მიხეილ დაუშვილი: კობახიძის მთავრობის დამტკიცებაში ჩვენ მონაწილეობას არ მივიღებთ

მიხეილ დაუშვილი: კობახიძის მთავრობის დამტკიცებაში ჩვენ მონაწილეობას არ მივიღებთ

30 დეკემბერს ითქვა, რომ არაფერი შეიცვლება, პრემიერი არ იცვლება და არც მთავრობაო. ერთი თვეც არ იყო გასული და გავიგეთ, რომ ერთიც იცვლება და მეორეც, - ამის შესახებ პარტია „საქართველოსთვის“ წევრმა მიხეილ დაუშვილმა განაცხადა.

„ვის სჯერა, რომ ღარიბაშვილი ან თავდაცვის მინისტრი თავისით წავიდა სადმე? ბევრი კითხვა იქნება, დაწყებული ევროინტეგრაციით, დამთავრებული ბევრი შიდა პრობლემით, რომელიც ქვეყანას აქვს. კობახიძის მთავრობის დამტკიცებაში ჩვენ მონაწილეობას არ მივიღებთ, თუმცა ამის მიუხედავად, ცხადია კითხვებს დავსვამთ“, - განაცხადა დაუშვილმა.

პარლამენტის ბიუროს სხდომაზე დღეს პრემიერ-მინისტრობის კანდიდატი სამთავრობო პროგრამას წარადგენს. ასევე, დაზუსტდება მინისტრობის კანდიდატების მოსმენების გრაფიკი.