შსს-მ საქართველოს მასშტაბით უკანონო ბრუნვიდან ამოღებული ნარკოტიკები გაანადგურა

შსს-მ საქართველოს მასშტაბით უკანონო ბრუნვიდან ამოღებული ნარკოტიკები გაანადგურა

შინაგან საქმეთა მინისტრის ბრძანების თანახმად შექმნილმა მუდმივმოქმედმა კომისიამ საქართველოს მასშტაბით სხვადასხვა დროს ჩატარებული ღონისძიებების შედეგად უკანონო ბრუნვიდან ამოღებული 2 კილოგრამამდე ჰეროინი, 800 აბი „სუბუტექსი“, 10 გრამი კოკაინი, განსაკუთრებით დიდი ოდენობით მარიხუანა, დეზომორფინი და სხვა ნარკოტიკული და ფსიქოტროპული საშუალებები შესაბამისი წესების დაცვით გაანადგურა.

ნარკოტიკების განადგურების პროცესს შსს-ს თანამშრომლებთან ერთად ჯანდაცვის სამინისტროსა და გენერალური პროკურატურის წარმომადგენლებიც დაესწრნენ.

სამართალდამცველები ამოღებულ ნარკოტიკულ საშუალებებს სასამართლოს შესაბამისი განაჩენის შემდეგ სამ თვეში ერთხელ ანადგურებენ.