ირაკლი ღარიბაშვილმა მომავალი შს მინისტრი დაასახელა. მინისტრის პოსტს ირაკლი ღარიბაშვილის თანამდებობიდან წასვლის შემდეგ ალექსანდრე ჭიკაიძე დაიკავებს.
2013 წლის მარტიდან პოლიციის პოლკოვნიკი ალექსანდრე ჭიკაიძე თბილისის მთავარ სამმართველოს ხელმძღვანელობს. შინაგან საქმეთა სამინიტროს სხვადასხვა პოზიციებზე ის 2008 წლიდან მუშაობს.
მინისტრის თქმით ალექსანდრე ჭიკაიძე ღირსეული პოლიციელია, რომელმაც სამინისტროში მუშაობისას ყველა ეტაპი წარმატებით გაიარა და საათივით ააწყო თბილისის მთავარი სამმართველო. ირაკლი ღარიბაშვილმა ასევე აღნიშნა რომ მას ყავს პროფესიონალებით დაკონპლექტებული გუნდი და იგი ღირსეულად გაართმევს თავს დაკისრებულ მოვალეობას.
ირაკლი ღარიბაშვილმა მომავა მინისტრს ნდობა გამოუცხადა და წარმატება უსურვა.
ალექსანდრე ჭიკაიძე
დაბადების თარიღი და ადგილი: 6 ივნისი, 1985 წელი; ქ.თბილისი
განათლება:
2007 წ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, ისტორიის ფაკულტეტი, დიპლომატიის სპეციალობით.
წოდება: პოლიციის პოლკოვნიკი
პროფესიული გამოცდილება:
2013 წლის მარტიდან დღემდე - შსს-ს თბილისის მთავარი სამმართველოს უფროსი
2012 -2013 წწ - შსს-ს კახეთის სამხარეო მთავარი სამმართველოს უფროსი
2011-2012 წწ - შსს-ს თბილისის მთავარი სამმართველოს გლდანი-ნაძალადევის სამმართველოს პოლიციის განყოფილების უფროსი
2010-2011 წწ - შსს-ს თბილისის მთავარი სამმართველოს გლდანი-ნაძალადევის სამმართველოს დეტექტივ-გამომძიებელი
2009 წ - შსს-ს თბილისის მთავარი სამმართველოს გლდანი-ნაძალადევის სამმართველოს დეტექტივის თანაშემწე-გამომძიებელი.
2008- 2009 წწ - მუშაობდა თბილისის მთავარი სამმართველოს გლდანი-ნაძალადევის და ვაკე-საბურთალოს რაიონის სხვადასხვა განყოფილებაში.
ენების ცოდნა: ქართული, რუსული, ინგლისური.
ოჯახური მდგომარეობა: ჰყავს მეუღლე და ორი შვილი.