მეოთხე ქვეითი ბრიგადის 42-ე ბატალიონის 50 სამხედრო მოსამსახურე დღეს საქართველოში დაბრუნდა. მათ ავღანეთში 6 თვის განმავლობაში ISAF-ის მისიის ფარგლებში წარმატებით შეასრულეს დაკისრებული მოვალეობა. ეს გეგმიური როტაციის მეორე ეტაპია, რომელიც თვის ბოლომდე დასრულდება. 42-ე ბატალიონი ავღანეთში ბათუმის ცკეული მსუბუქი ქვეითი ბატალიონის სამხედროებმა ჩაანაცვლეს.
სამშვიდობოებს აეროპორტში საქართველოს თავდაცვის მინისტრის მოადგილე მიხეილ დარჩიაშვილი, გაერთიანებული შტაბის უფროსის მოადგილე პოლკოვნიკი ვლადიმერ ჩაჩიბაია და მეოთხე ქვეითი ბრიგადის მეთაური, პოლკოვნიკი ზაზა ლელაძე დახვდნენ.
ქართველი სამხედრო მოსამსახურეები აშშ-ის საზღვაო ქვეითების მხარდაჭერით სრული სპექტრის ოპერაციებს ახორციელებდნენ. მათ მთავარ ამოცანას პროვინციის სამოქმედო არეალში მოსახლეობის უსაფრთხოების მიზნით პატრულირება და მოძრავი საკონტროლო საგუშაგოების მოწყობა წარმოადგენდა.