შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა თბილისში უკანონო ცეცხლსასროლი იარაღი ამოიღეს.
სამართალდამცველებმა „მიცუბიში“-ს მარკის ავტომანქანა წერეთლის გამზირზე მოძრაობის წესების დარღვევისთვის გააჩერეს, რომელსაც 1988 წელს დაბადებული გიორგი გ. მართავდა. საპატრულო პოლიციის თანამშრომლებმა მძღოლის ქმედება საეჭვოდ მიიჩნიეს და მას ავტომანქანიდან გადმოსვლა მოსთხოვეს. მანქანიდან გადმოსულმა გიორგი გ-მ საეჭვო ნივთი ქუჩაში გადააგდო.
სამართალდამცველებმა ადგილზე ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად „ვალტერი“-ს ტიპის ცეცხლსასროლი იარაღი, ერთი მჭიდი და 6 საბრძოლო ვაზნა ამოიღეს.
გამოძიება ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარების ფაქტზე მიმდინარეობს (სსსკ-ს 236-ე მუხლის 1-ლი და მე-2 ნაწილებით).