თავდაცვის სამინისტროს ხარჯები უმცირდება

თავდაცვის სამინისტროს ხარჯები უმცირდება

მომავალი წლის ბიუჯეტში თავდაცვის სამინისტროსთვის 660 მილიონი ლარი გამოიყოფა, საიდანაც 5 მილიონი ლარი სახელმწიფო დაზვერვას მოხმარდება. ამის შესახებ ფინანსთა მინისტრის მოადგილემ გიორგი თაბუაშვილმა ბიუჯეტის თავდაცვის კომიტეტის სხდომაზე განხილვისას განაცხადა. 2014 წლის ბიუჯეტის პროექტის მიხედვით, წინა წელთან შედარებით 2 მილიონი ლარით მცირდება სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ბიუჯეტი.

საპარლამენტო უმცირესობაში თავდაცვის სამინისტროსათვის ხარჯების შემცირებას დაუშვებლად თვლიან. უმცირესობის წევრის ტარიელ ლონდარიძის განცხადებით, იმ პირობებში, როცა საქართველო რუსეთის მხირდან მუდმივ ზეწოლას განიცდის, არ შეიძლება თავდაცვის სამინისტროს ხარჯები შეუმცირდეს.

ლონდარიძის ამ განცხადებას თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი სესიაშვილი გამოეხმაურა. როგორც სესიაშვილმა განაცხადა გასულ წლებში ხელისუფლება თავდაცვის სფეროში არსებულ თანხებს არამიზნობრივად ხარჯავდა, ახლა კი ამ თანხების მიზნობრივი გადანაწილება მოხდება.

„ახალი ხელისუფლება შემცირებული ბიუჯეტითაც შეძლებს საქმის ეფექტურად კეთებას“, - ამბობს ირაკლი სესიაშვილი და აქვე განმარტავს, რომ მისთვის საპარლამენტო უმცირესობის შენიშვნები მიუღებელია.

პოლიტიკურად არასწორად მიმაჩნია თავდაცვის ბიუჯეტის შემცირება უსაფრთხოების საკითხებში ექსპერტს, თეონა აქუბარდიას. როგორც მან for.ge-სთან საუბრისას აღნიშნა, როდესაც საუბარია რეფორმებზე, ამას ყველაფერს თავისი ფინანსური გათვლები ჰქოდა.

როდესაც ტერიტორიების 20% ოკუპირებულია, როდესაც გძელდება საქართველოს ტერიტორიების მავთუხლართებით შემოღობვა, ამ ვითარებაში რამდენად გამართლებულია თავდაცვის უწყებისთვის ბიუჯეტის შემცირება?

თეონა აქუბარდია: თვითონ თავდაცვის სამინისტროს აქვს თავისი შიდა გეგმები, რომელიც დამტკიცებულია თავდაცვის მინისტრის დონეზე. ამ დოკუმენტს ჰქვია „თავდაცვის სტრატეგიული მიმოხილვის დოკუმენტი“, რომელიც ალასანიას უწყებამ დაამტკიცა და პრეზიდენტმა მოაწერა ხელი. საუბარია ახალ დოკუმენტზე, სადაც არის ფინანსური გათვლებიც, მათ შორის იმის გათვალისწინებით, რა რეფორმებია გასატარებელი თავდაცვის სამინისტროში.

როდესაც საუბარია რეფორმებზე, ერთ-ერთ მნიშვნელოვან რეფორმად შეიძლება ჩაითვალოს (რითაც თავს იწონებს ახალი ხელისუფლება), ის, რომ თავდაცვის სამინისტრო პროფესიულ არმიაზე გადადის, ანუ გაწვევის ნაცვლად იქნება საკონტრაქტო სამსახური და ამ ყველაფერს თავისი ხარჯები აქვს. შესაბამისად, ამ ყველაფერს თავისი ფინანსური გათვლები ჰქოდა.

თუმცა, თავდაცვის კომიტეტის თავმჯდომარე აცხადებს, რომ ისიც ეყოფათ რა ბიუჯეტიც აქვთო.

- მე არ მესმის რას ნიშნავს თავდაცვის კომიტეტის თავმჯდომარის განცხადება, მე არ ვფიქრობ, რომ ეს სერიოზული მიდგომა იყოს. ჩემთვის როგორც ამ სფეროში მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციისთვის, მნიშვნელოვანია იყოს დასაბუთებული რამდენდან მნიშვნელოვანია თანხის შემცირება თავდაცვის უწებისთვის და რა ვერ გაკეთდება იმ დაკლებული თანხით, რაც არის გეგმაში.

როდესაც თავდაცის კომიტეტის თავმჯდომარე აცხადებს, რომ თავდაცვის სამინისტროს ეს თანხაც ეყოფა, ჩნდება ძალიან მარტივი კითხვა, გააჩნია რისთვის და რაში ეყოფა? მე ვფიქრობ, რომ კარგი იქნებოდა თავდაცვის უწყების ბიუჯეტის განხილვა ყოფილიყო მუხლობრივად და ყოფილიყო ინფორმაცია, თუ რის ხარჯზე ხდება ეს შემცირება, რომელ ნაწილს მოაკლდება თანხა. როდესაც საუბარია ბიუჯეტის განხილვაზე, აუცილებელია და კანონით არის განსაზღვრული, რომ თავდაცის უწყების საიდუმლო მუხლებს ნდობის ჯგუფმა განიხილოს, რომელიც ჯერ კიდევ არ შექმნილა თავდაცვის კომიტეტში.

როდესაც საუბარია საიდუმლო ნაწილებზე, კანონმდებლობიდან გამომდინარე, თავდაცვის სამინისტროს ძალიან ბევრი საიდუმლო მუხლი აქვს. მაგალითად, როდესაც საუბარია სასადილოების მშენებლობაზე და რის გამოც არის ამხელა ხმაური, რომ ჯარისკაცების მოწამვლა ხდება და ა.შ. სასადილოების მშენებლობაც კანონით სახელმწიფო საიდუმლოებას მიეკუთვნება, ინფორმაცია, რა თანხა ხმარდება ამ მშენებლობებს საჯარო არ უნდა იყოს. მაგრამ ნდობის ჯგუფი იმისთვის არის, რომ ასეთი დახურული მუხლების შესწავლა მოხდეს.

თავდაცვის სამინისტოს ბიუჯეტის შემცირებაზე, სესიაშვილს არგუმენტი არის, რომ გასულ წლებში ხელისუფლება თავდაცვის სფეროში არსებულ თანხებს არამიზნობრივად ხარჯავდა, ახლა კი ამ თანხების მიზნობრივი გადანაწილება მოხდება...

- როდესაც ვსაუბრობთ წინა ხელისუფლების მიზნობრიობაზე, მე არ მახსოვს არც ერთი პრეცედენტი, ყოფილი ხელიუფლებიდან რომელიმე პასუხისმგებელ პირს პასუხი ჰქონდეს მოთხოვნილი საგამოძიებო ორგანოების მხრიდან თავდაცვის ბიუჯეტის არამიზნობრივ ხარჯვაზე. ვეთანხმები ირაკლის, რომ ხდებოდა არამიზნობრივი ხარჯვა, მაგრამ ის ბიუჯეტი რომელიც დღეს აქვს თავდაცვის უწყებას, შემუშავებული იყო სწორედ იმის გათვალისწინებით, რომ აღარ იქნებოდა ასეთი ფუფუნების საგნებისთვის ბიუჯეტის ხარჯვა. კონკრეტულად გაწერილი იყო გეგმა, რის მიხედვით უნდა მომხადარიყო თანხის გახარჯვა.

პოლიტიკურად რამდენად გამართლებულია ეს გადაწყვეტილება?

- როდესაც თავდაცის მინისტრი აცხადებს, რომ შეიარაღებული ძალები მზად არის ნებისმიერი სცენარისთვის, რა თქმა უნდა, ამას სჭირდება ბიუჯეტი. არავინ არ საუბრობს იმაზე, რომ შესაძლებელია მოხდეს საომარი მოქმედების განახლება რუსეთთან, მაგრამ ყოველ შემთხვევაში, შეიარაღებული ძალების უზრუნველყოფა შესაბამისი წვრთნებით აუცილებელია. შესაბამისად, პოლიტიკურად არასწორად მიმაჩნია თავდაცვის ბიუჯეტის შემცირება.