ექსტრადირების საკითხის გადაწყვეტამდე დავით კეზერაშვილი 40 დღის განმავლობაში ციხეში დარჩება და ამ დროის განმავლობაში იქნება მიღებული გადაწყვეტილება მის შესაძლო ექსტრადიციაზე. სააგენტო „ფრანს პრესის“ ინფორმაციით, საქართველოს თავდაცვის მინისტრი მარსელის ჩრდილოეთით მდებარე პროვინცია ოქს-ინის საპყრობილეშია მოთავსებული.
ყოფილი მინისტრი მაშინ დააკავეს, როდესაც ნიცას აეროპორტიდან ალბანეთის დედაქალაქ ტირანაში მიემგზავრებოდა. კეზერაშვილი სასაზღვრო პოლიციამ, თავდაპირველად, პასპორტის შემოწმების მიზნით გააჩერა, რის შემდეგაც ქართველი სამართალდამცავების მოთხოვნის საფუძველზე დააკავეს.
2004-2006 წლებში კეზერაშვილი ფინანსური პოლიციის ხელმძღვანელი იყო. ის, ასევე, თავდაცვის მინისტრი იყო 2008 წლის ბოლომდე. ამ პოლიტიკური გამოცდილების შემდეგ დავით კეზერაშვილი ბიზნესით დაკავდა. არასამთავრობო ორგანიზაცია „Transparency International“-ის საქართველოს განყოფილება, არაერთხელ, ხაზს უსვამდა მისი აქტივების დაუდგენელ წარმომავლობაზე, რომლებიც დარეგისტრირებული იყო ოფშორულ ზონებში. ის საკმაოდ წარმატებული იყო სარეკლამო ბიზნესში. მისი მთავარი პარტნიორია დავით იაკობაშვილი, მოსკოვში მცხოვრები გავლენიანი ბიზნესმენი.
2013 წლის იანვრის ბოლოს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა მას ბრალი დასდო 12 მილიონი დოლარის ქრთამის სახით აღებაში, რის სანაცვლოდაც 2007-2012 წლის პერიოდში ის პროტექციას უწევდა კონტრაბანდული ალკოჰოლის ტრაფიკს უკრაინიდან. მაგრამ, კეზერაშვილის საქმეში მთავარი ბრალდება ეხება 2008 წელს და ტელეკომპანია „იმედს“. თავის დროზე, მან აიძულა მთავარი აქციონერი, ჯოზეფ ქეი ტელეკომპანიის დათმობა 10 მილიონი დოლარის სანაცვლოდ.
„ფრანს პრესის“ ინფორმაციით, დაკავებამდე ცოტა ხნით ადრე, დავით კეზერაშვილი საფრანგეთში ლონდონიდან ჩამოვიდა, სადაც მან ერთი თვე ყოველგვარი შეფერხებების გარეშე გაატარა. როგორც ისრაელის პასპორტის მქონე ადამიანმა, მან საქართველო 2012 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ დატოვა. საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ვანო მერაბიშვილის დაპატიმრების შემდეგ, დავით კეზერაშვილი მეორე მნიშვნელოვანი ფიგურაა, რომელსაც ქართული მართლმსაჯულება შეეხო.
„თუ დავით კეზერაშვილის საექსტრადაციო პროცედურები 40 დღეში არ დასრულდება, მაშინ პატიმრობის გაგრძელებას მოვითხოვთ“, - განაცხადა იუსტიციის მინისტრმა, თეა წულუკიანმა, რომლის განცხადებით საექსტრადაციო პატიმრობის დასრულებამდე მთავარმა პროკურატურამ უნდა წარადგინოს მასალები სისხლის სამართლის იმ საქმესთან დაკავშირებით, რაც აქ არის აღძრული.
„კეზერაშვილთან მიმართებაში არის ორი საქმე, ერთი ეხება ფულის გათეთრებას, ხოლო მეორე ბიზნესის მფარველობის კუთხით კორუფციას. მე მივმართე მადლობის წერილით საფრანგეთის იუსტიციის მინისტრს, რომ ამგვარი კარგი თანამშრომლობის მაგალითი აჩვენა ჩვენმა ორმა ქვეყანამ. ამ სისხლის სამართლის საქმეზე, რა თქმა უნდა, ვიჩქარებთ, რომ ამ 40 დღეში საექსტრადაციო პროცედურები დასრულდეს. თუ არადა, მოთხოვნილი იქნება პატიმრობის გაგრძელება, როგორც ეს ხდება ნებისმიერი სხვა კლასიკური ექსტრადირების შემთხვევაში“, - განაცხადა თეა წულუკიანმა.
საქართველოს მთავარი პროკურატურა თავდაცვის ყოფილი მინისტრის, დავით კეზერაშვილის სამშობლოში ექსტრადიციას მოითხოვს. სამართლებრივი უზრუნველყოფის დეპარტამენტის უფროსი ირაკლი ჩილინგარაშვილი for.ge-სთან საუბრისას აცხადებს, რომ პროკურატურა უკვე ამზადებს საექსტრადიციო მასალებს, რომლებიც საერთაშორისო ხელშეკრულებებით გათვალისწინებული ვადების დაცვით მიეწოდება საფრანგეთის რესპუბლიკის იუსტიციის სამინისტროს. ამის შემდეგ უკვე საფრანგეთის შესაბამისი სასამართლო და იუსტიციის სამინისტრო მიიღებენ გადაწყვეტილებას კეზერაშვილის საქართველოში შესაძლო ექსტრადიციის შესახებ.
საერთაშორისო ხელშეკრულებით დაკავებიდან მასალების მიწოდებამდე დადგენილი ვადაა 40 დღე, მაგრამ დაიწყო თუ არა პროკურატურამ საფრანგეთისთვის საჭირო დოკუმენტების მიწოდებაზე მუშაობა და რა ვადებში მოხდება საექსრადიციო მასალების წარდგენა?
ირაკლი ჩილინგარაშვილი: კეზარაშვილი დაკავებული იქნა როგორც ქართველი სამართალდამცავების მიერ ძებნილი პირი. დაკავების შემდეგ ჩვენმა უწყებამ და ინტერპოლის ცენტრალურმა ბიურომ დაუდასტურა ფრანგ კოლეგებს მის მიართ ძებნის ელიტურობა და ის ფაქტი, რომ ექსტრადიცია მოთხოვნილი იქნება ევროპული კონვენციით დადგენილ ვადაში. საქართველოს პროკურატურა ამ ეტაპზე ამზადებს საექსტარდიციო დოკუმენტაციას, რომელიც უახლოეს პერიოდში მიეწოდება საფრანგეთის იუსტიციის სამინისტროს. შემდგომ უკვე საფრანგეთის სასამართლო და იუსტიციის სამინისტრო მიიღებენ გადაწყვეტილებას ექსტრადიციის თაობაზე.
რა ვადებში მოხდება მისი საქართველოში ექსტრადირება?
- საქართველოსა და საფრანგეთს შორის ექსტრადიციის გარეშე არსებობს ხელშეკრულება, ეს არის ექსტრადიციის შესახებ „მრავალმხრივი ხელშეკრულება ევროპული კონვენცია“ და ამ კონვენციის საფუძველზე მივმართავთ ჩვენს ფრანგ კოლეგებს, რომ მოხდეს მისი საქართველოში ექსტრადიცია.
რაც შეეხება საკითხის განხილვისა და გადაწყვეტილების მიღების ვადებს?...
- ეს დამოკიდებულია იმ ქვეყნის კანონმდებლობაზე, ასევე დამოკიდებულია იმ გარემოებაზე, რა სამართლებლივ საშუალებას მიმართავს ეს პირი რათა მისი ექსტრადიცია საქართველოში არ განხორციელდეს. ამიტომ განსხვავებულ ვადაში მიიღება საბოლოო გადაწყვეტილება ექსტრადიციის შესახებ.
ამ შემთხვევაში საერთაშორისო ხელშეკრულებით დადგენილი ვადები არსებობს?
- არა, ამ შემთხვევაში საერთაშორისო ხელშეკრულებით დადგენილი ვადები არ არსებობს და დამოკიდებულია ყოველი ქვეყნის კანონმდებლობის თავისებურებაზე. მაგრამ როგორც გითხარით, დღეს საქართველოსა და საფრანგეთს შორის მოქმედებს ექსტრადიციის შესახებ კანონი, ეს არის ევროპული კონვენცია ექსტრადიციის შესახებ.
კეზერაშვილს ინტერპოლი არ ეძებდა. რითი ხსნით იმას, რომ დაკავება მოხდა ქართული და ფრანგული ინტერპოლის თანამშრომლობის შედეგად...
- ინტერპოლით ძებნა არაა აუცილებელი წინაპირობა პირის დაკავების და ექსტრადიციის. ინტერპოლის „წითელი ცირკულარი“ არის ერთ-ერთი საშუალება, რომლის საფუძველზე ხდება პირის დაკავება. მოცემულ შემთხვევაში არსებობს ალტერნატიული საშუალებები, ეს არის პირველი, როდესაც ქვეყანას ექსტრადიციის შესახებ შუამდგომლობით მიმართავ, მეორე როდესაც ქვეყანას მიმართავ პირის დაკავების შესახებ და შემდგომში გაუგზავნი ექსტრადიციის შესახებ შუამდგომლობას და მესამე არის ინტერპოლის წითელი ცირკულარით ძებნის წარმოება. ვინაიდან, ჩვენ ინტერპოლს თავის დროზე ყველა მასალა მივაწოდეთ, ამ ეტაპზე, მის მიმართ ჯერჯერობით „წითელი ცირკულარი“ გამოცემული არაა, განხილვის სტადიაზეა. ამიტომ, ჩვენ მივმართეთ ალტერნატიულ გზას, კონკრეტულად საფრანგეთის შესაბამის ორგანოებს და ინტერპოლის მეშვეობით პირდაპირ გავუგზავნეთ დაკავების თხოვნა და ამის საფუძველზე მოხდა დავით კეზერაშვილის დაკავება.
კეზერაშვილის გააჩნია ორმაგი მოქალაქეობა, გარდა საქართველოსი, ის არის ისრაელის მოქალაქეც. ეს ფაქტი რამდენად იქნება ხელისშემშლელი პირობა მისი საქართველოში ექსტრადირების შესახებ? როგორც წესი, საფრანგეთში დაკავებული ქართველი მაღალჩინოსნების საქართველოში ექსტრადირება არ მოხდა, მაგალითისთვის - ირაკლი ოქრუაშვილი, მიხეილ ქარელი და ქიბარ ხალვაში...
- ამ შემთხვევაში მოქალაქეობა არ იყო იმის საფუძველი, რომ პირის ექსტრადირება მომხდარიყო. სამართლებლივი თვალსაზრისით, მესამე სახელმწიფოს მოქალაქეობა არაა ექსტრადიციის დამაბრკოლებელი გარემო. ერთადერთი გარემოება, რაც აბრკოლებს პირის გადმოცემის გარემოებას, გახლავთ ის, რომ პირი არ უნდა ითვლებოდეს იმ ქვეყნის მოქალაქედ, საიდანაც ხდება პირის ექსტრადიცია, ანუ ქვეყანა არ ახორციელებს საკუთარი მოქალაქის ექსტრადიციას. ამ კონკრეტულ შემთხვევაში, მნიშვნელობა არა აქვს პირი იქნება მომთხოვნი სახელმწიფოს მოქალაქე, თუ მესამე სახელმწიფოს მოქალაქე. სამართლებლივი კუთხით, ამ მხრივ დამაბრკოლებელი გარემოება არ არსებობს.
შემიძლია დაგიდასტუროთ, რომ მესამე სახელმწიფოს მოქალაქეობის საფუძვლით მისი ექსტრადირებისთვის უარის თქმის შესაძლებლობა არ არსებობს. ის, რომ კეზერაშვილი ისრაელის მოქალაქეა, ეს არ გახდება დამაბრკოლებელი გარემოება მისი ექსტრადიციის. დღევანდელი გადმოსახედიდან ძნელია განვსაზღვროთ რა გადაწყეტილებას მიიღებს საფრანგეთის სასამართლო, თუმცა ჩვენი მოლოდინია, რომ არანაირი დამაბრკოლებელი გარემოება არ არსებობს მისი საქართველოში ექსტრადიციის თაობაზე.
თუმცა, ჩვენ გვაქვს შემთხვევა, როდესაც თქვენ ითხოვდით ექსტრადირებას, მაგარამ ეს დაკმაყოფილდა. მაგალითისთვის დავით ჩხიტუნიძე და თბილისის განვითარების ფონდის დირექტორი, რომელიც იტალიელმა სამართალდამცავებმა იმ მოტივით გაანთავისუფლეს, რომ უნგრეთმა მას პოლიტიკური თავშესაფარი მისცა. ამის მიზეზი არის ის ფაქტი, რომ დაგვინებით მოხდა საქმის წარმოების გადაგზავნა?
- ჩხიტუნიძესთან დაკავშირებით შემიძლია გითხრათ, რომ ის არ განთავისუფლებულა პატიმრობიდან, ჯერ კიდევ პატიმრობაში იმყოფება. საბრეძნეთის პროკურატურამ ჩვენი თხოვნის საფუძველზე, პირველი ინსტანციის გადაწყვეტილება გაასაჩივრა და დააბრუნა ისევ პატიმრობაში.
მუშაობთ მისი საქართველოში ექსტარდიციის საკითხზე?
- ყველა მასალა უკვე მიწოდებული აქვს საბერძნეთის რესპუბლიკის იუსტიცისის სამინისტროს. მასალები მივაწოდეთ იმაზე ადრე, ვიდრე ეს კანონით უნდა ყოფილიყო მიწოდებული. შესაბამისად, ველოდებით ზედა ინსტანციის სასამართლო რა გადაწყვეტილებას მიიღებს ექსტარდიციაზე. რაც შეეხება საბანაძეს, მასალების დაგვიანება არაფერ შუაშია. მანამ, სანამ დააკავებდნენ, მას მიღებული ჰქონდა პოლიტიკური თავშესაფარი უნგრეთში. შესაბამისად, როდესაც იგი დააკავეს, ეს ფაქტი იტალიელი სამართალდამცავებისთვის არ იყო ცნობილი. ჩვენ როდესაც მივაწოდეთ მასალები, ისინი პარალელურ რეჟიმში არკვევდნენ, ევროკავშირის რომელიმე ქვეყანაში ჰქონდა თუ არა მიღებული თავშესაფარი.
რაც შეეხება დათა ახალაის, მეგის ქარდავას, სოსო თოფურიძეს და სხვა მაღალჩინოსნებს, რითი ხსნით იმას, რომ ამ ადამიანების გადაადგილების და ადგილსამყოფლის შესახებ ინტერნეტ სივრცეში მუდმივად ვრცელდება ინფორმაცია, თოფურიძე ერთ-ერთ ტაძარში ზიარებაზე იმყოფებოდა, თუმცა მათი დაკავება ამ დრომდე არ მომხდარა. რა ხდება?
- ჩვენ შესაბამისი მასალები მივაწოდეთ ინტერპოლის ცენტრალურ ბიუროს. ამ მასალების საფუძველზე ყველა ამ ადამიანების მიმართ გამოცხადებულია წითელი ცირკულარით ძებნის წარმოება. შესაბამისად, ამ ქვეყნების სამართალდამცავ ორგანოებთან ჩვენ მჭიდრო კავშირი გვაქვს, ვცვლით შესაბამის ინფორმაციას. ვმუშაობთ ამ კუთხით და როგორც კი იქნება ინფორმაცია მათი ზუსტი ადგილსამყოფლის შესახებ, უზრუნველყოფილი იქნება მათი დაკავება.
მათ დაკავებას აბრკოლებს თუ არა ის ფაქტი, რომ ისინი სარგებლობდნენ დიპლომატიური პასპორტებით, თუმცა როგორც ჩვენთვის გახდა ცნობილი პროკურატურის მოთხოვნის საფუძველზე, სასამართლომ შეუჩერა ვადა მათ დიპლომატიურ პასპორტებს...
- პირის დაკავება და მოძიება, მერწმუნეთ, რომ არაა მარტივი საქმე. მითუმეტეს, ისეთ დიდი ქვეყნებში, როგორც არის თურქეთი და სხვა დიდი სახელმწიფო, სადაც შეიძლება ეს პირები იმყოფებოდნენ. ამას გარკვეული დრო სჭირდება, მიმდინარეობს ამ კუთხით მუშაობა და როგორც უკვე აღვნიშნე, როგორც კი იქნება ხელშესახები გარემოებები, ეს ქვეყნები უზრუნველყოფენ მათ დაკავებას.