ვაშინგტონმა და მოსკოვმა აგენტები განსაკუთრებული ხმაურის გარეშე გაცვალეს. აშშ–ს საგარეო უწყების ინფორმაციით, შპიონაჟში ბრალდებულების დაკავება იმის გამო მოხდა, რომ ერთ–ერთი მათგანი აშშ–ს დატოვებას აპირებდა. ჯაშუშების დაკავებას პროვოცირება გაუკეთა ანა ჩეპმენის მიერ მოსკოვში გაკეთებულმა ზარმა. ამ საქმემ განსაკუთრებული შეშფოთება კანადაში გამოიწვია, რადგან რუსული დაზვერვის აგენტებმა კანადური პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტები გამოიყენეს.
აშშ-მ რუსი აგენტების დეპორტირება უკვე განახორციელა. BBC-ის ინფორმაციით, ამერიკულმა მხარემ სასამართლოს დასრულების შემდეგ 10 აგენტი, რომლებმაც აშშ-ს ტერიტორიაზე რუსეთის სასარგებლოდ ჯაშუშური საქმიანობა აღიარეს, ნიუ-იორკის ჯონ კენედის აეროპორტიდან მოსკოვის მიმართულებით გაამგაზავრეს.
რუსული მხარის ინფორმაციით, აშშ-ში დაკავებული რუსი აგენტების გათავისუფლება მას შემდეგ გახდა შესაძლებელი, რაც რუსეთის პრეზიდენტმა, დიმიტრი მედვედევმა რუსეთში აშშ-ს სასარგებლოდ შპიონაჟში ბრალდებული ოთხი მოქალაქე – სერგეი სკრიპალი, გენადი ვასილენკო, იგორ სუტიაგინი და ალექსანდრე ზაპოროჟსკი შეიწყალა.
მედვედევის პრესსამსახურის ხელმძღვანლის, ნატალია ტიმაკოვას განცხადებით, ყველა შეწყალებულმა, რომლებსაც დანაშაულის ჩადენა აღიარებული ჰქონდათ, შეწყალების მოთხოვნით პრეზიდენტს მიმართა და შეწყალება რუსეთის კანონმდებლობის სრული დაცვით განხორციელდა.
ამასთან, აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის მაღალჩინოსანთა ინფორმაციით, სკრიპალის, ვასილენკოს, სუტიაგინისა და ზაპოროჟსკის შეიწყალა არ ნიშნავს, რომ ისინი აშშ-ს სპეცსამსახურებზე ან აშშ-სთან რაღა ფორმით მუშაობდნენ. სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენლების განმარტებით, რუსეთში გათავისუფლებული მოქალქეები შპიონაჟის ბრალდებით იხდიდნენ სასჯელს და შექმნილ ვითარებაში იძულებული იყვნენ, აღიარებითი ჩვენებები მიეცათ.
აშშ-ს საგარეო უწყების ინფორმაციით, აშშ-ში შპიონაჟის ბრალდებულთა დაკავება იმის გამო მოხდა, რომ ერთ-ერთი მათგანი აშშ-ს დატოვებას გეგმავდა. სახელმწიფო დეპარტამენტი უშუალოდ პრეზიდენტ მედვედევის ვიზიტის შემდეგ რუსი აგენტების დაკავებას „შემთხვევითობად“ მიიჩნევს.
ცნობილი ხდება, რომ ივნისის ბოლოს რუსი ჯაშუშების დაკავებას პროვოცირება გაუკეთა მოსკოვში ანა ჩეპმენის ზარმა. ის მიხვდა, რომ საფრთხე ახლოსაა და რჩევის საკითხავად მამას დაურეკა. სასამართლოს მონაცემებით, ჩეპმენი და მიხაილ სემენკო გამოაშკარავებულთა შორის ყველაზე გამოუცდელი აგენტები იყვნენ.
აშშ-ს დაზვერვის ფედერალურმა ბიურომ აგენტების დაკავებამდე გადაწყვიტა, რომ ორი მათგანი – ანა ჩეპმანი და მიხაილ სემენკო იძულებული გაეხადა, ჩაედინათ ისეთი ქმედებები, რომელიც მათ შპიონაჟში ამხელდა. როგორც გაზეთი The Washington Post ამერიკულ სპეცსამსახურებზე დაყრდნობით იუწყება, 26 ივნისს ჩეპმენს რუსი მზვერავის „რომანის“ სახელით ამერიკის დაზვერვის ფედერალური სამმართველოს თანამშრომელი დაუკავშირდა ტელეფონით და მას ნიუ-იორკში შეხვედრა დაუნიშნა.
ჩეპმენმა მაშინათვე რაღაც იაზრა, რადგანაც ის ადრე აგენტებს პირადად არ შეხვედროდა, ისინი მხოლოდ დახურული კომპიუტერული ქსელით ცვლიდნენ დაშიფრულ მონაცემებს. შეხვედრისას ჩეპმენის ეჭვები დადასტურდა. პირველ ყოვლისა, „ტელეფონით საუბრისას მზვერავი ჩეპმენს იმ პირად წარუდგა, რომელსაც ჯაშუში ქალი მთავარ ფიგურად თვლიდა, მაგრამ შეხვედრაზე, მისდა გასაოცრად, სულ სხვა მოვიდა“.
მეორეც, რომანმა ჩემპენს სთხოვა მეორე მზვერავისათვის „ყალბი პასპორტი გადაეცა... ადრე ჩეპემენი მოსკოვში „თავისი ხელმსძღვანელობისგან“ ასეთ დავალებებს არ ღებულობდა.
რომანთან შეხვედრის შემდეგ ჩეპმენმა მობილური ტელეფონი და ორი სიმ-ბარათი იყიდა საერთაშორისო ზარებისათვის. მან მოსკოვში მამას და ნიუ-იორკში მეგობრს დაურეკა, და უთხრა, რომ საშიშროებას გრძნობს. ჩემპენს ორივემ ურჩია, რომ უარი ეთქვა დავალების შესრულებაზე. ჩემპენს თავისმა მამამ, ვასილი კუშენკომ ურჩია, პოლიციაში წაეღო ყალბი დოკუმენტები, რაც მან გააკეთა კიდეც.
27 ივნისს მან პოლიციაში წაიღო პასპორტი და პოლიციელებს მოუყვა, რაც მოხდა. პოლიციელებმა დაზვერვის ფედერალური სამმართველოს მუშაკები გამოიძახეს, რომლებმაც ჩემპენი დააკავეს. ფაქტიურად ასე დაიწყო „არალეგალების“ მთელი ქსელის დაკავების ოპერაცია.
სემენკო, რომელსაც გაზეთი შეცდომით სემიონოვს უწოდებს, ნაკლებ საეჭვო აღმოჩნდა. დაზვერვის ფედერალურ ბიურო მასზე მხოლოდ 5 ივნისს გავიდა, როცა ის რესტორანში იჯდა და დაშიფრულ მონაცემებს აგზავნიდა რუსეთში, რესტორნის გვერდით გაჩერებულ დიპლომატიური სამსახურისნომრებიან მანქანაში.
26 ივნისს სემენკო დაზვერვის ფედერალური ბიუროს სხვა აგენტს შეხვდა, რომელმაც თავი რუს ჩინოვნიკად გაასაღა. მან სემენკოს ჩააგონა აეღო 5 ათასი დოლარი და მომდევნო დილით არლინგტონის პარკში დაემალა. სულ მალე მას შემდეგ, რაც სემენკომ პარკში კონვერტი დატოვა ფულით, ის აიყვანეს.
შედეგად 10 რუსი ჯაშუში მოსკოვში ექსტრადირებულ იქნა. ჩეპმენი და სემენკო ამ ქსელში ყველაზე გამოუცდელი აგენტები იყვნენ, დანარჩენებმა აღიარეს, რომ მალულად მუშაობდნენ 10-დან 20 წლამდე.
სემენკოს და ჩეპმენს მხოლოდ ნახევარწლიანი გამოცდილება ჰქონდათ. ჩეპმენის ზარმა მოსკოვში აიძულა დაზვერვის ფედერალური ბიუროს მუშაკები დაეპატიმრებინათ დანარჩენი აგენტებიც ,რომელთაც უკვე რამდენიმე წელია თვალს ადევნებდნენ, წერს გაზეთი.
მეორე დღეს რუსეთის საგარეო დაზვერვის სამსახურის კურატორთან ამერიკიდან მოსკოვში უნდა გაფრენილიყო „ჯაშუში“ რიჩარდ მერფი. ამერიკის დაზვერვის ფედერალურ ბიუროს შეეშინდა, რომ ჩემპენის დარეკვის შემდეგ მერფი მოსკოვში დარჩებოდა, ხოლო დანარჩენი ჯაშუშები რუსეთის დიპლომატიური წარმომადგემლობის სამსახურის ტერიტორიაზე მიიმალებოდნენ.
კვირა დღეს აშშ-ს გენერალურმა პროკურორმა ერიკ ჰოლდერმა CBS-ს გადაცემაში „ქვეყნის პირისპირ“, განაცხადა, რომ ერთ ერთი ჯაშუში მოსკოვში აპირებდა გაფრენას, „და იყო საფრთხე, რომ თუ ჩვენ მას გავუშებდით, უკან ვერაფრით დავაბრუნებდით“.
აშშ-ს ხელისუფლებამ აღიარა, რომ რუსი აგენტების გაცვლის შესახებ გადაწყვეტილება 11 ივნისს ბარაქ ობამასა და დიმიტრი მედვედევის შეხვედრისას შეთანხმდა. როგორც საინფორმაციო საშუალებები აცხადებენ, ამის შესახებ დახურულ ბრიფინგზე რამდენიმე ჟურნალსიტს განუცხადა თეთრი სახლის წარმომადგენელმა.
რუს ჯაშუშებს ბრალდებად წაუყენეს უცხოეთის ხელისუფლებასთან არალეგალური საქმიანობა და ფულის გათეთრება. 8 ივლისს მათ დანაშაული აღიარეს. მეორე დღეს კი 10 რუსი ჯაშუში გაცვალეს ადრე რუსეთში შპიონაჟის ბრალდებით გასამართლებულ 4 ამერიკელ აგენტზე.
მაგრამ, როგორც ირკვევა, ეს საქმე ჯერ არ დასრულებულა. როგორც ამერიკის ხმის კორესპონდენტი გერი თომასი იუწყება, ამ საქმემ განსაკუთრებული შეშფოთება გამოიწვია კანადაში რადგან რუსმა დაზვერვის აგენტებმა კანადური პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტები გამოიყენეს.
წარსულში ცივი ომის დროს მომხდარი ჯაშუშობასთან დაკავშირებული საქმეების გახსნისას ხშირი იყო იმის აღმოჩენა, რომ საბჭოთა დაზვერვის აგენტები კანადურ პირადობის დამადასტურებელ საბუთებს იყენებდნენ. ცოტა ხნის წინ შეერთებულ შტატებში აღმოჩენილი რუსეთის საგარეო სადაზრვერვო სამსახურის აგენტების ქსელის სულ ცოტა ოთხ წევრს ან გაყალბებული კანადური პირადობის დამადასტურებელი საბუთები გააჩნდა ან უკანონოდ შეძენილი ნამდვილი კანადური პასპორტები.
პროფესორი უესლი უარკი, რომელიც სადაზვერვო საქმიანობას ასწავლის ტორონტოს უნივერსიტეტთან არსებულ მუნკის საერთაშორისო კვლევათა ცენტრში, აღნიშნავს, რომ ხსენებულმა გარემოებამ კანადური უშიშროების სამსახურების მნიშვნელოვანი შეშფოთება გამოიწვია.
„კანადელებისთვის ამ საქმის მიმართ დაინტერესება რასაკვირველია განპირობებულია იმით, რომ შეერთებულ შტატებში აღმოჩენილ რუსეთის დაზვერვის აგენტების მნიშვნელოვან ნაწილს კანადური ალიბი ჰქონდათ. ამდენად არ არის გასაკვირი, რომ კანადაში ბევრი შეშფოთებას გამოთქვამს მომხდართან დაკავშირებით“.
სადაზვერვო ტერმინოლოგიაში ალიბი ანუ ლეგენდა წარმოადგენს ყალბ იდენტურობას, რომელსაც ჯაშუში იყენებს უცხო საზოგადოებაში ინტეგრაციის მიზნით. ლეგენდის შექმნისას თავდაპირველად აუცილებელია ახალი ყალბი იდენტურობის შექმნა, მაგრამ შემდგომში ამას უნდა დაემატოს შესაბამისი დოკუმენტები, როგორიც არის პასპორტი და ავტომანქანის ტარების უფლება.
კანადასა და შეერთებულ შტატებს შორის სახელმწიფო საზღვრის სიგრძე 6,400 კილომეტრს უდრის და მისი გაკონტროლება ძალზედ რთულია. 2008 წლის თებერვლამდე საზღვრის გადაკვეთისთვის აუცილებელი იყო მოქალაქეობის სიტყვიერი განცხადება. ახლა ამისთვის საჭიროა პასპორტი ან სამგზავროდ მთავრობის მიერ დამტკიცებული პირადობის დამადასტურებელი რომელიმე სხვა დოკუმენტი.
უშიშროების საკითხების ექსპერტი კერძო სადაზვერვო ფირმა „სტრატფორში,“ ბატონი ფრედ ბარტონი აღნიშნავს, რომ უცხოური სადაზვერვო სამსახურები ისევე როგორც ტერორისტული დაჯგუფებები უპირატესობას ანიჭებენ კანადურ ან ირლანდიულ პირადობის დამადასტურებელ დოკუმენტებს რადგან ამ საბუთების გამოყენება თავისუფალი გადაადგილების საშუალებას აძლევს მათ. ამასთან დაკავშირებით ბარტონი აღნიშნავს:
„დაკავების თავიდან აცილების თვლასაზრისით რომ ვიმსჯელოთ, კანადური პასპორტი ძალზედ ხელსაყრელია სხვა სახელმწიფოების მოქალაქეობასთან შედარებით. ამდენად ეტყობა ამას ოპერატიული კუთხით უდგებიან და ალბათ ამბობენ, „მე რუსეთის პასპორტის გამოყენებას ვერ შევძლებ რადგან ეს გამოძიებათა ფედერალურ ბიუროში განგაშს გამოიწვევს. ამას გარდა ეროვნული უსაფრთხოების სამინისტრომ შეიძლება პრობლემები შემიქმნას. ამას გარდა, ფრენა თუ მომინდა, არსებობს მგზავრთა შავი სიები. ამდენად შეერთებულ შტატებში შეიძლება ბევრი პრობლემა შემექმნას. მაშასადამე, რა იქნება ჩემთვის ყველაზე ნაკლები პრობლემა?“ ბუნებრივია ამ დროს კანადური და ირლანდიული ვარიანტები გამოიკვეთება“.
აღსანიშნავია, რომ 2006 წელს კანადის სამართალდამცველებმა დააკავეს ვინმე პოლ უილიამ ჰემპელი, რომელსაც ყალბი კანადური დაბადების მოწმობა და პასპორტი ჰქონდა. მას რუსეთისთვის ჯაშუშობის ბრალდება წაუყენეს. მიუხედავად იმისა, რომ მას არ გააჩნდა არანაირი დიპლომატიური სტატუსი, კანადის მთავრობამ იგი ქვეყნიდან გააძევა ყოველგვარი გასამართლების გარეშე.
ზოგ შემთხვევაში ჯაშუშები სხვადასხვა პირთა ნამდვილ იდენტურობას იძენენ მათი დაბადების მოწმობების მოპოვების მეოხებით, რაც ხშირად გარდაცვლილი ჩვილი ბავშვების ხარჯზე კეთდება. დიდი ხნის წინ კანადაში დააკავეს საბჭოთა დაზვერვის აგენტი, რომელიც სასაფლაოებზე გარდაცვლილი ჩვილი ბავშვების სახელებსა და ცხოვრების თარიღებს იწერდა.
ყალბი კანადური პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტების გამოყენებით გამოწვეული შეშფოთება მნიშვნელოვნად გაიზარდა 2001 წლის 11 სექტემბრის ტერორისტული თავდასხმების შემდეგ, აღნიშნავს სადაზვერვო საქმიანობის ექსპერტი უესლი უარკი.
11 სექტემბრის ტერორისტულ თავდასხმებში მონაწილე არცერთი ტერორისტი შეერთებულ შტატებში კანადიდან არ შემოსულა. მათ არც კანადური დოკუმენტები ჰქონდათ. მაგრამ 1999 წელს ლოს ანჟელესის აეროპორტის დაბომბვის მცდელობის გამო ამჟამად საპატიმროში მყოფმა აჰმედ რესამმა შესძლო ყალბი კანადური პასპორტის შეძენა მიუხედავად იმისა, რომ კანადის მთავრობამ მას ქვეყანაში ლტოლვილის სტატუსზე უარი უთხრა. ამას გარდა ისრაელის სადაზვერვო სამსახურის აგენტები, რომლებმაც 1997 წელს იორდანიაში მოძრაობა ჰამასის ლიდერის ლიკვიდაცია ვერ შესძლეს, აგრეთვე ყალბ კანადურ პასპორტებს ფლობდნენ.
გასული წლის მიწურულს კანადის სამართალდამცველებმა აღმოაჩინეს კრიმინალური დაჯგუფება, რომელიც მაღალი ხარისხის ყალბ დოკუმენტებს ავრცელებდა, კანადური პასპორტებისა და შეერთებულ შტატებში მუდმივი მაცხოვრებლობის დამადასტურებელი საბუთების ჩათვლით. მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებში მთავრობები სხვადასხვა ზომებს მიმართავენ პასპორტების გაყალბების გართულების მიზნით. მაგრამ მიუხედავად ამისა, პასპორტების გაყალბება კვლავინდებურად მზარდ და მომგებიან ბიზნესად რჩება. ინტერპოლის ცნობით, 2009 წლის დასასრულს მონაცემთა ბაზაში 11 მილიონი ყალბი პასპორტი იქნა შეტანილი.
ბოლო დღეებში ასევე გავრცელდა ინფორმაცია, რომ აშშ-ში რუსეთის დაზვერვის ყოფილი თანამშრომელი სერგეი ტრეტიაკოვი გარდაიცვალა. ეს ინფორმაცია აშშ-ს რადიოსადგურმა „WTOP“ – მა გაავრცელა. ინფორმაციაში ნათქვამია, რომ ყოფილი რუსი ჯაშუში, რომელიც 2000 წელს აშშ-ში გაიქცა, 2010 წლის ივნისში „ბუნებრივი მიზეზების გამო“ გარდაიცვალა.
– გაკვეთისა და ტოქისიკოლოგიური ექსპერტიზის მიზეზები არ გახმაურებულა, თუმცა მისმა ქვრივმა ელენა ტრეტიაკოვამ დაადასტურა ეს ინფორმაცია და განახადა, რომ იგი ბუნებრივი მიზეზების გამო 2010 წლის ივლისში გარდაიცვალა, – იუწყება „WTOP“ – ი.
აღსანიშნავია, რომ ტრეტიაკოვი აშშ-ში ნიუ-იორკში რუსულ მისიაში ხუთწლიანი მუშაოების შემდეგ გაიქცა. მისი სახელი მედიაში ხელახლა მაშინ ამოტივტივდა, როდესაც აშშ-ში რუსეთის 11 ჯაშუში დააკავეს. გაჩნდა მოსაზრება იმის შესახებ, რომ ტრეტიაკოვი შესაძლოა ამ საქმესთან იყოს დაკავშირებული, თუმცა მისმა მეუღლემ განაცხადა, რომ გარდაცვლილმა არაფერი იცოდა დაკავებული რუსი ჯაშუშების შესახებ.
სინამდვილეში რუსი აგენტების საქმეს გაგრძელება არ მოყვება, – ამბობენ ექსპერტები საერთაშორისო საკითხებში. ახლა ბურთი რუსეთის მოედანზეა. „მე ვფიქრობ დიპლომატიური შედეგები ძალიან შეზღუდული იქნება“ – აცხადებს ვაშინგტონის სკოლის დირექტორი პოლ სონტერსი. „წარსულში ამგვარი საქმეები, შეუმჩნევლად მიდიოდა, თუ რა თქმა უნდა ვინმეს არ სურდა მათი გაბუქება. ამ შემთხვევაში კი ჩანს, რომ ამერიკის ადმინისტრაციას ამის სურვილი არა აქვს.
„სინამდვილეში ბურთი რუსეთის მოედანზეა“ – ამბობს სტრატეგიული და საერთაშორისო გამოკვლევების ევროპული ცენტრის დირექტორი ხიზერ კონლი. „ობამას ხალხმა ეს საკითხი არ გააერთიანა ორმხრივ ურთიერთობებთან, მაგრამ უნდა დავიცადოთ და ვნახოთ, იზამენ თუ არა მსგავს რამეს რუსები და იქნება თუ არა რეაქცია ცივი ომის სტილში.