თავდაცვის მინისტრის მოადგილემ მიხეილ დარჩიაშვილმა გერმანელი დიპლომატები მიიღო. გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ელჩთან ორთვინ ჰენიგთან და თავდაცვის ატაშესთან ვიცე-პოლკოვნიკ ბერნარდ ჰოპისთან შეხვედრა გაცნობითი ხასიათის იყო.
მხარეებმა თავდაცვის სფეროში საქართველოსა და გერმანიას შორის თანამშრომლობის გაღრმავების საკითხები განიხილეს. მათ ქართული კონტინგენტის ავღანეთის საერთაშორისო მისიასა და პოსტ-ISAF-ის პერიოდში მონაწილეობის შესახებაც ისაუბრეს. შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა ასევე, თავდაცვის სფეროში საგანმანათლებლო მიმართულებით თანამშრომლობის გაღრმავებასა და გამოცდილების ორმხრივ გაზიარებაზე.