შსს-მ ცეცხლსასროლი იარაღი ამოიღო

შსს-მ ცეცხლსასროლი იარაღი ამოიღო

შინაგან საქმეთა სამინისტროს ვაკე-საბურთალოს სამმართველოს პოლიციის მე-3 განყოფილების თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიული საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად 1987 წელს დაბადებული კონსტანტინე ხ. ცეცხლსასროლი იარღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარების ბრალდებით თბილისში, წერეთლის გამზირზე დააკავეს.

სამართალდამცველებმა მისი პირადი ჩხრეკისას „ა-კა-ეს“-ის მოდელის ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღი, 28 საბრძოლო ვაზნა და ერთი მჭიდი ამოიღეს.

კონსტანტინე ხ. აღიარებს ჩადენილ დანაშაულს.

გამოძიება ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარების ფაქტზე მიმდინარეობს (სსსკ-ს 236-ე მუხლის 1-ლი და მე-2 ნაწილებით).