12 ოქტომბერს შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლებმა, დროებითი სამთავრობო კომისიის წევრებთან ერთად გორის რაიონში ოკუპაციის ხაზის მიმდებარე სოფლების – ბერშუეთის, ზემო სობისის, ქვემო სობისის, ზეღდულეთის, კირბალის და ციცაგიანთკარის მოსახლეობასთან შეხვედრებს განაგრძობენ. ისინი ადგილზე ეცნობიან შექმნილ ვითარებას და მოსახლეობის სოციალურ–ეკონომიკურ მდგომარეობას შეისწავლიან.
აღნიშნული შეხვედრები ხაშურის და ქარელის რაიონის მოსახლეობასთან ოკუპაციის ხაზის მიმდებარე სოფლებში 13 ოქტომბერს დასრულდება.