საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაციის საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის №251/2013 განკარგულების 1 მუხლის მე-16 პუნქტის საფუძველზე კენჭისყრის პროცედურის დამთავრების შემდეგ საარჩევნო დოკუმენტაცია და საარჩევნო ყუთი ილუქება კანონმდებლობით დადგენილი წესით და იგზავნება ცესკოში, რომელიც განახორციელებს საარჩევნო ყუთის გახსნასა და ხმის დათვლის პროცედურებს
სხვა სახელმწიფოში შექმნილი საარჩევნო უბნების შედეგების შეჯამებასთან ერთად.
ავღანეთის ისლამურ რესპუბლიკაში, საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაციის საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის №251/2013 განკარგულების 1 მუხლის თანახმად, საზღვარგარეთ დისლოცირებულ საქართველოს შეიარაღებულ ნაწილებში – ავღანეთში განლაგებული საქართველოს შეიარაღებული ძალების სამშვიდობო ბატალიონებში მოსამსახურე საქართველოს მოქალაქეების 2013 წლის 27 ოქტომბრის მორიგ საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობის უზრუნველყოფისა და მათი საყოველთაო საარჩევნო უფლების რეალიზების უზრუნველყოფის მიზნით:
1. შეიქმნა შემდეგი საარჩევნო უბნები:
ა) №1 საზღვარგარეთის საარჩევნო უბანი - „ლეზერნიკი”;
ბ) №2 საზღვარგარეთის საარჩევნო უბანი - „ერედვი”
(„ერედვის” ამომრჩევლებმამონაწილეობა მიიღეს ერთი ძირითადი და 2 გადასატანი საარჩევნო ყუთის მეშვეობით).
ყუთების გადატანა, საარჩევნო კოდექსის თანახმად, დროულად მოხდა ბაზების -"ფაიზელისა" და "პალაციოს" მიმართულებით.
არჩევნებმა მშვიდ გარემოში, ექსცესების გარეშე ჩაიარა. ავღანეთში საქართველოს საპრეზიდენტო არჩევნების სამართლიანად ჩატარებას, ცენტრალური საარჩევნო კომისიის წევრების გარდა სხვადასხვა პოლიტიკური პარტიებისა და არასამთავრობო ორგანიზაცია „სამართლიანი არჩევნების“ წარმომადგენლები აკვირდებოდნენ.
საარჩევნო პროცესის დასრულების შემდეგ, ყუთები ყველა პროცედურის დაცვით დაილუქა. საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის წევრებმა, რომლებიც ავღანეთში იმყოფებოდნენ, უზრუნველყვეს ყუთების საქართველოში ჩამოტანა და მათი ცესკოში მიტანა. საარჩევნო ყუთები საქართველოში 2013 წლის 27 ოქტომბერს დაგეგმილი საპრეზიდენტო არჩევნების შედეგებთან ერთად გაიხსნება და დაითველბა.