შსს-მ ნარკორეალიზაციის ფაქტზე ირანის მოქალაქე დააკავა

შსს-მ ნარკორეალიზაციის ფაქტზე ირანის მოქალაქე დააკავა

შსს-ს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის მე-2 მთავარი სამმართველოს მე-2 სამმართველოს თანამშრომლებმა,მიღებული ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე ჩატარებული სამძებრო-საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვა–გასაღების და საქართველოში უკანონო შემოტანის ფაქტზე ირანის მოქალაქე სეიდინ საბაჰ ე.(SEYED SABAH E.) დააკავეს.

გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებული საქართველოში ირანიდან ვალეს სასაზღვრო გამშვები პუნქტის გავლით შემოვიდა დაგასაღების მიზნით შემოიტანა განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება "ჰეროინი". სამართალდამცველებმასეიდინ საბაჰ ე. ნარკოტიკული შაშუალების გასაღების ფაქტზე იმავე დღეს თბილისში დააკავეს.

სამართალდამცველებმა დაკავებულის პირადი ჩხრეკისას ამოიღეს ნარკოტიკული საშუალება, რომელსაც ის ყიდდა, და 2000 აშშდოლარი, რომელიც მან ნარკოტიკის რეალიზაციის შედეგად მიიღო.

სეიდინ საბაჰ ე-ს დროებითი საცხოვრებელი ბინის ჩხრეკისას სამართალდამცველებმა ასევე ამოიღეს ნარკოტიკული საშუალება"ჰეროინი". ექსპერტიზამ დაადგინა, რომ სულ ამოღებულია 23,4708 გრ ნარკოტიკული საშუალება, რომელიც 9,2187 გრ "ჰეროინს"შეიცავს.

ნარკოლოგიურმა ექსპერტიზამ დაადგინა, რომ ბრალდებული დაკავებისას ნარკოტიკული ნივთიერების ზემოქმედების ქვეშიმყოფებოდა.

გამოძიება განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვა-გასაღების და ნარკოტიკულისაშუალების საქართველოს ტერიტორიაზე უკანონო შემოტანის ფაქტზე მიმდინარეობს (სსსკ-ის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის "ა"ქვეპუნქტით და 262-ე მუხლის 1-ლი ნაწილით).