ჩავერთვებით განხილვაში, დავუსვამთ კითხვებს, თუმცა, ეს კითხვები იქნება რიტორიკული და დარწმუნებული ვარ, რომ პასუხებს ვერ მივიღებთ, - ამის შესახებ პარლამენტის ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატმა, თემურ ჯანაშიამ განაცხადა.
მისივე თქმით, დაიბარებენ თუ არა „ნაციონალური მოძრაობის“ ფრაქციის წევრებს ამაზე მომავალში იმსჯელებენ.
„ჩვენ, რა თქმა უნდა, ჩავერთვებით განხილვაში, დავუსვამთ კითხვებს, თუმცა, ეს კითხვები იქნება რიტორიკული და დარწმუნებული ვარ, რომ პასუხებს ვერ მივიღებთ. ეს ხელისუფლება მეთორმეტე წელია მხოლოდ ცვლის მაგიდის გარშემო სკამებს, არაფერს აკეთებს. პასუხებს ვერაფერს მივიღებთ, რომელიც საქართველოს მოსახლეობაზე და მისი ცხოვრების გაუმჯობესებაზე იქნება ორიენტირებული. რაც შეეხება ფრაქციას, დავიბარებთ თუ არა, ამაზე ვიმსჯელებთ“,- აღნიშნა ჯანაშიამ.
პარლამენტის ბიუროს სხდომაზე დღეს პრემიერ-მინისტრობის კანდიდატი სამთავრობო პროგრამას წარადგენს. ასევე, დაზუსტდება მინისტრობის კანდიდატების მოსმენების გრაფიკი.