პაატა მანჯგალაძე: არ დაელია „ქართულ ოცნებას“ მიზეზები, ხან ვენეციის კომისია არ მოსწონს, ხან ოპოზიცია და ხან არასამთავრობო ორგანიზაციები

პაატა მანჯგალაძე: არ დაელია „ქართულ ოცნებას“ მიზეზები, ხან ვენეციის კომისია არ მოსწონს, ხან ოპოზიცია და ხან არასამთავრობო ორგანიზაციები

ის ხალხი რაც მე ვიცი არასამთავრობო ორგანიზაციებში, მზად არიან ჩაერთონ იმ ფორმატში, რაც აქვს „ქართულ ოცნებას“ და „ოცნება“ ეუბნება უარს, - ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ წევრმა პაატა მანჯგალაძემ განაცხადა.

„არ დაელია „ქართულ ოცნებას“ მიზეზები, ხან ვენეციის კომისია არ მოსწონს, ხონ ოპოზიცია არ მოსწონს, ხან არასამთავრობო ორგანიზაციები არ მოსწონს, და ამ დროს თავად არ ასრულებს ამ რეკომენდაციებს“, - აღნიშნა მანჯგალაძემ.

ევროკავშირის ცხრა პუნქტის შესრულების მიზნით პარლამენტში სამუშაო პროცესის ფორმატს მესამე სექტორის ნაწილი აკრიტიკებს. ISFED-ის და IDFI-ს წარმომადგენლები აცხადებენ, რომ მათ გარეშე დაგეგმილი შეხვედრები დასტურია, რომ სახელისუფლებო გუნდი პროცესს არაინკლუზიურად მართავს.

ბრალდება მიუღებელია „ქართული ოცნებისთვის“ - უმრავლესობა მესამე სექტორის ამ ნაწილს წარსულ საქმიანობას და ევროინტეგრაციის გზაზე მათ მიერ გაკეთებულ განცხადებებს ახსნებს.