მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს გავლენა სამხრეთ კავკასიის რეგიონში ბევრად ჩამორჩება მისი ენერგიის წყაროებით მდიდარი მეზობელი აზერბაიჯანის გავლენას, პოზიტიური ურთიერთობები ამ ორ ქვეყანას შორის გვარწმუნებს, რომ საქართველომ მაინც საკმაო სარგებელი ნახა უცხოური ინვესტიციების მნიშვნელოვანი შემოდინებიდან ქვეყანაში. თუმცა რუსეთთან ბოლოდროინდელი პოლიტიკური და სამხედრო კონფლიქტების შედეგად, პირდაპირი უცხოური ინვესტიციების დონე საქართველოში რჩება იმაზე დაბალი, ვიდრე ის შეიძლებოდა ყოფილიყო.
უკანასკნელი 9 წლის მანძილზე, საქართველოს სათავეში პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი - ქარიზმატული და მუდმივად ბრძოლისათვის მზადმყოფი, აგრესიული ლიდერი ედგა. სააკაშვილმა გაიმარჯვა 2004 წლის არჩევნებში ხმათა96%-ით და მისი მიმართ ყველაზე მტრულად განწყობილი ოპონენტებიც კი აღიარებენ, რომ საქართველომ გარკვეული სარგებელი მიუღო მისი მმართველობისაგან - მთლიანი შიდა პროდუქტი 14 მლრ$-დან 26.2 მლრ.$-მდე გაიზარდა. და მაინც, რუსეთთან დაძაბულობის ზრდის მისეულმა სწრაფვამ, და მისი კორუფციასთან ბრძოლის თავშეკავებულმა სურვილმა შეასუსტა საზოგადოებრივი მხარდაჭერა მისი პრეზიდენტობის მიმართ მისი მმართველობის პერიოდში.
ამის შედეგად, ბიძინა ივანიშვილის ქართულმა ოცნებამ გაიმარჯვა 2012 წლის საპარლამენტო არჩევნებში პარტიის პლატფორმით, რომელიც ფოკუსირებულია სააკაშვილის მთავრობის დროს არსებული კორუფციის ამოძირკვაზე და რუსეთთან ურთიერთობის გაუმჯობესებაზე. მოვლენების გარედან მეთვალყურის თვალთახედვიდან, ხელისუფლების მონაცვლეობისსიმწიფე უფრო მნიშვნელოვანი იყო, ვიდრე თვით არჩევნების შედეგები. ოპოზიციისათვის ძალაუფლების გადაცემის მშვიდობიანი პროცესით სააკაშვილმა ერთგვარად „შეარბილა“ უცხოური სახელმწიფოებისა და უცხოელი ინვესტორების ყველაზე დიდი შიში - შესაძლებელი იქნებოდა თუ არა სტაბილურობის შენაჩუნება და, ამავე დროს, ქართველი ხალხის დემოკრატიული ფასეულობებისა და სურვილებისდაცვა. თუკი საქართველო განაგრძობს პოზიტიურ მსვლელობას განვთარებისაკენ, სავსებით შესაძლებელია, რომ ეს იქნება სააკაშვილის ყველაზე ფასეული შენატანი ქვეყნის ისტორიაში.
საქართველოს საინვესტიციო გარემო
ამჟამად საქართველოს 185 ქვეყანას შორის მე-9 ადგილიუჭირავს მსოფლიო ბანკის ბიზნესისათვის ხელსაყრელი გარემოს რეიტინგის თანახმად - ამ თვალსაზრისით ის წინ უსწრებს დიდი ოცეულის (G20) სამ ქვეყანას. ეს აღსანიშნავი მიღწევაა ქვეყნეისათვის, რომელმაც მხოლოდ 22 წელია რაც თავი დააღწია საბჭოთა კავშირის სახელმწიფო ეკონომიკას.
თუმცა, ის, რაც საქართველოს ხდის უცხოური ინვესტორებისათვის განსაკუთრებულად მიმზიდველ ქვეყანად, არის მისი „ინვესტორების დაცვის“ კრიტერიუმების მაღალი რეიტინგი, რითაც ის წინ უსწებს ისეთი საერთაშორისო ინვესტორებისათვის მრავალმნიშვნელოვან წარმატებულ პროექტს, როგორიცაა ჩილე, საუდიის არაბეთი და ტაივანი. კიდევ უფრო გასაკვირია ის ფაქტი, რომ საქართველოს უფრო მაღალი რეიტინგი აქვს მოცემულ კატეგორიაში, ვიდრე ბევრ მსხვილ განვითარებულ ქვეყანას - იაპონიას, ნორვეგიას და შვედეთს.
ინვესტიციები ქართული ოცნების ეგიდით
პოსტ-კომუნისტურ რუსეთში გამდიდრებული მილიარდელი ივანიშვილის მიერ კანონის უზენაესობაზე დაფუძნებული თავისუფალი საბაზრო ეკონომიკის მიმართერთგულების შენარჩუნების საკითხმა გარკვეული კითხვები წარმოშვა. ამას გარდა, სააკაშვილმა სცადა დაეხასიათებინა მისი მზაობა აღედგინა ეკონომიკური და პოლიტიკური კავშირები რუსეთთან, როგორც პოტენციური საფრთხე ქართველი ხალხის მიმართ. თუმცა, როგორც დავინახეთ, მისი ძალაუფლებაში ყოფნის ხანმოკლე პერიოდიდან, ამგვარი განცხადებები წარმოადგენს ივანიშვილის მისწრაფებებისა და განზრახვის აბსოლუტურ დამახინჯებას.საუკეთესო ეკონომიკური პრაქტიკა შეუცვლელად გრძელდება და არ სუსტდება,- მან უფრო მეტი დრო დაუთმო დასავლეთის მთავრობებისა და დასავლური ინვესტორების, და არა რუსეთისა და მისი ინვესტიციების მოზიდვას.
მცირედი საფუძველი არსებობს იმისათვის, რომ ეჭვი შევიტანოთ ივანიშვილის მოტივებსა და ზრახვებში რუსეთთან ურთიერთობების დათბობის მცდელობასთან დაკავშირებით.ქვეყნის ეკონომიკის მოცულობის გათვალისწინებით, რუსეთთან ორმხრივი სავაჭრო ურთიერთობების განვითარება სრულიადაც არ არის სისულელე და არსებით სარგებელს მოუტანს საქართველოს ეკონომიკას.
ქართველები არ არიან იმ მდგომარეობაში, რომ აირჩიონ საკუთარი მეზობლები და უგუნურობა იქნებოდა საკუთარ რეგიონში ძლიერ ეკონომიკურ სახელმწიფოსთან სავაჭრო ურთიერთობების დამყარებაზე უარის თქმა.
უფრო მეტიც რომ ვთქვათ, საქარველოში პოზიტიური პოლიტიკური და ეკონომიკური კლიმატის ძირითად მიზეზს წარმოადგენს ქართველი ხალხის სურვილი, მიბაძოს დასავლეთის მოკავშირეთა სისტემებს. მთავრობის მხრიდან ამ მიმართულებით წინსვლის უარყოფას შეიძლებოდა გამოეწვია მკვეთრი კრიტიკა ამომრჩეველთა მხრიდან მომავალ არჩევნებში.
მომავლის ხედვა საქართველოს წარსულში
ამჟამინდელმა ხელისუფლებამ განაცხადა მზაობა, მოიზიდოს უცხოური ინვესტიციები, რისთვისაც დააარსა ეროვნული საინვესტიციო სააგენტო, რომელსაც დაეკისრა საქართველოში პირდაპირი უცხოური ინვესტიციების ოდენობის გაორმაგება 2 მილიარდ დოლარამდე. თუმცა ეს გეგმა საკმაოდ ამბიციურია, ის არავითარ შემთხვევაში არ არის არარეალისტური, რადგანაც რიგმა ინვესტორებმა უკვე გამოხატეს დაინტერესება. უფრო მეტიც, ეს ინვესტიციები დიდწილად იქნება კონცენტრირებული იმ სექტორებზე, სადაც საქართველოს წარმატების ისტორია აქვს: ენერგეტიკა, სოფლის მეურნეობა და ტრანსპორტი.
ჰიდროელექტროენერგია
სახელმწიფოს მიერ დამოუკიდებლობის მოპოვებიდან მოყოლებული ჰიდროელექტროენეტგიაში ჩადებული მნიშვნელოვანი ინვესტიციების მიუხედავად, საქართველო კვლავ იყენებს სრული პოტენციალის მხოლოდ ნაწილს.
ადგილობრივ ბაზარზე მოთხოვნისა და მეზობელ თურქეთში გამუდმებული ელექტროდეფიციტის მიზეზით, ამ სექტორის პრივატიზაციით დაინტერესდნენ რიგი წამყვანი უცხოელი ინვესტორები. ა.წ. დავოსის ფორუმზე ინდურმა კომპანიამ Tata Group გამოთქვა მზაობა, განახორციელოს 600 მილიონი დოლარის ოდენობის ინვესტიცია აჭარისწყლის ჰიდროელექტროსადგურში. როგორც ჩანს, ამ კომპანიას სხვა ინვესტორებიც მიბაძავენ.
ტრადიციული ენერგეტიკა
იყო დრო, როცა საქართველო აწარმოებდა 20000 ბარელ ნავთობს დღეში, რომელიც ამოღებული იყო ზემო იურული პერიოდის ქანებიდან. თუმცა, საბჭოთა კავშირის პირობებში მენეჯმენტში დაშვებული შეცდომების გამო, ქანების ამ შრის პოტენციალი თითქმის მთლიანად ამოიწურა. ასე რომ, აუცილებელია ახალი ჭაბურღილები სხვა ქანებიდან ნავთობის მოსაპოვებლად.
საქართველოს რთული გეოლოგიური ფორმაციების გამო მსხვილი ინვესტორები წარსულში ერიდებოდნენ ინვესტიციების განხორციელებას ენერგეტიკის სფეროში. თუმცა, ბალტიისპირეთის ქვეყნებში მსგავსი გეოლოგიური ფორმაციებში ჭაბურღილების დაყენების წარმატებულმა პრეცედენტმა მომავალ ინვესტორებში ინტერესი გააღვივა. უფრო მეტიც, მოპოვებული ნავთობის ევროპის ბაზარზე (100 დოლარი/ბარელი) გაყიდვის პოტენციალის გათვალისწინებით, არსებობს მნიშვნელოვანი დადებითი მხარეების საკმარისი რაოდენობა, რათა გადაწონოს პოტენციური რისკები.
სოფლის მეურნეობა
საქართველოს ხელისუფლებამ განახორციელა სოფლის მეურნეობის სექტორის პრიორიტიზაცია ინვესტიციების თვალსაზრისით და რიტორიკას ინვესტორებისათვის მიმზიდველი ფინანსური შეღავათებიც დაურთო.
სახეზეა ადგილობრივი ხორცის პროდუქტების წარმოების გაზრდა, ხოლო საუკეთესო საექსპორტო სასოფლო-სამეურნეო პროდუქტს წარმოადგენს ღვინო. საქართველოში ღვინის წარმოება დაიწყო 8000 წლის წინ, ყველაზე ადრე მსოფლიოში. „საფერავისა“ და „წინანდლის“ ხარისხის წყალობით, მაგალითად, მნიშვნელოვნად გაიზარდა რეგიონული და საერთაშორისო ექსპორტის მოცულობა. ივანიშვილმა უზრუნველყო რუსეთში საექსპორტო პროდუქციის გატანის უფლება, რაც მნიშვნელოვან პოტენციალს ქმნის საქართველოში ღვინის წარმოების გაზრდისათვის.
ტრანსპორტი
საქართველოში საბჭოთა პერიოდის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი მემკვიდრეობა იყო საავტომობილო გზებისა და რკინიგზის სრულფასოვანი თანამედროვე სისტემა. უფრო მეტიც, საქართველოს ადგილმდებარეობა აღმოსავლეთისა და დასავლეთის გასაყარზე აძლევს მას საშუალებას, გახდეს აზიიდან ევროპაში საქონლის ტრანსპორტირების მნიშვნელოვანი ცენტრი. თუმცა უკანასკნელ წლებში ინვესტიციების ნაკლებობამ გამოიწვია ხარვეზები ამ ინფრასტრუქტურაში, ევროპასა და აზიას შორის ვაჭრობის გააქტიურება საკმარისისა შემდგომი ინვესტიციების წასახალისებლად. გარდა ამისა, იგეგმება აზერბაიჯანიდან ევროპისაკენ მიმავალი მილების მშნებლობა და, როგორც ჩანს, საქართველო მზადაა, იქცეს წამყვან რეგიონულ ცენტრად.
http://www.diplomaticourier.com/news/regions/eurozone/1855-foreign-investment-in-georgia-opportunities-abound