შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლებისა და დროებითი სამთავრობო კომისიის წევრების ვიზიტი დასავლეთ საქართველოს რეგიონში ოკუპაციის ხაზის მიმდებარე სოფლებში დასრულდა.
დასკვნითი ვიზიტის ფარგლებში სამინისტროების წარმომადგენლებმა საჩხერის რაიონის სოფელ პერევის, ჯრიის და ჭურნალის ადგილობრივ მოსახლეობასთან შეხვედრები გამართეს და უსაფრთხოების, სოციალურ–ეკონომიკურ, ჯანდაცვის, სოფლის მეურნეობის და სხვა მნიშვნელოვან საკითხებზე ისაუბრეს.