ფერისცვალების დღესასწაულზე ბახმაროში ტრადიციული დოღი გაიმართა.
მოსახლეობას ფერისცვალების დღესასწაული საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ ყაველაშვილმა, საქართველოს პრემიერ - მინისტრმა ირაკლი კობახიძემ, გურიის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულმა გიორგი ღურჯუმელიძემ, საქართველოს პარლამენტში გურიის დელეგატმა ვასილ ჩიგოგიძემ და ჩოხატაურის მერმა დავით შარაშიძემ მიულოცეს.
,,გილოცავთ ფერისცვალების დღესასწაულს, რომელსაც ჩვენ უნიკალურ მთის კურორტზე, ბახმაროში ტრადიციული ღონისძიებებით აღვნიშნავთ.
დღეს აქ, მშვენიერ მთებში შეკრებილ ადამიანებს გვაერთიანებდა ის ტრადიციები, ურთიერთობა, რომლებმაც წლებს გაუძლო. სწორედ ეს ერთიანობა,ღირებულებები, ტრადიციებისა და ეროვნული იდენტობის დაცვა არის ჩვენი ქვეყნის სიძლიერე.
განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ დღეს ჩვენ გვერდით იყვნენ საქართველოს პრეზიდენტი და პრემიერ-მინისტრი, მადლობა მათ ამ დღის გაზიარებისთვის. მათი თანადგომა და მხარდაჭერა მნიშვნელოვანი სტიმულია მთელი გურიისთვის, ჩვენი უმშვენიერესი მთის კურორტების პოპულარიზაციისა და განვითარების საქმეში.
გილოცავთ კიდევ ერთხელ ფერისცვალების დღესასწაულს. კეთილდღეობას, წარმატებას და მშვიდობას გისურვებთ თითოეულ თქვენგანს და ჩვენ სამშობლოს საქართველოს", - აღნიშნა სახელმწიფო რწმუნებულმა.