„პროკურორი ფსიქიურად ჯანმრთელი უნდა იყოს“

„პროკურორი ფსიქიურად ჯანმრთელი უნდა იყოს“

საქართველოს ახალი მთავარი პროკურორი ოთარ ფარცხალაძე იქნება. ფარცხალაძე ამ დროისთვის ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ხელმძღვანელია. იგი საგამოძიებო სამსახურში 6 წელია, მუშაობს და მთავარი პროკურორის თანამდებეობაზე მუშაობას, ოფიცილაურად, 17 ნოემბერს შეუდგება.

მომავალი პროკურორი ირაკლი ღარიბაშვილთან დაახლოებული პირია. შს მინისტრის შეფასებით ოთარ ფარცხალაძე კარგი და ეფექტური მთავარი პროკურორი იქნება.
„მე დარწმუნებული ვარ, რომ იგი ძალიან ეფექტური პროკურორი იქნება. მას ეყოლება ძალიან კარგი, ეფექტური გუნდი ახალგაზრდებით და გამოცდილი პროკურორებით დაკომპლექტებული და მე დარწმუნებული ვარ, რომ ძალიან ეფექტური და კარგი მთავარი პროკურორი იქნება“, - აღნიშნა ქვეყნის მომავალმა პრემიერ-მინისტრმა.

ირაკლი ღარიბაშვილი მთავარი პროკურორის, არჩილ კბილაშვილის განცხადებას გამოეხმაურა. ღარიბაშვილის განცხადებით, მას მოქმედ მთავარ პროკურორთან არანაირი უთანხმოება არ აქვს. არჩილ კბილაშვილის განცხადებით, მასსა და მომავალ პრემიერ-მინისტრს შორის არსებობს განსხვავებული შეხედულებები პრიორიტეტებთან და სამართალდაცვით სფეროში გასატარებელ რეფორმებთან დაკავშირებით.

უმრავლესობის წევრი ზვიად ძიძიგური ახალი მთავრობის ფორმირებამდე მთავარი პროკურორის შემცვლელის შესახებ საუბარს ნაადრევად მიიჩნევს. ის აცხადებს, რომ ფარცხალაძეს არ იცნობს და მის შესახებ ინფორმაციას „ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭოს სხდომაზე მიიღებს. დეპუტატი ასევე აღნიშნავს, რომ ირაკლი ღარიბაშვილს ფარცხალაძისთვის ნდობა ჯერ არ გამოუცხადებია.

„ოთარ ფარცხალაძეზე გამიგია, რომ ის საფინანსო სამსახურში მუშაობს, მაგრამ მე მას პირადად არ ვიცნობ. ჩვენს გვაქვს წესი ასეთი, კოალიციის პოლიტსაბჭოზე გადის საკითხები, მათ შორის ის საკითხები, რომელიც კოალიციის პასუხიმგებლობის საკითხებს და აქედან გამომდინარე სამთავრობო ცვლილებებს შეეხება.

კოალიციის საბჭო ჩატარდება რამდენიმე დღეში და შეგვეძლება სრულიად ნათელი წარმოდგენა შეგვექმნას და საზოგადოებასაც მივაწოდოთ სრული ინფორმაცია თუ როგორი ტიპის ცვლილებები იგეგმება“, - განაცხადა ზვიად ძიძიგურმა.

ახალი მთავარი პროკურორის შესახებ განცხადებები საპარლამენტო უმცირესობაშიც გაკეთდა. როგორც ირმა ნადირაშვილი აცხადებს, პროკურატურა შსს-ს მაკონტროლებელი ზედამხედველობითი ორგანოა, რომელიც ასეთად ვეღარ დარჩება და ის გადაიქცევა შსს-ს ჩვეულებრივ დანამატად. 

„ამ ტენდენციაზე როდესაც ვსაუბრობ, ის ფაქტიც მნიშვნელოვანია, რომ ინფორმაცია ახალი მთავარი პროკურორის შესახებ გავრცელდა არა იუსტიციის მინისტრისგან, არამედ შსს მინისტრის პრესმდივნისგან. რაც შეეხება თავად ოთარ ფარცხალაძეს, ის იყო იმ სპეცოპერაციის ავტორი, როდესაც თბილისში რასმუსენი იმყოფებოდა, მან საკრებულოს ოცდაორი წევრი და გამგებელი სახლებიდან გაიტაცა, ზოგი დაკითხვაზე მიიყვანა, ზოგი თბილისის ქუჩებში ასეირნა, დაიჭირა, შემდეგ გამოუშვა, ამიტომ მის პოლიტიკურ ალღოზე დასკვნები თავად გამოიტანეთ“, - განაცხადა ირმა ნადირაშვილმა.

საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენლის, ლევან ბერძენიშვილის განცხადებით, მთავარი შენიშვნა არჩილ კბილაშვილის მიმართ იყო ის, რომ ადამიანურია. როგორც ბერძენიშვილმა განაცხადა, თუკი ვინმე მიიჩნევს, რომ შედარებით რბილი კბილაშვილი წავა და მოვა ძალიან სასტიკი და დაუნდობელი მთავარი პროკურორი, ამ იდეას არ იზიარებს და არ გულშემატკივრობს.

„საქართველოში ხანდახან ავიწყდებათ, რა რთულია გარდამავალი ეპოქა და რა რთულია არჩილ კბილაშვილის ტიპის ადამიანებისთვის. კაცი იმ მთავარ პროკურატურას ხელმძღვანელობდა, სადაც მთავარი პროკურატურა სულ სხვა საქმეს ეწეოდა. ჩვენ გვქონდა ქვეყანა, სადაც ძალოვან მინისტრს დააპატიმრებდნენ და ის 15 წუთის შემდეგ აღიარებით ჩვენებას იძლეოდა.

ახლა გვაქვს ქვეყანა, სადაც ყოფილი ძალოვანი მინისტრები დაპატიმრებული არიან და 15 წუთისა და 15 დღის მერე კი არა, 15 თვის შემდეგაც არ აპირებენ აღიარებითი ჩვენების მიცემას. ეს იმიტომ ხდება, რომ შეიცვალა დამოკიდებულება პროკურატურაში, შეიცვალა დამოკიდებულება სასჯელაღსრულების სისტემაში, რაც კარგი ნიშანია“, - განაცხადა ლევან ბერძენიშვილმა.

მისივე თქმით, კბილაშვილის მიმართ კრიტიკა ძირითადად იმას ეხებოდა, რომ ბევრს მიაჩნდა, ტემპი საკმარისი არ იყო და დიდხანს გრძელდებოდა საგამოძიებო და სასამართლო პროცესები, ვიღაცის შენიშვნა იყო, რომ ცოტას იჭერდა და ვიღაცის ის, რომ ბევრი დაიჭირა. 

კოაბიტაციის გამო, ერთი წლის განმავლობაში პროკურატურის დაბალანსებულობა და ზომიერება გააკრიტიკა, ყოფილმა შს მინისტრმა ყოფილმა კობა ნარჩემაშვილმა და აღნიშნა, რომ პროკურატურა უფრო მკაცრი უნდა იყოს.

„ჩვენ გამოვდივართ დანაშაულებრივი სისტემიდან და ახლა პროკურატურამ უნდა იმუშაოს კანონიერების რეჟიმში. იგი ჰუმანიტარული დაწესებულება ვერ იქნება. ის უნდა წყვეტდეს ყველა იმ ამოცანას, რომელსაც საზოგადოება მის წინაშე აყენებს. პროკურატურა სწორედ ის ორგანოა, რომელმაც ძალის კანონიერი გამოყენება უნდა უზრუნველყოს. ჩემი აზრით, კანონიერების აღსრულება, სამართლიანობის აღდგენის დაწყება აუცილებელია. საზოგადოება პროკურატურის სწრაფ გადაწყვეტილებებს და ყველა დანაშაულის გამოძიებას ელოდება“, - განაცხადა კობა ნარჩემაშვილმა და აღნიშნა, რომ მთავარი პროკურორობის კანდიდატს პირადად არ იცნობს.

ნარჩემაშვილის მსგავსად, ახალ გენერალურ პროკურორს არ იცნობს, უნივერსიტეტის სრული პროფესორი, სამართლის დოქტორი, იუსტიციის გადამდგარი მთავარი სახელმწიფო მრჩეველი, გია მეფეარიშვილი. მისი თქმით, მთვარი პროკურორობა, ისევე როგორც გენერალური პროკურორობა, ერთ-ერთი ურთულესი და ძალიან პასუხსაგები თანამდებობაა. რადგან ამ თანამდებობის პირმა უნდა წარმათოს დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლა და კორდინაცია უნდა გაუწიოს მას.

„პირველდა გავიგე მისი სახელი და გვარი. საერთოდ არ ვიცნობ, წარმოდგენა არ მაქვს ვინ არის, რა პიროვნებაა. როგორც ვიცი პროკურატურასთან მას საერთო არაფერი ჰქონია. რამდენადაც ვიცი, პოლიციიდან არის. ამ ძალიან სერიოზულ თანამდებობას სჭირდება მაღალი დონის თეორიულად და პრაქტიკულად კარგად განსწავლული, საკუთარ პროფესიაზე შეყვარებული ადამიანი. მომავალმა მთავარმა პროკურორმა უნდა იცოდეს, რომ ეს უნდა იყოს მისთვის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელობანი ეტაპი მის ცხოვრებაში. წასვლა უნდა იყოს ჩვეულებრივი ნორმალური პროცესი და გარკვეული შედეგი ყველა მთავარმა პროკურორმა, პროკურატურის ისტორიაში უნდა დატოვოს“, - აცხადებს გია მიფარიშვილი.

მისივე თქმით, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, პროკურორი ყველა შემთხვევაში უნდა იყოს ფსიქურად ჯანმრთელი.

„რატომღაც, ჩვენს საზოგადოებას წარმოუდგენია, რომ პროკურორი უნდა წიოდეს, თვალებს აბრიალებდეს და უნდა ჰქონდეს ერთი დევიზი, ყველანი ციხეში და ნულოვანი ტოლერანტობა ყველას მიმართ!“. პროკურორი უნდა იყოს კანონის დამცველი და კანონის დამცველობა არ გამორიცხვას ჰუმანიტურ საწყისებს ამ პროფესიაში. თუ ვინმეს მიაჩნია და ფიქრობს, რომ პროკურორი აუცილებლად უნდა იყოს რისხვა და რაც ყველაზე მთავარია, მიუკარებელი და არადამიანური ქცევების წარმომადგენელი, მე ვფიქრობ, რომ ასეთ ადამიანებს უფრო წარმოუდგენია ფსიქიატრიის პროფილის კლიენტურა და არა ჯანსაღი, ჩამოყალიბებული, რაფინირებული ინტელიგენტი“, - ამბობს მეფარიშვილი.

რაც შეეხება არჩილ კბილაშვილის გადაწყვეტილებას, როგორც გია მეფარიშვილი ამბობს, საქართველოს ხელისუფლებამ მისი სახით დაკარგა საკმაოდ კარგი ჩინოვნიკი.

„სახელმწიფო ჩინოვნიკებიდან აჩიკო კბილაშვილის ახლა გაშვება მიმაჩნია, რომ ეს არ იყო კარგად მოფიქრებული გადაწყვეტილება. არ იყო საჭირო მრისხანე თვალებშეყრილი ადამიანი პროკურორად. ზუსტად ისეთი უნდა ყოფილიყო, როგორიც აჩიკო იყო. თავის დროზე ივანიშვილმა ეს კარგად გათვალა. რაც შეეხება იმას, რომ მას საყვედუროვენ რატომ არ აღადგინა სამართლიანობის პროცესი და რატომ ბევრი ხალხი არ დაიჭირა და ა.შ. ელემენტალურად, ეს საქმეში ჩაუხედავობის ბრალია და მეტი არაფერი. მან ყველაფერი გააკეთა იმისათვის, რომ ეს სტრუქტურა გადარჩენილიყო, თუმცა, რა თქმა უნდა უხეში შეცდომებიც ჰქონდა“, - აღნიშნა for.ge-სთან საუბრისას გია მეფარიშვილმა.