნობით, ადასტურებდა, რომ პატიმრობისას ამ ადამიანებს გადასცეს წერილები, რაც მოგვიანებით ციხის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მაგიდაზე აღმოჩნდა. გარდა ამისა, ნათია იმნაძე და ოთარ კვაჭაძე ახლოს იყვნენ და მეგობრობდნენ დეპარტამენტის ყოფილი თანამშრომელ გაგა მკურნალიძესა და დეპარტამენტის უფროს დავით ჭაკუასთან.
„ეს ქალბატონი თავის მოვალეობას საერთოდ არ ასრულებდა, უფრო მეტიც, ხშირ შემთხვევაში, ადგილი ჰქონდა ისეთ ფაქტებს, რომ ჩვენს მიერ მასზე გადაცემული წერილები, ხშირ შემთხვევაში ხვდებოდა დირექტორის კაბინეტში და ამის შემდეგ ჩვენ გვექმნებოდა პრობლემა.
ერთ-ერთი პატიმარი გალახა ლაშა ბრეგვაძემ, როდესაც ამ ნაცემმა პატიმარმა მოითხოვა უსაფრთოხების მიზნით სპეციალურ იზოლატორში გადაყვანა, შევიდა ოთარ კვაჭაძე და აიძულებდა, რომ გენერალური პროკურატურიდან გამოეტანა საჩივარი, რომელიც მის ადვოკატს ჰქონდა დაწერილი ლაშა ბრეგვაძის წინააღმდეგ. მეორე დღეს ჩემთან მოვარდა ნათია იმნაძე, შემიყვანა დირექტორის კაბინეტში და დამიწყო ჩხუბი, რომ თითქოსდა მე არსწორ ინფორმაციას ვავრცელებდი და უშვერი სიტყვებით მლანძღავდა.
ნათია იმაძის წინააღმდეგ უნდა დაიწყოს გამოძიება. მისი მოღვაწეობა უნდა გამოიძიოს პროკურატურამ. დაკითხოს ის პატიმრტები ვისთანაც მას ჰქონდა შეხება და დიდი შანსია, რომ მის საქმიანობაში გამოიკვეთოს სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნები. ყველა ის ადამიანი, რომელმაც ხელი მოვაწერეთ ამ განცხადებას, პასუხისმგებლები ვართ ჩვენს სიტყვებზე და, რა თქმა უნდა, მივცემთ მის წინააღმდეგ ჩვენებას“, - აცხადებს for.ge-სთან საუბრისას ლევან გოგიჩაიშვილი და აქვე დასძენს, რომ იმნაძე არის იმ სისტემის ნაწილი და მთლიანად უნდა იზიარებდეს იმ პასუხისმგებლობას, რასაც წლების განმავლობაში სჩადოდნენ ახალაიას ჯალათები ციხეში.
„მონიტორინგისა და პრევენციის დეპარტამენტის“ უფროსს, ნათია იმანაძეს გულგრილობაში ადანაშაულებს, ადვოკატი ლაშა არქანიაც.
„მალხაზ არქანიას ოჯახს 10 დღის განმავლობაშო არანაირი ინფორმაცია არ ჰქონდა პატიმრს შესახებ. გვინდოდა, რომ სახალხო დამცველის აპარატი შესულიყო და გაეგო მისი მდგომარეობის შესახებ, თუმცა უარი გაგვიცხადეს. პროტესტის ნიშნად პატიმრის დამ, მეუღლემ და მცირეწლოვანმა ბავშვმა დაიწყეს შიმშილობა სახალხო დამცველის აპარატის კარებთან. მაშინ ნათია იმნაძე ჩამოუვარდა ნინო არქანიას და ეუბნება: რა გინდა, თუ გინდა და განიტერესებს გეტყვი, რომ შენი ძმა მკვდარია და თავი დაგვანებეო. ასეთი დამოკიდებულება ჰქონდა პირდად ნათია იმაძეს ამ საქმესთან მიმართებაში“, - ამბობს for.ge-სთან საუბრისას ლექსო არქანია.
პოლიტპატიმარი ვახტანგ მაისაია კი ურჩევს ნათია იმანძეს, რომ შეწყვიტოს პოლიტიკური განცხადებების გაკეთება, ვინაიდან, მისივე თქმით, ის იყო სისტემის წარმომადგენელი. როგორც მაისაია აცხადებს, უჩა ნანუაშვილმა მიიღო დაგვიანებული გადაწყვეტილება, მაგრამ სამართლიანი. ამასთან, მაისაია მიმართავს გენერალურ პროკურატურას დაიწყოს მონიტორინგის დეპატრამენტის საქმიანობის გამოკვლევა.
„იმ სისტემური დანაშაულის, რაც ხდებოდა ქართულ ციხეებში, არა მარტო თანამონაწილეები, არამედ იდეოლეგებიც იყვნენ ნათია იმნაძე და მისი მოადგილე. ისინი ასრულებდნენ მმართველი რეჟიმის მხრიდან წამოსულ დავალებებს. როდესაც ჩემზე მოხდა ფიზიკური ძალადობა, რომელზეც აშშ-ის დეპატრამენტმა გააკეთა განცხადება, თვით „ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატები დაინტერესდნენ ამ თემით, სახალხო დამცველის მხრიდან ამაზე რეაგირება არ ყოფილა. ნათია იმანაძემ და მისმა მოადგიელმ, ჩემს მეუღლეს, ასაკოვან დედას და ჩემს მეგობარს მამუკა ჭოხონელიძეს პირდაპირ დაუფიქსირეს, რომ რა მოხდა, წადი და სტრასბურგში იჩივლეო. ნათია იმნაძე საერთოდ არ მოდიოდა პოლიტპატიმრებთან, ის იჯდა მაყურებლებთან საკანში, მაყურებლებისგან და ციხის ადმინისტრაციისგან იღებდა ინფორმაციას ციხეში არსებულ მდგომარეობაზე. ამის ფაქტები არსებობს. ესენი იყვნენ იმ სისტემის ჯალათები, როგორც იყვნენ ყაჭეიშვილი, ფაცაცია, ბრეგვაძე და სხვები“, - აცხადებს for.ge-სთან საუბრისას ვახტანგ მაისაია.