თბილისის მთავარი სამმართველოს დეტექტივების სამმართველოს და ისანი-სამგორის სამმართველოს თანამშრომლებმა, ერთობლივად ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად 1994 წელს დაბადებული გიორგი გ. ყაჩაღობის ბრალდებით დააკავეს.
გამოძიებამ დაადგინა, რომ დაკავებული მიმდინარე წლის 3 სექტემბერს, თბილისში, ჩოლოყაშვილის ქუჩაზე მდებარე „საქართველოს ბანკი“-ს ფილიალში შეიჭრა, პნევმატური იარაღის მუქარით ოპერატორს 400 დოლარი და 560 ლარი გასტაცა, და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.
სამართალდამცველებმა, ჩატარებული ოპერატიულ–საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, გიორგი გ. 28 სექტემბერს, თბილისში დააკავეს.
დაკავებული ჩადენილ დანაშაულს აღიარებს.