2013 წლის 16 ოქტომბერს, 11 საათზე, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტო მედიის წარმომადგენლებისთვის პრესკონფერენციას გამართავს.
სააგენტოს ახლად დანიშნული დირექტორი ნინო კობახიძე პრესკონფერენციაზე შსს-ს მომსახურების სააგენტოში 2013 წლის ბოლომდე მიმდინარე და დაგეგმილი სიახლეების შესახებ პრეზენტაციას წარმოადგენს.
პრეზენტაციაზე წარმოდგენილი იქნება ინფორმაცია: ავტომატური გადაცემათა კოლოფის მქონე სატრანსპორტო საშუალების მართვის მოწმობის მისაღები პრაქტიკული გამოცდის ჩაბარებასთან დაკავშირებით, სატრანსპორტო საშუალების მართვის მოწმობაში სისხლის ჯგუფის და რეზუსის მონაცემის დამატების შესახებ, სკოლებში საგზაო ნიშნებისა და მოძრაობის უსაფრთხოების შესწავლის შესახებ.
მედიას ასევე მიეწოდება ინფორმაცია სატრანსპორტო საშუალების მართვის მოწმობის მისაღები თეორიული გამოცდის მობილური აპლიკაციის შესახებ. სააგენტო მომხმარებელს მომსახურების სააგენტოს განახლებულ ვებ გვერდზე პერსონალურ გვერდს სთავაზობს.