შინაგან საქმეთა მინისტრი დღეს უწყების საქმიანობის წლიურ ანგარიშს წარადგენს

შინაგან საქმეთა მინისტრი დღეს უწყების საქმიანობის წლიურ ანგარიშს წარადგენს

შინაგან საქმეთა მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი დღეს უწყების საქმიანობის წლიური ანგარიშის პრეზენტაციას გამართავს. 2013 წლის ანგარიშში განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა შს სამინისტროს დეპოლიტიზებას და რესტრუქტურიზაციას, რომლის ფარგლებშიც 2012 წლის ნოემბერში გაუქმდა კონსტიტუციური უსაფრთხოებისა (კუდ-ი) და სპეციალური ოპერატიული დეპარტამენტები (სოდ-ი), ხოლო მათ ნაცვლად შეიქმნა ანტიკორუფციული და სახელმწიფო უსაფრთხოების სააგენტოები; ასევე, სამინისტროში შეიქმნა ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტი. ანგარიშის მნიშვნელოვანი ნაწილი ეხება შს სამინისტროს ინფრასტრუქტურის განვითარებას და საკანონმდებლო ინიციატივებს.

ანგარიშის პრეზენტაცია დღეს, 11:00 საათზე შინაგან საქმეთა სამინისტროში გაიმართება და მას მთავრობის წევრები და საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები დაესწრებიან.