4 ოქტომბერს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიაში, შსს-ს საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის ორგანიზებით, დონორთა ყოველწლიური საკოორდინაციო შეხვედრა გაიმართა, რომელზეც შსს-ს ყველა შესაბამის მიმართულებაში ჩატარებული საჭიროებათა ანალიზი და სამინისტროში განხორციელებული რეფორმები იყო წარმოდგენილი. პრეზენტაცია მოიცავდა ინფორმაციას ყველა იმ საჭიროებების შესახებ, რაც სამინისტროს სხვადასხვა ქვედანაყოფს ტრენინგებისა თუ შესაძლებლობების გაუმჯობესების კუთხით გააჩნია. შეხვედრის დასასრულს ერთობლივი პროექტების განხორციელების სამომავლო გეგმები განიხილეს.
შეხვედრას ამერიკის საელჩოს ნარკოტიკების უკანონო ბრუნვის და სამართალდამცველებთან თანამშრომლობის საერთაშორისო ბიუროს, მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციის, საქართველოში ევროკავშირის მისიის და ევროსაბჭოს წარმომადგენლები დაესწრნენ. ასევე ესწრებოდნენ თურქეთის, ლატვიის და შვედეთის პოლიციის ატაშეები.