შსს-ს აკადემიაში საგანგებო სიტუაციების მართვის დეპარტამენტის საექსპერტო-საკონსულტაციო საბჭოს გაფართოებული სხდომა განახლებულ ფორმატში გაიმართა. საბჭოს შეკრების მიზანს საგანგებო სიტუაციების თავიდან აცილება, შედეგებთან ეფექტურად გამკლავება, მეცნიერულად არგუმენტირებული ღონისძიებების წარმოება და შესაბამისი პროგრამების შემუშავება წარმოადგენს.
საბჭოს შემადგენლობაში შედიან საგანგებო სიტუაციების მართვის სფეროში სხვადასხვა სამინისტროს უფლებამოსილი პირები და ქვეყანაში მოღვაწე ცნობილი მეცნიერები და ექსპერტები.
შეხვედრაზე განიხილეს ქვეყანაში არსებული გეოლოგიური საფრთხეები, წყალდიდობებთან გამკლავების, ქიმიურ ინციდენტებზე მონიტორინგის გაძლიერების და სხვა საკითხები.
სხდომას ასევე ესწრებოდნენ არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები, რომლებმაც კატასტროფების რისკის შემცირების სფეროში გაწეული საქმიანობის შესახებ მოკლე მოხსენებები წარმოადგინეს.