შსს-მ უკანონო ცეცხლსასროლი იარაღი და დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება ამოიღო

შსს-მ უკანონო ცეცხლსასროლი იარაღი და დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება ამოიღო

შსს-ს კახეთის სამხარეო მთავარი სამმართველოს ლაგოდეხის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე ჩატარებული საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, 1971 წელს დაბადებული ზურაბ ქ. ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვის და დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით დააკავეს.

სამართალდამცველებმა ლაგოდეხის რაიონის სოფელ თამარიანში, ზურაბ ქ-ს საცხოვრებელი სახლიდან „მაკაროვი“-ს სისტემის არარეგისტრირებული პისტოლეტი, 1 მჭიდი და 3 საბრძოლო ვაზნა ამოიღეს. დაკავებულის პირადი და საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას ასევე ამოღებულია 164 გრამი ნარკოტიკული საშუალება მარიხუანა.

დაკავებული აღიარებს ჩადენილ დანაშაულს.

გამოძიება ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვის და დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ფაქტებზე მიმდინარეობს (სსსკ-ის 236-ე მუხლის 1-ლი ნაწილით და 260-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ქვეპუნქტით).