შსს-მ ძებნილი დააკავა

შსს-მ ძებნილი დააკავა

თბილისის მთავარი სამმართველოს უბნის ინსპექტორების სამმართველოს მე-2 განყოფილების თანამშრომლებმა 1965 წელს დაბადებული დავით ტ. რუსთავში დააკავეს.

აღნიშნული პიროვნება 2000 წლის 26 აგვისტოდან თბილისის დიდუბე-ჩუღურეთის პოლიციის სამმართველოს მიერ სსსკ-ის 108-ე, 109-ე და 236-ე მუხლებით გათვალისწინებული დანაშაულისთვის: ორი მოქალაქის განზრახ მკვლელობის, ერთი მოქალაქის მკვლელობის მცდელობისთვის, რომლებიც მასთან კომერციული საქმიანობით იყვნენ დაკავშირებული და ასევე, იარაღის უკანონო ტარებისთვის იძებნებოდა.

ამჟამად დაკავებული სასჯელაღსრულების მე-8 დაწესებულებაშია შესახლებული.

გამოძიება განზრახ მკვლელობის, მკვლელობის მცდელობის და იარაღის უკანონო ტარების ფაქტზე მიმდინარეობს (სსსკ-ის 108-ე,109-ე და 236-ე მუხლებით).