სააკაშვილი ბრიუსელში ადვოკატის დასაქირავებლად ჩავიდა?

სააკაშვილი ბრიუსელში ადვოკატის დასაქირავებლად ჩავიდა?

მიხეილ სააკაშვილისა და გიგი უგულავას ბრიუსელში გამგზავრებასთან დაკავშირებით, საფრანგეთში მცხოვრები ქართველი ჟურნალისტი, გიორგი ფოფხაზე ფეისბუქის საკუთრ გვერდზე მის მიერ მოპოვებულ ინფორმციას ავრცელებს, რომლის მიხედვით ისინი საფრანგეთში ადვოკატის ადვოკატის ასაყვანად ჩავიდნენ. ფოფხაძე სოციალურ ქსელში ამ ადვოკატის ფოტოსაც ავრცელებს.

„როგორც მითხრეს ამ კაცის დასაქირავებლად წამოვიდნენ საგრანგეთში გიგი მანდელა და პრეზიდენტყოფილი... თუ ბატონი დუპონ მორეტი გახდა დავით კეზერაშვილის ადვოკატი, საქართველოს პროკურატურას მეტად გაუხლაფორთდება საქმე, რადგან ერიკ დუპონ-მორეტის ჯერ საფრანგეთში საქმე პრაქტიკულად არ წაუგია“, - წერს გიორგი ფოფხაძე ფეისბუქის გერდზე.

როგორც ცნობილია ქვეყნის პირველმა პირმა და თბილისის მერმა თბილისი 28 ოქტომბერს გვიან ღამით დატოვეს. ოფიციალური ინფორმაციით, საქართველოს პრეზიდენტი და თბილისის მერი ბრიუსელში ევროკავშირის ხელმძღვანელ პირებს, მათ შორის ევროკომისიის თავმჯდომარეს - ჟოზე მანუელ ბაროზოს შეხვდებიან.

მიხეილ სააკაშვილმა ბრიუსელში გამგზავრებამდე, აეროპორტში ჟურნალისტებს განუცხადა, რომ საკუთარი საპრეზიდენტო ვადის დასასრულს და ვილნიუსის სამიტის წინ მსგავსი მაღალი დონის შეხვედრები, მნიშვნელოვან, კონკრეტულ და ამავე დროს სიმბოლურ აქტად მიაჩნია. 

„მინდა კიდევ ერთხელ ვთქვა ბოლო ორ არჩევნებზე - მტკივნეული იქნებოდა, ჩვენ გვქონოდა შანსი, რამე სწორად გაგვეკეთებინა, არასწორი გზით წავსულიყავით და მაინც წაგვეგო არჩევნები. როდესაც აგებ არჩევნებს მას შემდეგ, რაც სწორი რაღაცები გააკეთე, მაინც არის დიდი კმაყოფილების გრძნობა და ეს არის შემდგომი გამარჯვებების საწინდარი. ეს უნდა ვუთხრა ყველას, ვინც ნერვიულობს დღეს შექმნილ სიტუაციაზე - არ გაიტეხოთ გული, არ ჩამოუშვათ ხელები, ყველაფერი იქნება ძალიან მაგრად, ამაში დარწმუნებული ვარ, ოღონდ ხელის განძრევა ყოველთვის საჭიროა", - აღნიშნა მიხეილ სააკაშვილმა.

აღსანიშნავია, რომ ბრიუსელში სააკაშვილისა და უგულავას ვიზიტების მომზადებაში საგარეო უწყება ჩართული არ იყო. როგორც მინისტრის მოადგილემ დავით ზალკალიანმა განაცხადა, ამ ვიზიტთან დაკავშირებით მათ  ბრიუსელში საქართველოს საელჩოსგან შეიტყო.

„ამის შესახებ ჩვენ ბრიუსელში საელჩოსგან შევიტყეთ. ბუნებრივია, დაკავშირება პრეზიდენტის ადმინისტრაციისგან მოხდა. ჩვენ ამ ვიზიტის მომზადებაში არც ტექნიკურად, არც შინაარსობრივად ჩართული არ ვიყავით, მხოლოდ ინფორმაცია გვქონდა", - განაცხადა დავით ზალკალიანმა.

აწარმოებს თუ არა სააკაშვილი და უგულავა მოლაპარაკებას, ერთ-ერთ ცნობილ ადვოკატთან ერიკ დუპონ-მორეტისთან, პრეზიდენტის ადმინისტრაციაში და მათ შორის „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი ამ საკითხზე კომენტარს არ აკეთებენ. პრეზიდენტის ადმინისტრაციაში ამბობენ, რომ სააკაშვილის ვიზიტზე განცხადება უახლოეს დღეებში ოფიციალურად გაკეთდება.

საქართველოში ხელისუფლების შეცვლის შემდეგ, მათავარმა პროკურორმა გააკეთა განცხადება, რომ არსებობს კონკრეტული საქმეები, რომელზეც კითხვები შეიძლება ჰქონდეს პროკურატურას მიხეილ სააკაშვილის მიმართ.