სხვა ქვეყნების რა გითხრათ, მაგრამ ქართულ საზოგადოებაში ასეა მიღებული - თუ პოლიტიკაში ხარ, ე.ი. დიდი ფული გაქვს და თუ არ გაქვს, აუცილებლად იშოვი. მითუმეტეს იმ ფონზე, როცა „ნაციონალურმა მოძროაბამ“ უცხო ქვეყნების დახმარება გააქრო და მილიარდებს დღემდე უშედეგოდ ვეძებთ. თუმცა, ნაც-მოძრაობაშიც იყვნენ ისეთებიც, ვისაც ცდა არ დაუკლია და ქვეყანას ამ სიტყვის პირდაპირი გაგებით, ძარცვავდა.
„ნიჭიერი კაცია“ - ასე ახასიათებს საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი ედუარდ შევარდნაძე საპრეზიდენტო კანდიდატის, ნინო ბურჯანაძის მამას, ანზორ ბურჯანაძეს. მართლაც, ბატონმა ანზორმა საოცარი უნარი გამოავლინა და ჯერ მარტო, მერე კი შვილის, სიძის, სიძის ძმებისა და შვილიშვილების დახმარებით, უზარმაზარი ფინანსური იმპერია შექმნა და დღემდე იმპერიის სათავეში თავად დგას. შესაძლოა, ბევრი არ დაგვეთანხმოს, ქალბატონი ნინო ხომ კატეგორიულად უარყოფს ამას, მაგრამ როცა საქმე ოფიციალურ დოკუმენტებს ეხება, იქ „ყოვლისშემძლე“ ბურჯანაძეებიც უძლურნი არიან.
მაშ ასე, მარტივად შეგიძლიათ საჯარო რეესტრში მოიძიოთ შპს „ანრე“, რომელიც ანზორ ბურჯანაძემ თავისი შვილიშვილების, ანზორიკოს და რეზიკოს საპატივცემულოდ დაარქვა და მათი წინა ასოები გააერთიანა. ამ ფირმის 50/50 პროცენტს ანზორ და თუნა(მისი მეუღლე) თანაბრად ფლობდნენ, მაგრამ რატომღაც ბოლო წელს ბატონ ანზორს აქციათა მთლიანი პაკეტი მეუღლისთვის გადაუცია, თუმცა ფირმის გენერალურ დირექტორად კვლავ თავად რჩება. საინტერესოა თავად „ანრეს“ საქმიანობაც. ეს ფირმა უკრაინაში ქართული ჯართის ექსპორტს აწარმოებდა და სწორედ ამ ჯართს გაჰყვა ქუთაისის საავიაციო ქარხნის მანქანა-დანადგარები, რომლებიც მანამდე სახელმწიფომ მილიონებად იყიდა, მერე კი ჯართად დაიჭრა და ისევ უკრაინას დაუბრუნდა. რა თქმა უნდა, იმის მეათედ ფასად, ვიდრე სახელმწიფომ გადაიხადა.
ასევე საჯარო რეესტრის მონაცემებით, შპს „გეში“ ანზორ ბურჯანაძისა და პსპ-ს მფლობელის, ვაჟა ოქრიაშვილი ერთობლივი საკუთრებაა, თუმცა 52%, ანუ საკონტროლო პაკეტი აქაც ბატონ ანზორს ეკუთვნის და, რაღა თქმა უნდა, დირექტორიც თვად გახლავთ.
შპს „ხვამლის“ დირექტორიც ანზორ ბურჯანაძე გახლავთ და როგორც ჩანს, საიმედო პარტნიორად კვლავაც მეუღლე აურჩევია. ცოლ-ქმარი ფირმაში წილს თანაბრად, 50/50 პროცენტს ფლობენ, დირექტორობას კი ისევ ბატონი ანზორი ითავსებს.
როგორც ჩანს, ბადრი ბიწაძის ძმებს ბიზნესი პირდაპირი გაგებით ესმით და იმავე საჯარო რეესტრის მონაცემებით, შპს „საძმო“ მათი საკუთრებაა. ფირმაში ბადრის ძმა, თემურ ბიწაძე სულ რაღაც 10%-ინ წილს ფლობს, მაგრამ ნანული ბიწაძის ანგარიშზე 50%-ია, 20/20 პროცენტს კი ოთარ მოდებაზე და გიორგი კუპატაძე ფლობენ.
ისე როგორ იქნებოდა, ბურჯანაძეს მიწა არ გაეყიდა, მაგრამ ამას ჯერ არაპირდაპირ, მარმარილოს სახით ახერხებს. შპს „საქართველოს მარმარილო“ იმერეთში, კერძოდ კი სოფელ ჯიმასწყროში ქვის კარიერს ამუშავებს და ამ ფირმის 50%-იანი წილის მფლობელიც ანზორ ბურჯანაძეა. რაღა თქმა უნდა, ეს ყველაფერი საჯარო რეესტრში არის დამოწმებული და ბურჯანაძეც მშვიდადაა, რამეთუ არავინ მიედავება. ერთი ეგაა, მისი შვილი და სიძე ქონებრივ დეკლრაციას რომ ავსებენ და დიდის ამბით უთითებენ, ჩვნი ოჯახი ფასიან ქაღალდებს არ ფლობსო, ბატონი ანზორი ოჯახის წევრად არ ითვლება? თუმცა, ისევ საჯარო ინფორმაციას დავუბრუნდეთ.
მორიგი შპს, რომელზეც 33%-ანი თათი უდევს ანზორ ბურჯანაძეს, „საქტრანსლაინი XXI“. დანარჩენი მეწილეები კი ვინმე ემზარ გუგავა დ გიორგი გოგნაძე არიან, ფირმას კი რამაზ ღურჭუმელიძე დირექტორობს. როგორც ჩანს, ბატონი ანზორი დროში ვეღარ ეტევა.
ასევე საჯარო რეესტრის ინფორმაციით, შპს „თბილისის“ მფლობელია ბადრი ბიწაძის ძმა, რემი ბიწაძე. ეს ის რემი ბიწაძეა, რომლის სახელსაც კაფე „დელ მარი“ და მთლიანად ამ ბრენდის გარშემო გაერთიანებული ფირმები იგულისხმება. შპს „თბილისში“ ბატონ რემის სუ რაღაც 44% აქვს, მაგრამ ფირმას თავად დირექტორობს. ეს ოფიციალურად. ახლა, რაც შეეხება ქონებას, რომელსაც კვლავ ბურჯანაძეების სახელს უკავშირებენ, მაგრამ ჯერჯერობით საჯარო რეესტრში ვერ მივაგენით.
ჩვენი აზერბაიჯანელი კოლეგები არ მალავენ, რომ პატარა ანზორ ბურჯანაძეს აზერბაიჯანში სადისტრიბუციო კომპანია აქვს, რომელიც სუპერმარკეტების ქსელს ამარაგებს. ბურჯანაძეების სახელს უკავშირდება ელიავას ბაზრობაზე მდებარე სავაჭრო ცენტრი „მეგალაინი“. ეს შენობა ქალბატონმა ნინომ ჯერ კიდევ პარლამენტის თავმჯდომარეობის დროს დაიბევა და როგორც ჩანს, ისე არია გზა-კვალი, „ნაციონალურმა მოძრაობამ“ წართმევა ვერ მოახერხა. საქმე ისაა, რომ ამ სავაჭრო ცენტრს მართავს კომპანია „მეგარონი“, რომლის 100%-იან წილს კვიპროსში, ოფშორულ ზონაში დარეგისტრირებული კომპანია „მაქსდელ ოვერსიის ლიმიტედი“ ფლობს. სხვათა შორის, იმასაც ამბობენ, რომ კომპანია „მეგარონის“ სახელს კრიმინალური ავტორიტეტისა და ე.წ. კანონიერი ქურდის, შაქრო კალაშოვის პერსონაც უკავშირდება.
თუ ქუთაისელების აბსოლუტურ უმრავლესობას დავუჯერებთ, ბურჯანაძეების მფლობელობშია ამ ქალაქში მდებარე „ლითოფონების“ ქარხანა, ქარხანა „ავანგარდი“, ელექტრომექანიკური ქარხანა.
სხვათა შორის, ნიჭით არამარტო ქალბატონი ნინოს ოჯახის წევრები გამოირჩევიან, არამედ ქმრის ბიძაშვილებიც. ასე მაგალითად, სამშენებლო კომპანიას, რომელსაც ბათუმში საცხოვრებელი კორპუსი და სასტუმრო უნდა აეშენებინა (ქალბატონი ნინო თანამდებობაზე რომ დარჩენილიყო მაშინ), ბადრი ბიწაძის ბიძაშვილი, გიორგი ბიწაძე ფლობს. ზოგადად, ჭიათურაში გაზრდილ ბიწაძეებს ნადირობაც ჰყვარებიათ და საამისოდ თეთრიწყაროს რაიონში 15 000 ჰექტარი ტყეც შემოუღობავთ, ხანდახან გულს გადავაყოლებ ხოლმეო.
და ეს არის მცირე ჩემონათვალი იმისა, რასაც მივაგენით და ეჭვი გვაქვს, რაც ვერ ვიპოვეთ, კიდევ ბევრია. დასკვნაზე რა გითხრათ, მაგრამ პირადად მე ის უფრო მიანტერესებს, ანზორ ბურჯანაძე სახლიდან რომ გამოდის და ამბობს, სამსახურში მივდივარო, როგორ ხვდებიან, რომელ ობიექტზე მიდის?!