საქართველოს მასშტაბით საარჩევნო უბნებზე ხმის მიცემა დასრულებულია. კანონმდებლობის შესაბამისად, საარჩევნო უბნები 20:00 საათზე დაიხურა.
საქართველოში დღეს რიგით მეოთხე პრეზიდენტის არჩევნები გაიმართა. მასში 23 კანდიდატი იყრიდა კენჭს, რომელთაგანაც 9 კანდიდატი პოლიტიკურმა პარტიებმა წარადგინეს, ხოლო - 12 საინიციატივო ჯგუფებმა.
გერმანული კომპანია GFK-ის მიერ ჩატარებული ეგზიტპოლის შედეგების მიხედვით, საქართველოს საპრეზიდენტო არჩევნებში კოალიცია „ქართული ოცნების“ პრეზიდენტობის კანდიდატმა გიორგი მარგველაშვილმა გაიმარჯვა.
შედეგების თანახმად, რომელიც 20.00 საათზე გამოქვეყნდა, მარგველაშვილი 66,7 %-ით ლიდერობს.
მეორე ადგილზე „ნაციონალური მოძრაობის“ პრეზიდენტობის კანდიდატი დავით ბაქრაძე გავიდა, რომელმაც ამომრჩეველთა ხმების 20,2 % მიიღო.
რაც შეეხება დანარჩენ კანდიდატებს, ეგზიტპოლის შედეგების მიხედვით, „დემოკრატიული მოძრაობის“ პრეზიდენტობის კანდიდატ ნინო ბურჯანაძეს მხარი მოქალაქეების 7,5 %-მა დაუჭირა.
შემდეგი ადგილზე აღმოჩნდა „ლეიბორისტული პარტიის“ პრეზიდენტობის კანდიდატი შალვა ნათელაშვილი 2,1 %-ით: „ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობის“ ლიდერ გიორგი თარგამაძეს კი მხარი ამომრჩეველთა 1,1 %-მა დაუჭირა.
შეგახსენებთ, საპრეზიდენტო არჩევნებზე ეგზიტპოლი კომპანია GFK-მა ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის დაკვეთით ჩაატარა.
რაც შეეხება დანარჩენ კანდიდატებს, ეგზიტპოლების შედეგების ასე გადანაწილდა: „ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობის“ ლიდერ გიორგი თარგამაძეს მხარი 1 %-მა დაუჭირა, „ლეიბორისტული პარტიის“ პრეზიდენტობის კანდიდატ შალვა ნათელაშვილს კი ხმა ამომრჩეველთა 2,2%-მა მისცა.