მატრონა მოსკოველის ხატის შეღებვის საქმეზე ნატა ფერაძეს 5-დღიანი პატიმრობა შეეფარდა

მატრონა მოსკოველის ხატის შეღებვის საქმეზე ნატა ფერაძეს 5-დღიანი პატიმრობა შეეფარდა

თბილისის საქალაქო სასამართლომ აქტივისტ ნატა ფერაძეს 5-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეუფარდა. მოსამართლემ ეს გადაწყვეტილება სამების საკათედრო ტაძარში მატრონა მოსკოველის ხატისთვის საღებავის შესხმის გამო მიიღო.

შინაგან საქმეთა სამინისტროს საქმის წარმოება დაწყებული ჰქონდა ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე მუხლით (წვრილმანი ხულიგნობა). აღნიშნული მუხლი ითვალისწინებდა ჯარიმას 500 ლარიდან 1000 ლარამდე ან ადმინისტრაციულ პატიმრობას 15 დღემდე.