დღეს „ოცნება“ გაფორმდა მატყუარა პოლიტიკურ ძალად, რომელმაც უღალატა 2012 წელს ქართველი ხალხის ოცნებას.
30 დეკემბრის ივანიშვილის ტყუილის შემდეგ, დღევანდელ პარტიის ყრილობაზე გააგრძელეს საკუთარი ხალხის მოტყუება და ერთმანეთის მოტყებაც: თითქოს, ღარიბაშვილი თავისი ნებით გადადგა, თითქოს ღარიბაშვილი ძმურ თანადგომას ჰპირდება კობახიძეს, თითქოს ხელისუფლებაში ყოფნიდან მე-12 წელს გაახსენდათ „ნაციონალური მოძრაობის“ საბოლოო დამარცხება იმ ხალხით, ვინც ყრილობის პირველ რიგებში ისხდნენ და ვინც 2012 წელს ქართველის ხალხის ოცნების წინააღმდეგ იბრძოდა.
საბოლოო ჯამში, ქართველი ხალხის მიერ უპრეცედენტო ნდობის გამოცხადებიდან 12 წლის შემდეგ, ხელში შეგვრჩა „ოცნების“ მატყურა საპატიო თავმჯდომარე, მატყუარა თავმჯდომარე, მატყუარა პრემიერობის კანდიდატი - ტყუილებში ჩაკარგული „ოცნება“.
ეს ყველაფერი სიტყვების თქმის გარეშეც, პირდაპირ იკითხებოდა მათ სახეებზე.
2024 წლის არჩევნებზე, ეს ნეონაცური „ოცნების“ და კოლექტიური „ნაციონალური მოძრაობის“ მარცხი - ჩვენი ქვეყნის მოქალაქეების დახმარებით გვაქვს გასაფორმებელი.