დაახლოებით ათი წლის წინ, მიხეილ სააკაშვილი, თავის მხარდამჭერებთან ერთად, თბილისში საქართველოს პარლამენტის შენობაში შეიჭრა წითელი ვარდით ხელში და შეძახილით „გადადექი“, რომლითაც ის თავის ყოფილ მფარველს, პრეზიდენტ ედუარდ შევარდნაძეს მიმართავდა. ამ დროს შევარდნაძე გარეთ დაწყებულ რევოლუციას არ იმჩნევდა და სადავოდ არჩეულ პარლამენტს ესალმებოდა. მას შემდეგ, სააკაშვილი, რომელსაც მეგობრებიც და მტრებიც მიშას ეძახიან, შტურმით იღებდა სხვადასხვა ადგილებს.
დაუცხრომელი მოდერნიზატორი მიშა, მთელ ქვეყანაში მოგზაურობდა, მუსრს ავლებდა კორუმპირებულ და უსაქმურ ჩინოვნიკებს, მართავდა სპორტულ ავტომობილებს და ტრაქტორებს, ხსნიდა და ხურავდა საზეიმო ღონისძიებებს, ბულდოზერვით ჯეგავდა ყველფერს რაც კი გზაზე გადაეღობებოდა, იქნებოდნენ ეს მტრები თუ შენობები. ამ ყველაფერს ის აკეთებდა თავისი სამარკო სულელური ხითხითითა და უკონტროლო წინამოთი შუბლზე. მისი არასტანდარტული ინდივიდუალიზმი ქართულ პოლიტიკაზე ათწლეულის განმავლობაში დომინირებდა. ამ ათწლეულს შეგვიძლია ალბათ მიშას ეპოქა ვუწოდოთ.
ამ ეპოქის უკვდავსაყოფად, მკითხველების დახმარებით, შევადგინეთ სია, რომელშიც მიშას ხუთი მახასიათებელია ჩამოთვლილი, რომლის დავიწყებაც რთული იქნება, მას შემდეგაც, რაც 27 ოქტომბერს საქართველო ახალ პრეზიდენტს აირჩევს.
1. მორბენალი მიშა:
იოლი არ იყო ქვეყნისთვის ასეთ ჰიპერაქტიურ პრეზიდენტთან გამკლავება, როგორც გადატანითი ასევე პირდაპირი მნიშვნელობით. ლუის კეროლის „წითელ დედოფალს“ თუ დავესესხებით, არამხოლოდ მთელი ძალით უნდა გერბინა, არამედ თავს ზემოთ უნდა გეცადა ყველაფერი იმისთვის, რომ ფეხი აგება წარმოუდგელად სწრაფი სააკაშვილისთვის, და ეს არამხოლოდ მის მტრებს, არამედ მხარდამჭერებსაც ეხება. როდესაც 2008 წლის საპრეზიდენტო არჩევნებამდე, ის ღვინის რეგიონში, კახეთში სამოგზაუროდ გაემგზავრა, ტელევიზიის ჯგუფი, მისი მრჩევლები და დაცვის თანამშრომლები თავქუდმოგლეჯილები გარბოდნენ, რომ სააკაშვილს დაწეოდნენ, რომელიც რეგიონის მთავარ ქალაქ თელავში ფაქტობრივად დარბოდა, ეხვეოდა ამომრჩევლებს და მათ დაპირებებს აძლევდა. „არ გაჩერდეთ!“ უყვიროდა ჟურნალისტებს იმ დროს სააკაშვილის პიარ-მრჩეველი მარიკა ვერულაშვილი, რომელიც თავადაც უკან მისდევდა პრეზიდენტს და გული ხელით ეჭირა.
2. მიშა მფრინავი:
დაუოკებელი მოგზაური სააკაშვილი ყველგან ჩნდებოდა ნიუ-ორკიდან დაწყებული მესტიით დამთავრებული. ის ერთნაირი ენთუზიაზმით ართმევდა ხელს ყველას, როგორც უცხოელ ლიდერებს, ასევე ადგილობრივ ფერმერებს. ახლა სააკაშვილის ძრავი ამუხრუჭებს, რადგან ის საქართველოს პრეზიდენტობას გადასცემს უფრო ნელ და ნაკლებად დომინანტურ ფიგურას; როგორც პიროვნული, ასევე კონსტიტუციური ძალაუფლების თავლსაზრისით.
3. მიშას ჰიტები
სააკაშვილის მმართველობას თავისი მოკლე მუსიკალური ვერსიაც აქვს. მის ხელახალ არჩევას 2008 წელს, რომელიც დემონსტრანტების დარბევით გამოწვეულ რისხვას მოჰყვა, გასდევდა კამპანიის ოპტიმისტური საუნდტრეკი „მიშა მაგარია“. სააკაშვილის მთავრობის ეპოქის მუსიკალური ჰიტები საქართველოში მოიცავს აფხაზეთის ოდას, რომელსაც არტისტები ერთად ასრულებენ; პოლიციისადმი მიძღვნილ მუსიკალურ სარეკლამო ვიდეოების სერიას, მათგან ერთში პოლიციელების უნიფორმაში გამოწყობილი ბავშვები ცეკვავენ და მღერიან; და ბევრ სიმღერას, რომელსაც ახალგაზრდა მომღერალი სოფო ნიჟარაძე ასრულებს. ამბობდნენ, რომ პრეზიდენტი ნიჟარაძის თაყვანისმცემელია. იმ დროსაც კი, როდესაც 2008 წელს საქართველოს ტერიტორიაზე რუსეთის არმია შეიჭრა, სააკაშვილის მთავრობამ გამონახა დრო და რუსულ იარაღს დისკოთი დაუპირისპირდა.
4. Not-Safe-for-Work მიშა:
გარდა იმ ცობილი აღმაფრენებისა და დაღმასვლებისა, რომელიც მის მმართაველობას ახასიათებდა, სააკაშვილი თავის ტრადიციულ, კონსერვატიულ ქვეყანაში ერთგვარ კულტურულ შეუსაბამობასაც წარმოადგენდა. ყველას ყბა ჩამოუვარდა, როდესაც მან ერთხელ ახალგაზრდულ ბანაკში მოზარდებს „გართობა“ და ამისთვის ბუჩქების და ხეების გამოყენება შესთავაზა. ჭორებმა მისი სექსუალური თავგადასავლების შესახებ; ფოტოებმა, სადაც ის ნახევრად გახდილ რუს ჟურნალისტებთან ერთად სეირნობს და ცნობილი მასაჟისტის დოქტორ დოტის ისტორიამ, მას გამოუსწორებელი მექალთანეს რეპუტაცია შესძინა. ტყუილად შეეცადა დოქტორ დოტი მათი ურთიერთობის ხასიათის განმარტებას.
5. ასე იტყოდა მიშა:
ბოლო დრომდე, ნაციონალური ტელემაუწყებლების ეთერი ერთი დაუსრულებელი მიშას შოუ იყო. ქართველები ხშირად ამოიხვნეშდნენ ხოლმე, როდესაც სააკაშვილი არასწორად წარმოთქვამდა ქართველი პოეტების ცნობილ ციტატებს, ინტილიგენციის წარმომადგენლებს საკუთარი თავის უნიტაზში ჩარეცხვას ურჩევდა, ხტუნავდა და ცეკვავდა საჯაროდ, ღეჭავდა საუთარ ჰალსტუხს, ხიდიდან ვარდებოდა, ჭაობზე მეგაპოლისის აშენების პირობას დებდა, და თავისი გენიტალიების ფოსტით გაგზავნის ინიციატივით გამოდიოდა რუსეთის პრეზიდენტ პუტინისათვის, რომელიც, როგორც ცნობილია დაიმუქრა, რომ მას ერთი ადგილით დაკიდებდა. ასეთი გადაძახილები მასსა და პუტინს შორის იწვევდა უამრავ კომენტარს იმის თაობაზე, რომ ამ ორი მამაკაცის მტრობას ფრეიდისტული ელფერი დაკრავდა.
და ბოლოს, რა თქმა უნდა, მიშას სიცილი, დაუვიწყარი, თავისუფალი და ხმამაღალი ხითხითი.
უყვარს ის ვინმეს თუ სძულს, საქართველო დღეს უდავოდ ძალიან განსხვავებული ადგილია. მანამ, სანამ 2003 წლის ნოემბრის ერთ დღეს სააკაშვილი პარლამენტში შეიჭრებოდა ეს არშემდგარი, ნახვერად მაფიოზური სახელმწიფო იყო.
ქართველებმა შეიძლება უფრო მიუკერძოებელი ვერდიქტი გამოუტანონ სააკაშვილის მმართველობას გარკვეული დროის შემდეგ, როდესაც მისი ეპოქის შეფასება ისტორიულ კონტექსტში მოხდება. იმავდროულად, სააკაშვილი მზადაა დატოვოს თავისი ოფისი და პრეზიდენტის მოციმციმე მინის სასახლიდან გადავიდეს თბილისის ცენტრში მდებარე მოკრძალებულ ბინაში. მაგრამ საეჭვოა, რომ მიშა თავის ინდივიდუალიზმს მოთოკავს და ყოფილი პოლიტიკოსის როლს დასჯერდება.
foreignpress.ge