თბილისში ქიმიური და ტექნოლოგიური ტერორიზმის პრევენციის ტრენინგ–კურსი ტარდება

თბილისში ქიმიური და ტექნოლოგიური ტერორიზმის პრევენციის ტრენინგ–კურსი ტარდება

მიმდინარე წლის 4–7 ნოემბერს თბილისში ინტერპოლის ქიმიური და ტექნოლოგიური ტერორიზმის პრევენციის ტრენინგ–კურსი ტარდება. ოთხდღიანი ღონისძიება ორგანიზებულია ინტერპოლის ქიმიური და ტექნოლოგიური ტერორიზმის პრევენციის განყოფილებისა და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ინტერპოლის ქიმიური, ბიოლოგიური, რადიაციული და ბირთვული ტერორიზმის პრევენციის პროგრამის ფარგლებში.

ტრენინგ–კურსს ესწრებიან საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს რელევანტური დეპარტამენტების, ასევე, 9 სხვადასხვა ქვეყნის ძალოვანი სტრუქტურების, საბაჟო სამსახურების და ქიმიური საწარმოების წარმომდგენლები.

აღნიშნული ღონისძიების მიზანია გამოცდილების გაზიარება, რათა ეფექტურად მოხდეს ქიმიური და ტექნოლოგიური ტერორიზმით გამოწვეული საფრთხის თავიდან აცილება და პრევენციული სტრატეგიების განვითარებით რისკების შემცირება.